x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ჟურნალისტი ელისო კილაძე: " ჩემ შვილს დაკავებისას ორი პაკეტი ჩაუდეს!"
image
''დაკავებისას რაღაც ორი პაკეტი ჩაუდეს. არ მისცეს ზარის განხორციელების უფლება, ჩხრეკას არ დაასწრეს არავინ. ნარკოლოგიურის ექიმმა ვიზუალური დათვალიერებით ნარკოტიკული თრობა გამორიცხა, რაკი მოწმეებზე უარი უთხრეს, შარდის ანალიზი არ ჩააბარა. ადვოკატის მისვლის მერე თავად მოითხოვა და ჩააბარა ანალიზი ორჯერ. ორჯერვე სუფთა იყო-მესამე ანალიზისთვის გაგზავნილია ექსპერტიზაზე. ორი პაკეტი არის რაღაც ფხვნილი და აბები. ექსპერტიზა ჯერ არ ჩატარებულა, ამიტომ სრულიად გაუგებარია, რატომ დაიწყეს გამოძიება 260-ე მუხლით. მადლობელი ვარ, რომ ციანიდი არ ჩაუდეს, არც კიევი-თბილისის ბილეთი ჰქონდა. ვიცი რა ბრძოლაშიც ვიყავი, ველოდი, მე და ჩემს შვილს ამ თემაზე ხშირად გვილაპარაკნია. მხნედაა-მზადაა ბრძოლისთვის. p.s. ორივე ინფორმატორის ვინაობა ვიცი, ვიცი როგორ დაიგეგმა და მზადდებოდა "სპეცოპერაცია" რატომ იყო ის უბანი დილიდან პოლიციელებით სავსე.'' - ამის შესახებ ჟურნალისტი ელისო კილაძე, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს.

image


გუშინ საღამოს საბურთალოს ტერიტორიაზე, ჟურნალისტ ელისო კილაძის ვაჟი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ჟურნალისტმა, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა :'' ჩემი უფროსი შვილი საბურთალზე დაკავებულია-ამ წუთას შემატყობინა უცნობმა პირმა. ვეძებ ადვოკატთან ერთად ! შსს ვითხოვ ინფორმაციას -სადაა გადაყვანილი და ვინ დააკავა!!! '' - წერს ელისო კილაძე.



image


როგორც ჩანს, თავდაპირველად, კილაძემ არ იცოდა შვილის ადგილსამყოფელი. თუმცა, მან ზუსტად იცის, რატომაც დააკავეს მისი შვილი, ეს უკავშირდება პოლიციის მთავრ სამართველოში არსებულ დანაშაულებრივი სიტუაციის გამოვლენას. ელისო კილაძემ ''ქრონიკა+''-ის ვებ გვერდზე, რამდენიმე დღის წინ სტატია განათავსა. სადაც, ასევე წერს რომ მის მოსყიდვას ცდილობდნენ. "ეს არის მასალა რომელიც ორი კვირის წინ პოლიციის მთავარ სამმართველოზე დავწერე, ორი კვირის თავზე ჩემი შვილი ამ ნაბიჭვრების მძევალია, ნინო ჯღარკავას ძმის ჩათვლით !!!! გააზიარეთ !!!!"- წერს კილაძე.image
ელისო კილაძის ვაჟს 260-ე მუხლის I ნაწილის დარღვევას ედავებიან. კილაძე ასევე საუბრობს, მისი შვილის დაკავების სხვა მიზეზებზეც: '' წუხელ ნათია მღებრიშვილის და მისი მეუღლის წინააღმდეგ გენინსპექციას მივმართე, როცა ბათუმელ ჯიმის დასცინოდნენ, 20-ში პროცესი მაქვს ეკა ბესელიასთან, 21-ში ზვიად ჯანყარაშვილთან. შსს -ს მღებრიშვილების მყისიერი რეაქცია-ჩემი შვილი დაკავებულია! გიკვირთ?!''image
სასამართლოში მისულ მშობელს დიდი ხნის განამვლობაში არ უშვებდნენ შვილის სანახავად. არც ადვოკატს მისცეს მისი ნახვის უფლება. შემდეგ კი, როგორც თავად ჟურნალისტმა გაარკვია, სავარაუდოდ, მის შვილს ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს. რასაც ნარკოლოგიური ტესტი ადასტურებს, დაკავებულს მსგავსი ტესტი ორჯერ გაუკეთეს და ნარკოტიკების მოხმარება არ დაუდასტურდა. თვითმხილველთა ცნობით, ელისო კილაძის ვაჟი დაკავებისას სცემეს : ''ახლა მწერს თვითმხილველი-დაკავებისას ჩემი შვილი ნაცემია, დაკავებისას მანქანა დააჯახეს.გადატანილი აქვს უმძიმესი ოპერაცია თავზე. სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს ვთხოვ მოვიდნენ !!!
დაკავებისას ყვიროდა რომ მას რაღაც შეკვრა ჩაუდეს !!! ჩხრეკას იქ მყოფები არ დაასწრეს !!!!!'' - წერს ჟურნალისტი.image
ელისო კილაძე დანებებას არ აპირებს და საკუთარი შვილის თავისუფლებისათვის ბოლომდე იბრძლოებს. მან მოქალაქეებს პოლიციის მთავარ სამმართველოსთან შეკრებისკენ მოუწოდა: " ვისთვისაც სულერთი არაა ჩემი და თქვენი შვილების ბედი, ორ საათზე გელოდებით ქ.თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან. იქ გეტყვით ჩემს სამოქმედო გეგმას."



image




იხილეთ აგრეთვე:

ცოტნე გამსახურდია: "ამათ პრემიების აღების და ბიძინას ხეების ტარების მეტი მართლა არაფრის ტრ...ი არა აქვთ! "

0
471
7-ს მოსწონს
ავტორი:ნინო დვალაშვილი
ნინო დვალაშვილი
471
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0