x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
სიყვარული ფენ-შუის მიხედვით-რჩევები, როგორ მოვაწყოთ საძინებელი ისე, რომ ურთიერთობა ჰარმონიული იყოს
ფენშუი-ეს არი სწავლება, რომელიც საშუალებას გვაძლევს მოვაწყოთ ჩვენი საცხოვრებელი ისე, რომ მუდამ სიმშვიდე და ჰარმონია სუფევდეს. ეს ეხება, როგორც სამუშაო გარემოს, ასევე საძინებელასაც.

ფენ-შუის წესების გათვალისწინება არანაკლებ მნიშვნელოვანია წყვილის საძინებელშიც.

თუკი მოუსმენთ ფენ-შუის რჩევებს, მაშინ ურთიერთობა ბევრად სასიამოვნო და ჰარმონიული იქნება.

image


პირველ რიგში ოთახი დაშორებული უნდა იყოს საპირფარეშოდან, ასევე მის ახლოს არ უნდა იყოს კიბეები და სარკეები, რადგან ეს ყველაფერი ცუდი ენერგიის მატარებელია.

ოთახი უნდა იყოს აუცილებლად მართკუთხა.

საძინებელში დაუშვებელია წყლის სიმბოლოების არსებობა.

ასევე არ შეიძლება მრგვალი ფორმის ფანჯარა.

ფენ-შუის მიხედვით ყველაზე ცუდ ენერგიას სარკეები გამოყოფენ, ამიტომ ოთახში სასურველია საერთოდ არ იყოს, ან მხოლოდ მცირე ზომის.

ოთახი კარგად უნდა იყოს განათებული, მაგრამ სინათლე არ უნდა ეცემოდეს საწოლს.

საწოლი უმჯობესია კარიდან მარჯვენა კუთხეში იდგეს.

სასურველია ოთახში არც ერთი ძველი ნივთი არ გქვონდეს, მაგალითად: ანტიკვარი ავეჯი, ძველი ტანსაცმელი, ჟურნალ-გაზეთები და ა.შ.

ოთახში არსებულ ნახატებზე და ფოტოებზე არ უნდა იყოს გამოსახული მარტოხელა ადამიანი, ხეები, წყალი.

ფენ-შუის მიხედვით წყლის სიმბოლოები სიყვარულს კლავს.

შეეცადეთ ოთახში წვრილმანი ნივთები, მაგალითად ზარდახშა, სანთლები, ფოტოს ჩარჩოები გვქონდეს წყვილად.

ეს რჩევეი რთული გასაზიარებელი სულაც არ არის, თუმცა რამდენაც ამართელბს წარმოდგენა არ მაქვს.

რაც არ უნდა იყოს, ცდას წინ არაფერი უდგას!


0
228
2-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
228
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0