x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
როგორ ემზადება " როსტოველი მზეთუნახავი" მსოფლიო ჩემპიონატზე მასპინძლობისთვის(+ საოცარი ფოტოალბომი)

image
ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმაა პრობლემებზე, რომელიც შეიძლება 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატს მოჰყვეს, რადგან ის რუსეთში უნდა ჩატარდეს. ამის გამო რუსი მასპინძლები შეეცადნენ ეჩვენებინათ თავიანთი დადებითი მხარე, როცა მანჩესტერ იუნაიტედის გუნდი ჩავიდა რუსეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ როსტოვში. ყოფილმა "მის რუსეთმა" ვიქტორია ლოპირევამ მათ საუცხოო გიდობა გაუწია და დაათვალერებინა როსტოვის სტადიონი, რომელიც შენდება და 35 000 კაცს დაიტევს. აქ ჩატარდება 5 ჯგუფური მატჩი უკანასკნელი 16 წლის მანძილზე.

33 წლის ტელეწამყვანი და მოდელი ლოპირევა, მსოფლიო ჩემპიონატის ელჩად გვევლინება და თვლის, რომ ეს ჩემპიონატი იქნება ახალი საშუალება, მსოფლიომ სხვა თვალით შეხედოს მის სამშობლოს, რუსეთს. "გვინდა, რომ ხალხმა დაინახოს რუსეთის მეგობრული, გაღიმებული სახე, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ისტორიული მომენტია რუსეთისთვის და ჩემი მშობლიური ქალაქის, როსტოვისთვის. აქ ძალიან ღელავენ, გულდასმით ემზადებიან და იმედოვნებენ, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის. ჩვენ უკვე გვაქვს გამოცდილება, როცა ოლიმპიური თამაშები ჩატარდა და ახლაც უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად იქნება დაცული. თითოეულ ადამიანს სურს სამზადისში მონაწილეობის მიღება. გვინდა, რომ ყველას გავაგებინოთ, რომ რუსეთი მარტო მოსკოვი და სანკტ-პეტერბურგი არ არის. ზუსტად ამიტომაა, რომ ჩემპიონატი ქვეყნის 11 ქალაქში ტარდება. ვაპირებთ, სტუმრებს მაღალი დონის მიღება მოვუწყოთ, ისეთი, რომ ყველამ ისიამოვნოს არა მარტო ფეხბურთით, არამედ ასევე კულტურული ღირსშესანიშნაობებით, გემრიელი საკვებით და ყველაფრით, რისი შეთავაზებაც შეგვიძლია".

ვიქტორია დაიბადა 1983 წელს როსტოვში. წარმატებით დაამთავრა რუსეთის ეკონომიკური უნივერსიტეტი, სამოდელო კარიერა 1999 წელს დაიწყო. 2001 წელს გახდა "როსტოველი მზეთუნახავი" (გაიმარჯვა ადგილობრივ სილამაზის კონკურსში), 2003 წელს კი გახდა "მის რუსეთი".imageimageimageimageimageimageimageimageimageimage

აღდგება თუ არა პიტის და ჯოლის ოჯახი? რა ხერხებით ცდილობს ენჯი ქმრის დაბრუნებას


აბბი კლენსის ვნებიანი ფოტოსესია - ცოტა რამ მოდელის შესახებ


"იყიდება ბეჭედი, რომელსაც სატანა ატარებდა"


ცუდი სიახლე მელოტი მამაკაცებისთვის

1
729
3-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
729
  
2017, 13 მარტი, 18:50
მე არ მიმასპინძლებს?
0 1 1