x
მეტი
  • 12.05.2024
  • სტატია:134731
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508930
პროდუქტი,რომელიც რადიაციას ებრძვის. სასარგებლო ნივთიერებების ,,საბადო"
image

ალბათ ბევრი გსმენიათ მწყრის კვერცხის სარგებლიანობაზე, მაგრამ სახელდობრ რითაა ეს პროდუქტი სასარგებლო ჩვენი ორგანიზმისთვის?

თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ მწყრის კვერცხის მიღება უმად სჯობს.
ეს პატარა კვერცხი ვიტამინების და სასარგებლო ელემენტების ნამდვილი საბადოა, ქათმის კვერცხთან შედარებით ის დიდი რაოდენობით შეიცავს A, B1, B2 და D ვიტამინებს და 5-ჯერ მეტ კალიუმს, ფოსფორს და რკინას, მდიდარია შეუცვლელი ამინომჟავებითაც.
მწყრის კვერცხის მიღება აუმჯობესებს თავის ტვინის მუშაობას, კანის ფერს, დაბლა სწევს ქოლესტერინის დონეს სისხლში, აქვს ანტიბაქტერიული მოქმედება, აძლიერებს იმუნიტეტს.რეკომენდებულია ანემიის, თავის ტკივილის, ასთმის და გასტრიტის დროს. ახდენს წნევის ნორმალიზებას და აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას.

image

ქათმის კვერცხისგან განსხვავებით, სალმონელათი დასნებოვნება მწყრის კვერცხით პრაქტიკულად გამორიცხულია. უნდა აღინიშნოს, რომ თავად მწყრის სხეულის ტემპერატურა +42°-მდე აღწევს, ამიტომ ინფექცია ფრინველის სხეულზევე ნადგურდება.
მწყრის კვერცხის კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ არათუ არ იწვევს ალერგიას, ებრძვის კიდეც ალერგიის გამომწვევ მიზეზებს, რადგან შეიცავს ოვომუკოიდს, რომლის საფუძველზეც ხდება ანტიალერგიული პრეპარატების დამზადება.

და ყველაზე მნიშვნელოვანი-თუ რადიაციული დასხივება მიიღეთ, ან მაღალი რადიაციული ფონით გამორჩეულ გარემოში გიწევთ ყოფნა აუცილებლად მიირთვით მწყრის უმი კვერცხი. მას არამარტო გამოაქვს რადიოაქტიური ნუკლეოიდები, არამედ ეხმარება ორგანიზმს და აძლიერებს მის მედეგობას რადიაციის მიმართ. თუ ეკოლოგიურად დაბინძურებულ გარემოში ცხოვრობთ, ჩართეთ რაციონში მწყრის კვერცხი. მიირთვით ყოველდღე 2 ცალი.


image

სასარგებლო შიგთავსის გარდა არანაკლებ სასარგებლოა ნაჭუჭიც, რომელიც ადვილადშეთვისებადი კალციუმის გარდა კიდევ 26 სასარგებლო ელემენტს შეიცავს. მათ შორის აღსანიშნავია:რკინა, ფტორი, მარგანეცი, მოლიბდენი, ფოსფორი, თუთია, კრემნიუმი და სხვ. განსაკუთრებით გამოირჩევა მოლიბდენი და კრემნიუმი, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურ რაციონში ძალზე მწირი რაოდენობითაა და რომელთაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ ორგანიზმში მიმდინარე ბიოქიმიურ პროცესებში. შეგიძლიათ ნაჭუჭი დანაყოთ და საკვებს დაუმატოთ. გვერდითი მოვლენები და ზედოზირება არ გააჩნია.

0
370
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
370
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0