x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134056
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
ცუდი სიახლე მელოტი მამაკაცებისთვის

image
მეცნიერები გვაფრთხილებენ: თმის ცვენის საწინააღმდეგო წამლების გამოყენება მამაკაცებში ერექციულ დისფუნქციას იწვევს.

ასევე გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ვინც ხმარობს თმის ზრდის მოსამატებელ პოპულარულ პრეპარატებს, უძლურობას უჩივიან.

ბევრი მათგანი, ვინც ასეთ წამლებს იღებდა, ჩიოდა, რომ ვერ აღწევდა ერექციას იმის მიუხედავად, რომ პრობლემის მოსაგვარებლად "ვიაგრა" დაუნიშნეს.

ექსპერტები ამბობენ, რომ ფინასტერიდის მიღება ბევრად უფრო სახიფათოა, ვიდრე დიაბეტი, მაღალი წნევა და მოწევა. პრეპარატი, რომელიც იყიდება დასახელებით "პროპეცია" (Propecia) ამცირებს პროსტატის ანტიგენის დონეს. ის იხმარება მამაკაცებში თმის ცვენის სამკურნალოდ. ფეიბერგის უნივერსიტეტის მკვლევარმა სტივენ ბელნეპმა განაცხადა: "ის მამაკაცები რომლებიც იღებენ ფინასტერიდს ან დუტასტერიდს აუცილებლად დადგებიან ერექციული დისფუნქციის წინაშე და ეს რამდენიმე თვიდან შეიძლება წლობითაც გაგრძელდეს". ეს ორივე პრეპარატი მამაკაცური ჰორმონების ბლოკატორებად გვევლინება. თმის ცვენის საწყის ეტაპზე მამაკაცებს ენიშნებათ პრეპარატი "Proscar".

გამოკვლეული იქნა 11 909 მამაკაცი მათგან 1, 4 %-ს ერექციული დისფუნქცია საშუალოდ 1348 დღეს გაუგრძელდა. რაც უფრო ხანგძლივად მიიღებთ ამ პრეპარატებს, იმპოტენციის რისკი მეტად იმატებს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მათი მიღება 42 წლის ასაკამდე 4, 9 - ჯერ უფრო მეტად აყენებს თქვენს ჯანმრთელობას რისკის ქვეშ.

გასულ კვირას კი თურქმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს კვლევის შედეგები, სადაც აღნიშნავენ, რომ სისხლის ჯგუფს ენიჭება დიდი მნიშვნელობა ამ საკითხში. კერძოდ კი, მათ, ვისაც აქვს A ან B ჯგუფის სისხლი, ოთხჯერ უფრო მეტად ემუქრებათ იმპოტენცია, ვიდრე O -ს. (O- I ჯგუფია, A-II, ხოლოB- III.)

როგორც ჩანს დასკვნები ყურადსაღებია, რადგან მამაკაცების ნახევარზე მეტს აქვს A და B ჯგუფის სისხლი.

როგორ მივიღოთ "შერლოკის" მსგავსი სუპერ ჭკვიანი მეხსიერება 40 დღეში


რატომ მოაჭრა ქალმა ქმარს "მამაკაცური ღირსება"



"იისფერი რენესანსი"- ფლორენციის ახალი სუპერსტადიონი


კენდის სვეინპოლმა თამამი ფოტოსესია გამართა (+ ფოტოები)

0
427
2-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
427
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0