x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
დაივიწყე ცელულიტი. მალამო, რომელიც სამზარეულოში ყველას მოეპოვება

image
უკვე დგება ზაფხული და გეშინია ფეხების გაშიშვლების? მარტო შენ არ ხარ ასე. ქალთა 80% ცელულიტს უჩივის. მათ შორის არიან მოხდენილი მოდელები: კიმ კარდაშიანი და სიენა მილერი. ბევრი პროდუქტი და გიჟური ვარჯიში - დიეტებიდან მწვანე ჩაიმდე - ცხიმისმწველი "შორტები" - ეს ყველაფერი ერთმანეთს ეცილება ფორთოხლის კანთან ბრძოლაში. თუმცა ერთი კარგი ცპეციალისტის რჩევას თუ დავუჯერებთ, კანის მოვლისთვის გვაქვს იაფი და ეფექტური საშუალება. მას სულ ორი ინგრედიენტი სჭირდება და ისიც სამზარეულოში მოგვეპოვება. კანის თერაპევტი ნატალია რობინსონი, რომელსაც უამრავი ასეთი პაციენტისთვის უმკურნალია, გვიმხელს, რომ იყენებს ნიღაბს -Manuka"-ს, რომელიც ყველაზე ეფექტურია ფორთოხლის კანის ღრმულების სამკურნალოდ.

ასეთი უბრალო მალამოს განხილვისას, ის ირწმუნება, რომ "ფეხის მასაჟი თაფლით აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ხელს უწყობს ლიმფურ ნაკადს. სოდა კანს აქერცლავს, ხოლო თაფლი ამშვიდებს და ატენიანებს. "თაფლი არის ბუნებრივი გზა, რომელიც ასუფთავებს კანს და ხელს უშლის ცელულიტის გაჩენას ისე, რომ არ აბინძურებს ორგანიზმს ტოქსინებით და ქიმიური ნივთიერებებით, რომლებიც სხვა ბევრ კანის მოვლის საშუალებებშია".

ნატალია გვასწავლის, თუ როგორ გავიკეთოთ ეს ნიღაბი სახლში: "აიღეთ ერთი ჩაის კოვზი თაფლი და ერთი ჩაის კოვზი საჭმელი სოდა, აურიეთ პატარა თასში, ან ასრისეთ ხელში(ეს შეგიძლიათ პირდაპირ სააბაზანოში გააკეთოთ დაბანის წინ), შემდეგ დაუმატეთ ძალიან ცოტა წყალი, რომ სისქე გაათხელოთ და ინტენსიურად დაიზილეთ ფეხები, მუცელი, ხელები 2 - 3 წუთის განმავლობაში, სანამ კანი არ შეგვიწითლდება. მერე წავისვათ მალამო ფეხებზე(შიდა მხარესაც და მთლიამად ბარძაყებზე) და 4 - 7 წუთის განმავლობაში ვუტყაპუნოთ ბარძაყები, თითქოს ტაშს ვუკრავთ". ნატალია გვარწმუნებს, რომ ეს საშუალება სისხლის მიმოქცევასაც აუმჯობესებს და ჩვენს ცელულიტიან ფეხებს ლამაზ შესახედაობას აძლევს. "ოღონდ გვაფრთხილებს, რომ ზედმეტად არ დავიზილოთ, რათა არ დავიზიანოთ კაპილარები".

წონის კლების საიდუმლო - ექსკლუზიური ნაწყვეტი ამელია ფრეერის წიგნიდან. დიეტა შეზღუდვების გარეშე


რას გვთავაზობენ ბრენდები? - ეს დავიმსახურეთ?

0
690
3-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
690
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0