x
მეტი
  • 23.06.2017
  • სტატია:67132
  • ვიდეო:319893
  • სურათი:419036
დიდი ლიტერატურული კონკურსი - გახდი ბესტსელერის ავტორი

მაკარტი

გამომცემლობა "პალიტრა L"-ი 20 მარტიდან უნიკალურ სახალხო კონკურსს იწყებს - "გახდი ბესტსელერის ავტორი", სწორედ ასეთი მოწოდებით მიმართავს გამომცემლობა მწერლებს, რომლებსაც საკუთარი შემოქმედების ფართო მასებისთვის გაცნობა სურთ და ასევე მათ, ვისაც ჯერ არ აქვთ შექმნილი რომანი, თუმცა ამის ნიჭი აქვთ.


აღსანიშნავია, რომ კონკურსში მონაწილეობის მსურველები ჟანრში შეზღუდულები არ არიან. ნამუშევრებს ყველაზე ობიექტური ჟიური - თავად მკითხველი შეაფასებს.


დეტალებზე "პალიტრა L"-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი თინათინ ფეიქრიშვილი საუბრობს:


- გამომცემლობა "პალიტრა L"-ი ახალ, უნიკალურ ლიტერატურულ კონკურსს იწყებს, რომელშიც ჩართვა ნებისმიერ ლიტერატურის მოყვარულს შეუძლია - თითოეულ მონაწილეს აქვს შესაძლებლობა ბესტსელერის ავტორი გახდეს და საკუთარი ნაწარმოები მკითხველთა ფართო მასებს გააცნოს.


- საინტერესოა, კონკურსის მონაწილეები ნაწარმოების წარმოდგენისას ჟანრობრივად შეზღუდულები არიან? და აქვე, რა პრინციპით შეარჩევთ კონკურსანტებისგან მიღებულ ლიტერატურას?
- მოგეხსენებათ, 20 მარტიდან კონკურსი ოფიციალურად იწყება. დაინტერესებულ პირებს, შეუძლიათ 30 აპრილის ჩავლით შემდეგ ელ.მისამართზე: konkursi@palitra.ge საკუთარი ნამუშევრები გადმოაგზავნონ, რომელთა შეფასების პროცესში თავად მკითხველი ჩაერთვება.


მკითხველთან ერთად კონკურსს ზურგს კვალიფიციური ჟიური, ლიტერატურის ქომაგები გაუმაგრებენ. თუ აქამდე ყველა ლიტერატურულ კონკურსში, მხოლოდ ჟიურის შემადგენლობა წყვეტდა რომელი წიგნი გამოცემულიყო, ახლა ასპარეზს უშუალოდ მკითველებს ვუთმობთ. კონკურსის I ტური, აპრილის ბოლოს დასრულდება და გამომცემლობაში შემოსული ყველა ნაწარმოები (გამოგზავნილი უნდა იყოს ნაწარმოების დასაწყისი, 20-გვერდიდან 50 Word-ის გვერდამდე) პალიტრა L-ის საიტზე აიტვირთება, შემდეგ კი, 20 დღის განმავლობაში მათი გაცნობა და ხმის მიცემა მკითხველებს შეეძლებათ.


II ტურში ხალხის რჩეული ათი, ხოლო ჟიურის მიერ მოწონებული ხუთი ნაწარმოები გადავა. ბუნებრივია, ჟიურის შემადგენლობა საზოგადოებისთვის უცნობი იქნება, თუმცა ისინი ყველასთვის კარგად ნაცნობი ლიტერატორები და ლიტერატურის კარგი მცოდნეები არიან.


აღსანიშნავია, რომ მკითხველთა სწორედ მსგავსი ჩართულობით მსოფლიომ არაერთი ბესტსელერის ავტორი გაიცნო. მაგალითად თურქი მწერალი ელიფ შაფაქი, რომელმაც მსოფლიო აღიარება მალევე მოიპოვა. მისი წიგნები 40-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი და მწერალს უკვე უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს მსოფლიოს მასშტაბით.


მნიშვნელოვანია, რომ შაფაქი მუდმივად ეცნობა მკითხველთა სურვილებს და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ლიტერატურას სწორედ მათი რეკომენდაციის გათვალისწინებით ქმნის.


საბოლოოდ, ხომ თითოეული წიგნი მკითხველთა ფართო მასებისთვის იწერება? ამიტომ, დადგა დრო მსოფლიოს გამოცდილება ჩვენც გავიზიაროთ და ხალხს მივცეთ არჩევანის უფლება.


ჩვენი კონკურსის მიზანია ქართველმა მწერლებმა არამხოლოდ საქართველოს მასშტაბით, ქვეყნის ფარგლებს გარეთაც შეძლონ საკუთარი შემოქმედების პოპულარიზაცია, რაშიც, როგორც აღვნიშნე მედიაჰოლდინგი "პალიტრა" მაქსიმალურად დაეხმარება.


