x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134370
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
8 ნიშანი, იმისა რომ მამაკაცს აღარ უყვარხართ!

როდესაც ქალი საყვარელი მამაკაცისგან ინერტულ დამოკიდებულებას გრძნობს, იწყებს იმაზე ფიქრს, სად დაუშვა შეცდომა, რა არ გააკეთა სწორად, რატომ შეიცვალა მამაკაცი მის მიმართ?
სიყვარული არ ქრება ერთი ხელის მოსმით, ეს პროცესი თანდათან მიმდინარებს და ხშირად წყვილი ვერც კი ხვდება, იქამდე სანამ ურთიერთობის დასრულების საკითხი არ დადგება.
მამაკაცებს ყოველთვის ემჩნევათ, როდის ცივდებიან ქალის მიმართ და კარგავენ იტერესს.
გთავაზობთ ჩამონათვალს, რა შემთხვევაში უნდა “შემოვკრათ განგაშის ზარი”, თუკი საყვარელი მამაკაცის დაკარგვა არ გვინდა:


image

1. აღარ გესაუბრებათ.
თუ უკვე საკმაო ხანია თქვენს შორის გულწრფელი საუბარი არ ყოფილა და მამაკაცი აღარ ინტერესდება თქვენი ცხოვრებით, ან უბრალოდ ერთად ზიხართ, მაგრამ სალაპარაკო თემა არ გაქვთ, ე.ი ყველაფერი ცუდადაა და თქვენს ურთიერთობას დასრულება ელის.

2. შეწყვიტა თქვენთვის სიურპრიზების კეთება

ნებისმიერი ნორმალური კაცი, როცა ქალი უყვარს მასზე შთაბეჭდილების მოხდენას ცდილობს, ანებივრებს საჩიქრებითა კომპლიმენტებით, არ ავიწყდება არც ერთი დღესასწაულის მილოცვა, გამოხატავენ სითბოსა და მზურნველობას.
როცა ამ ყველაფრის კეთებას წყვეტს, დიდი ალბათობით მას ქალის მიმართ ინტერესი გაუქრა.

3.არა აქვს დრო თქვენთვის

ყოველთვის ცდილობს რაიმე მოიმიზეზოს, იმისთვის რომ თქვენთან ნაკლები დრო გაატაროს, სახლში გვიან მოვიდეს. როგორც წესი ასეთ დროს სამსახურის საქმეებს ან გაუთვალისწინებელ შემთხვევებს იმიზეზებენ ხოლმე.

4.უმიზეზოდ ღიზიანდება.

მამაკაცს არ შეუძლია ქალს სერიოზულად გაუბრაზდეს, როცა უყვარს, მითუმეტეს უმიზეზოდ.

5.”დახურული კარი”

თუკი ადრე მისი ცხოვრების და გულის კარი თქვენთვის ყოველთვის ღია იყო, ახლა კი პირიქით, ცდილობს ყველაფერი დაგიმალოთ, არ ჩაგახედოთ თავის საქმეებში, ე.ი გრძნობა გაცივდა, სულ არ არის აუცილებელი ასეთ დროს ვიფიქროთ, რომ სხვა ქალი ჰყავს, მიზეზი შეიძლება გრძნობების შეცვლა იყოს, მას უბრალოდ თქვენთან გულწრფელობა აღარ სურს.


6.ფიზიკური კონტაქტის ნაკლებობა

სიყვარული მხოლოდ სექსი არ არის, ცხადია მის გარეშე სრულყოფილი ცოლ-ქმრული ცხოვრება წარმოუდგენელია, მაგრამ როცა თქვენს შორის უბრალო ალერსი, მოფერება და კოცნაც კი აღარ არის, ე.ი რაღაც შეიცვალა და თანაც ცუდისკენ.

7. აღარ ცდილობს თქვენს სულიერ სამყაროსთან კონტაქტს

თქვენ შეიძლება იყოთ ბედნიერი ან დამწუხრებული, მაგრამ იგი აღარ გამოხატავს სურვილს განუგეშოთ ან თავისი ემოციები გაგიზიაროთ. სულ უფრო და უფრო ითავისებს პრინციპს:
“შენ შენი ცხოვრება, გაქვს და მე ჩემი.” ასეთ დროს ურთიერთობა გაუსაძლისი ხდება.

8.წყვეტს თქვენზე ზრუნვას

ყველაზე მეტად რასაც ქალი მამაკაცისგან ითხოვს-მზრუნველობაა. როდესაც მამაკაცი ელემენტარულადაც აღარ ცდილობს თქვენს მიმართ მზრუნველობა გამოიჩინოს, მაგ: დაგეხმაროთ პროდუქტებით სავსე ჩანთების სახლში მიტანაში, ბავშვის მოვლაში და ა.შ
ეს გრძნობების გაცივებისკენ მიუთითებს.




2
436
2-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
436
  
2017, 14 მარტი, 20:11
ხო, მართალი ხარ :)
2017, 14 მარტი, 18:04
ყველა ფაქტორს ვეთანხმები, ასეა ნამდვილად მე–2 გარდა, სიურპრიზები კი ახასითებთ, მაგრამ თარიღები მამაკაცებს ყოველთვის ავიწყდებათ :))) ეს მხოლოდ ქალებს გვახასიათებს ყველა თარიღის და დეტალის დამახსოვრება.
0 1 2