x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"იისფერი რენესანსი"- ფლორენციის ახალი სუპერსტადიონი

image
ფიორენტინამ ახალი სტადიონის გეგმა წარმოადგინა, რომელიც იმედოვნებენ, რომ დასრულებული სახით 2021-22 წლის სეზონისთვის ჩაბარდება. სტადიონი 40 000 კაცს დაიტევს, პირველი რიგი 7 მეტრის დაშორებით იქნება. პროექტი 420 მილიონი ევროს ღირებულებისაა და ფლორენციის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში აშენდება, რომელშიც განთავსდება სავაჭრო ცენტრი, სასტუმრო და რესტორანი.

ახლანდელი მოქმედი სტადიონი 1931 წელსაა აშენებული და ორჯერ უმასპინძლა მსოფლიო ჩემპიონატს, 1934-სა და 1990 წლებში.

"ეს ჩვენთვის ისტორიული დღეა - ამბობს "ფიორენტინის" მფლობელი ანდრეა დელა ვალლე. ეს პროექტი ცხრა წლის წინ დაიწყო და კიდევ 4-5 წელს გასტანს. მე ამას იისფერ რენესანსს დავარქმევდი. გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ პირველი აგური უკვე დადებულია, რაც იმას ამტკიცებს, რომ დელა ვალლეს ოჯახი მჭიდრო კავშირშია იტალიურ ფეხბურთთან და ფლორენციასთან". აღსანიშნავია, რომ მშენებლობა 2019 წელს დაიწყება და ორ წელს გასტანს. კლუბი ისევ ეძებს ინვესტორებს, მაგრამ იმედოვნებენ, რომ საჭირო თანხების მოძიება მალე მოხდება.

პრეზენტაციისას თავისი აღფრთოვანება ვერ დამალა ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ - "ჩვენ დავადექით გზას, რომელიც მიიყვანს ფლორენციას ახალ სტადიონთან, ეს განსაკუთრებული, საზეიმო ადგილი იქნება".

"სტადიონი არ იქნება როგორც ტაძარი უდაბნოში: მოხდება ქალაქის ჩრდილო - დასავლეთი ნაწილის რეკონსტრუქცია. ახალი აეროპორტიდან გაკეთდება რკინიგზა. ტრამვაის ხაზი და ველობილიკები, ახალი ავტომაგისტრალი და გაყვანილობები.

"არავის უზრუნია სტადიონისთვის ასე, როგორც დელა ვალლესებს, რის გამოც მე მათი მადლიერი ვარ. ჩვენ ასევე შევქმნით 3400 სამუშაო ადგილს. ათბალიანი სისტემიდან ამ ყველაფერს მე 9 ქულას მივანიჭებდი". imageimageimage
imageimageimage

რა პასუხი გასცა "პარტიზანის" აცრემლებულმა თავდამსხმელმა სერბ "რასისტებს"


ეს ზღაპარი არაა, პირველ მფრინავ ავტომობილს მომხმარებელი 2018 წელს მიიღებს(+ ფოტოგალერეა)


შეიქმნა ულამაზესი გასაბერი სახლი, რომელსაც სადაც გინდა წაიღებ

0
112
3-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
112
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0