x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როგორ გავარჩიოთ ორიგინალი ყალბისგან - გაითვალისწინეთ ეს ტანსაცმლის, ჩანთისა და კოსმეტიკის შეძენისას



image



image

სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიო ბაზარზე არსებული პროდუქციის 30% ცნობილი ბრენდების პროდუქტის გაყალბებულ ვარიანტს წარმოადგენს, ანუ პრაქტიკულად ყოველი მესამე ნივთი, რომელსაც ვიძენთ, ფეიკია. ფინანსური ზარალის გარდა (დაბალი ხარისხი ხომ არ ნიშნავს აუცილებლად დაბალ ფასს), ასეთმა სავალალო შენაძენმა შეიძლება როგორც იმიჯს, ასევე ჯანმრელობასაც ავნოს.


იმისათვის, რომ მოტყუებული მყიდველების რიცხვში არ მოვხვდეთ, საჭიროა გავითვალისწინოთ რამდენიმე ხერხი ორიგინალი ნივთის ყალბისგან გასარჩევად.



საკულტო ნივთები

image

ყველაზე ხშირად გაყალბებადი ნივთები ცნობადი ბრენდების ტანისამოსია. მაგალითად, პატარა შავი კაბა, რომელზეც დაწერილია "made in France", შეიძლება რომელიმე ადგილობრივ, არალეგალურ ფაბრიკაში იყოს დამზადებული, ხოლო "იტალიური ტყავის" ჩექმა, რომელიც სინამდვილეში დერმატინისაა, რატომღაც ძალიან სწრაფად დეფორმირდება და სველდება. ამიტომ, სამოსის შერჩევისას, ყურადღება უნდა მიექცეს მასალისა და შეკერვის ხარისხს - ნაკერები თანაბარი უნდა იყოს, ძაფი არსად არ უნდა იყოს ჩამოკიდებული, ღილები მყარად უნდა იყოს მიკერებული, ხოლო ელვა-შესაკრავის თავი არ უნდა იღუნებოდეს. ხელში ოდნავ მოჭმუჭნეთ და გაახახუნეთ ქსოვილი - თუ ხელისგულებზე საღებავი ან ქსოვილის ბოჭკოები დაგრჩებათ, ნუ შეიძენთ პროდუქტს. შეეცადეთ სამოსი საფირმო მაღაზიებში შეიძინოთ და აუცილებლად მოითხოვეთ ჩეკი.


აქვე გადადით ბმულზე და გაეცანით სტატიას "9 ნიშანი, რომლითაც ხარისხიან ტანსაცმელს ამოიცნობთ შეძენამდე".


პარფიუმერია და კოსმეტიკა

image


თუ ყალბი ტანსაცმლის შეძენის შემდეგ მხოლოდ ფულის გადაყრა შეგრჩებათ და ტანსაცმლის გადაგდება მოგიწევთ, ყალბი კოსმეტიკით ჯანმრთელობაც შეიძლება დაიზიანოთ და მათი წყალობით დატოვებული შედეგის თავიდან აცილებისთვის ექიმი-დერმატოლოგების კონსულტაციაც კი დაგჭირდეთ. ალერგიული გამონაწარი, მუწუკები, კანის აქერცვლა, პიგმენტაცია და გაღიზიანება - ეს არის ფსევდო oxi, spa თუ lux კოსმეტიკის "ესთეტიკური" შედეგი. ყურადღებით გაეცანით ინფორმციას შეფუთვაზე, რადგან ცნობილი ბრენდები არა მხოლოდ პროდუქტის კარგ ხარისხზე ამახვილებს ყურადღებას, არამედ ადექვატურ შეფუთვაზეც. წინააღმდეგ შემთხვევაში, სიჩქარისა ან უყურადღებობის გამო Max Factor-ის ძვირადღირებული, წამწამების დამაგრძელებელი ტუშის ნაცვლად შეიძლება ხელში შეგრჩეთ რომელიმე გაურკვეველი მწარმოებლისა და შემადგენლობის Macfactor-ი.


ჩანთები და აქსესუარები


image

ქალის სიამაყე მისი ჩანთაა, რომელიც ხაზს უსვამს სტილსაც და სტატუსსაც. არ ღირს ლამაზ ბრენდულ ჩანთებზე სეზონური დიდი ფასდაკლებით თავის მოტყუება. პირველ რიგში დაყნოსეთ (!) ჩანთა - თუ რეზინისა და პლასტმასის უსიამოვნო სუნს შეიგრძნობთ, დარწმუნებული იყავით, რომ ცნობილი ბრენდის აქ არაფერია. აქსესუარების შეძენა შეკვეთით სჯობს, ან მწარმოებელი კომპანიის ფილიალებში.


იმისათვის, რომ გაიგოთ, როგორ განვასხვავოთ ნამდვილი ტყავი ხელოვნურისგან მაღაზიაშივე, გადადით ბმულზე.

image


ასევე დაგაინტერესებთ:


1. რასთან უნდა ვატაროთ ბოტასები და კედები - არ დაუშვათ შეცდომა, ეს ბევრმა არ იცის!

image


2. 7 შეცდომა ჩაცმულობაში, რომელიც ზედმეტ კილოგრამებს გმატებთ - გაითვალისწინეთ!

image


3. როგორ მივხვდეთ 2 წამში კომფორტული იქნება თუ არა ახალი ფეხსაცმელი - ეს ყველამ უნდა იცოდეს!

image


4. 5 რამ, რაც ფეხსაცმლის შეძენისას უნდა გავითვალისწინოთ - ეს ბევრმა არ იცის!

image

5. გამოიცანით რომელი ბიუსტჰალტერია ყველაზე ძვირი - მამაკაცებისთვის ნახვა აკრძალულია!

image






0
1999
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
1999
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0