x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
იცით, როგორი კომპლიმენტები უყვართ მამაკაცებს?
image


მამაკაცებს ნამდვილად უყვართ კომპლიმენტების მიღება, თუმცა ამას ყოველთვის არ

აღიარებენ. მათთვის შექება-ეს არის: მისი ღირსების გულწრფელი აღიარება, მისი უპი-

რატესობის დადასტურება, მისი უნიკალურობის დამტკიცება და რაც მთავარია, ნიშანი


იმისა, რომ მოგწონთ. ქალებს არასოდეს მობეზრდებათ მათი საოცარი ღიმილის, მშვენი-

ერი თვალების, ლამაზი ტუჩების შესახებ ქათინაურების მოსმენა. სუსტი სქესისგან გან-

სხვავებით, მამაკაცები ამგვარი კომპლიმენტების მიმართ გულგრილნი არიან. მათი აზ-

რით, ლამაზი თმა ან სანდომიანი პროფილი ბუნებისა და მშობლების დამსახურებაა და

აქ საამაყო არაფერია. მაგრამ თუ მათ კეთილშობილურ ქცევებს, არაჩვეულებრივ გონებ-

რივსა და განსაკუთრებულ ფიზიკურ შესაძლებლობებს შეაქებთ, ამით გულწრფელად

გაახარებთ. ამიტომ ხშირად გამოიყენეთ ასეთი ფრაზები: “მომწონს შენი მანერები",

“მაოცებს შენი ფიზიკური შესაძლებლობები", “აღტაცებული ვარ შენი საზრიანობით".

გახსოვდეთ, კომპლიმენტი გულწრყელად და ემოციურად უნდა ჟღერდეს. მამაკაცებს

შექება ჰაერივით სჭირდებათ და უფრო ნასიამოვნები რჩებიან, თუ მათ სხვების თანდა-

სწრებით აქებენ.

0
170
8-ს მოსწონს
ავტორი:დათო შაროვი
დათო შაროვი
170
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0