რაც შეეხება შეზღუდვებს, ჟანრში არავინაა შეზღუდული, უბრალოდ, ჩვენი დაკვირვებით, დღეს მკითხველებში თრილერისა და ფანტასტიკის ჟანრებია პოპულარული. ამ მხრივ კონკურსში მონაწილეებს გამომცემლობა პერიოდულად გარკვეულ რჩევებს შესთავაზებს.


- როგორც ზოგადად, კონკურსებისთვისაა დამახასიათებელი, პროექტში გამარჯვებულებისთვის საპრიზო ფონდი გამოყოფილია?
- ყველა კონკურსი გამარჯვებულებისთვის ძირითადად ერთჯერად საპრიზო თანხას აწესებს. ჩვენი კონკურსი კი რადიკალურად სხვა ფასეულობებზეა აგებული. ის ფინანსური დაინტერესება რაც მწერალს ექნება ერთჯერადი ნამდვილად არ არის.


დღეს საქართველოს მასშტაბით ძირითადად საზღვარგარეთული ლიტერატურაა მოთხოვნადი - თუ წლის განმავლობაში, დაახლოებით, 15.000-იანი ტირაჟით მსოფლიო ბესტსელერები იყიდება, ქართველი მწერლების ნაწარმოებების 500-იანი ტირაჟის გაყიდვას წლებიც კი სჭირდება, რა თქმა უნდა ერთეული გამონაკლისების გარდა.


კონკურსის მიზანია, რომ ის ნაწარმოებები, რომელიც ამ კონკურსში გაიმარჯვებს ისეთივე დიდი ტირაჟით გაიყიდოს, როგორც დღეს საქართველოში უცხოური ლიტერატურა იყიდება.


ასეთი ტირაჟით წიგნების გაყიდვა კი მწერლისთვის სტაბილურ ფინანსურ შემოსავალს გულისხმობს. პალიტრა l მაქსიმალურად შეეცდება შეუქმნას კონკურსში გამარჯვებულ ავტორებს ყველა პირობა, რომ მათ წიგნის დასრულება წარმატებით შეძლონ (გათვალისწინებულია ფინანსური ავანსიც). ბეჭდვის და გამოცემის შემდეგ გამომცელობა იზრუნებს წიგნისა და ავტორის პოპულარიზაციაზე როგორ საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.


კონკურსანტების შეფასებაში ხალხის მონაწილეობის მიღება აუცილებლად დაეხამრება მათ გაიგონ მკითხველის სურვილები, გემოვნება და შესაბამისად დაწერონ ისეთი რამ, რაც არამხოლოდ მკითხველთა მცირე წრეს, არამედ ათასობით გულშემატკივარს გაიჩენს.


- საბოლოოდ რამდენი გამარჯვებული ეყოლება კონკურსს?
- კონკურსი დაახლოებით ივნისში დასრულდება და 5 გამარჯვებული გვეყოლება, რომელთაგან 3-ს ხალხი აარჩევს, ხოლო 2-ი ჟიურის რჩეული იქნება. გამარჯვებულების ნაწარმოებებს პალიტრა L გამოსცემს და მის ბესტსელერად ქცევას მთელს ძალისხმევას მოახმარს.


რადგან კონკურსი სახალხოა, ნაწარმოები გამოცემამდეც კი მოიპოვებს პოპულარობას, რადგან მას უამრავი მკითხველი ეყოლება. გისურვებთ წარმატებებს!


კონკურსის პირობები:


I ტური
კონკურსის დაწყების თარიღი - 20 მარტი
საკონკურსო ნაწარმოებების შემოტანის ბოლო ვადა - 30 აპრილი (ნაწარმოების დასაწყისი უნდა გამოგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: konkursi@palitra.ge
ნაწარმოების სიდიდე - რომანის დასაწყისის 20-დან 50 Word-ის გვერდამდე 12-იანი sylfaen-ით.
ლიტერატურული ჟანრი- რომანი
თემატიკა - თავისუფალი
ხმის მიცემა დაიწყება 2 მაისიდან და გაგრძელდება 20 მაისის ჩათვლით.
ხმის მიცემაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.
ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება 1 ადამიანის მიერ 24 საათში ერთხელ ნებისმიერი საკონკურსო ნაწარმოებისთვის, რომელიც მკითხველს დააინტერესებს და მოეწონება.
22 მაისი - გამოვლინდება I ტურის გამარჯვებულები (მაქსიმუმ 15 კონკურსანტი: 10 ხალხის მიერ შერჩეული, 5 კი - კონკურსის ჟიურის)
23 მაისიდან დაიწყება II ტური, სადაც გამარჯვებულმა კონკურსანტებმა უნდა გამოგზავნონ უკვე გამოგზავნილი ნაწარმოების გაგრძელება 30-დან 60 Word-ის გვერდამდე.

საბოლოოდ 15 კონკურსანტიდან გაიმარჯვებს 5, რომელთაგან 3-ს ხალხი აარჩევს, ხოლო 2 ჟიურის რჩეული იქნება.


ავტორი: რუსა შელია

3
291
7-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
291
  
15 მარტი, 17:22
შეიძლება თუ არა აქ ატვირთული მასალა გადაიგზავნოს!?
0 1 3