x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
მეექვსიმილიონე, მექვსემემილიონე, მე-6-მემილიონე - რომელია სწორი ფორმა...
image


ბოლო დღეებში სხვადასხვა მედიასაშუალებებში მოცემული რიგობითი რიცხვითი სახელი განსხვავებული დაწერილობით შეგვხვდა.


ეს სხვადასხვაობა გამოიწვია იმან, რომ მილიონსა და მილიარდს რიგობითი რიცხვითი სახელი იშვიათად ეწარმოება. ორთოგრაფიულ ლექსიკონში კი ეს ფორმა მოცემული არაა და ვერც იქნება, თუნდაც იმ მარტივი მიზეზით,

რომ ყოველი რიცხვითი სახელის რიგობითი ფორმის აღნუსხვა წარმოუდგენელია.


ასევე შეიძლება ითქვას, რომ რიგობითი რიცხვითი სახელის წარმოების წესი საერთოა და გამონაკლისი შემთხვევები არსადაა

მითითებული.


გავიხსენოთ რიგობითი რიცხვითი სახელის წარმოების და მართლწერის წესები :


რიგობითი იწარმოება რაოდენობით რიცხვით სახელზე მე-ე თავსართ-ბოლოსართების დართვით. ერთადერთი გამონაკლისია რაოდენობით რიცხვითი სახელი - ერთი, რომელიც რიგობითში ასეა გამოხატული - პირველი.


სიტყვიერად გამოხატული რიგობითი რიცხვითი სახელები ერთ სიტყვად იწერება.


შესაბამისად, ნათქვამის გათვალისწინებით ჩვენთვის საინტერესო რიცხვითი სახელის სწორი ფორმაა :


მეექვსიმილიონე...


იგივე შემთხვევაა მილიონი ათასით, რომ ჩავანაცვლოთ :


მეექვსიათასე...



რა თქმა უნდა ეს ყველაფერი საინტერესოა, თუმცა თუ ამ რიგობითი რიცხვითი სახელის სხვადასხვა ფორმა შეგვხვდა სხვადასხვა სივრცეში, ამისთვის ბევრს ყურადღება არც მიუქცევია... იმდენად ამაღელვებელი მომენტები დაფიქსირდა.

კადრები, რომელიც ნამდვილად ემსახურება საქართველოს პოპულარიზაციას, რაც იმედია გაამართლებს და მხოლოდ ლამაზ მცდელობად არ დაგვრჩება. . .


image




0
106
1-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
106
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0