x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ჩემოდნის ჩალაგების ეფექტური მეთოდები


image

ხშირად მივლინებებში, დასასვენებლად და სამოგზაუროდ წასვლისას, ვცდილობთ წავიღოთ ყველაზე აუცილებელი ჩასაცმელი და ნივთები, მაგრამ რაც არ უნდა შევამციროთ მათი რაოდენობა, მაინც რთულია საბოლოოდ ჩემოდნის ჩალაგება.

image

ვისაც გიყვართ მოგზაურობა, შეიძლება იცით ჩემოდნის ჩალაგების რამდენიმე შედარებით ეფექტური მეთოდი.

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც გამოგადგებათ გამგზავრების წინ, დაწყებული იქედან, როგორ ჩაალაგოთ მაისურები, დამთავრებული რეკომენდაციით, როგორ მოათავსოთ ნივთების მაქსიმალური რაოდენობა მცირე ზომის ჩემოდანში და დამალოთ ნივთები ფეხსაცმელში.

1. გამოიყენეთ თქვენი ფეხსაცმელი.

image

ფეხსაცმელი - მშვენიერი საშუალებაა გამოიყენოთ მისი თავისუფალი ადგილის ყოველი სანტიმეტრი.
შეახვიეთ საცვლები და წინდები და ჩადეთ ფეხსაცმელში ან ბოტასში. თავის მხრივ ფეხსაცმელი მოათავსეთ ცალკე ტომარაში ან პლასტიკურ ტომარაში. მოათავსეთ ფეხსაცმელები ჩემოდნის ძირზე.

2. დაიწყეთ ნივთების გადახვევა

image

ნივთების რულონებად გადახვევა ერთ-ერთი ყველაზე კარგი მეთოდია, რათა მოხდეს ადგილის ეკონომია და შემცირდეს ნაკეცების რაოდენობა ტანსაცმელზე.

3. ისწავლეთ ტანსაცმლის გადახვევის არმიის მეთოდი


image

ეს მეთოდი მოსახერხებელია მაისურებისათვის. მაისურის ორივე სახელო გადაკეცეთ შიგნით, ხოლო მაისურის ბოლო ოდნავ უკანა მხარეს შეკეცეთ. შემდეგ თითოეული გვერდი შიგნით ცენტრისკენ ერთმანეთს გადაადევით. გადაახვიეთ მაისური საყელოდან ბოლომდე. მაისურის ქვედა ნაწილის გადანაკეცი გადმოაფარეთ დახვეულ მაისურს.

4. როგორ მოვათავსოთ ნივთები მცირე ზომის ჩემოდანში

image


მოათავსეთ პერანგი ჰორიზონტალურად ჩემოდანზე ისე, რომ სახელოები გადმოკიდებული იყოს გარეთ. პერანგზე ზემოდან მოათავსეთ ჯინსი ისე, რომ შარვლის ორივე შტო დარჩეს გარეთ. გადაადეთ ზემოდან ერთმანეთზე პერანგის სახელოები და შარვლის შტოები და ყველაფერი ერთად გადაკეცეთ.

5. მოათავსეთ ნივთები ისე როგორც ფაილები საქაღალდეში

image

თუკი არ მოგწონთ ნივთების გადახვევა, გამოიყენეთ შევსების მეთოდი.
წარმოიდგინეთ ტანსაცმელები საქაღალდეში ჩალაგებულ ფაილებად. ყოველი მათგანი ჩააწყვეთ ვერტიკალურად. ასე თქვენ დაინახავთ ჩემოდნის გახსნისას თქვენს ყველა ნივთს ერთდროულად.

6. გამოიყენეთ ჰერმეტული პაკეტები

image

იმისათვის, რომ სხვადასხვა სახის ნივთი ერთად მოთავსდეს ჩემოდანში, გამოიყენეთ საშუალო ზომის საკვების პაკეტები.
გამოყავით კოსმეტიკა, თმის სამაგრები და აქსესუარები, მოათავსეთ ნივთები კატეგორიების მიხედვით ცალ-ცალკე პაკეტებში. მოათავსეთ პაკეტები ჩემოდნის წინა და გვერდით ჯიბეებში.

7. გამოიყენეთ ვაკუუმის ტომრები

image

დახვეული ან დაკეცილი ნივთები მოათავსეთ პაკეტში და პაკეტიდან ჰაერი გამოუშვით.

0
160
1-ს მოსწონს
ავტორი:ფიქრია ჯიქია
ფიქრია ჯიქია
160
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0