x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134385
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ტელეფონით უკვე ნამდვილი კოცნის გაგზავნა შეიძლება

სიყვარული შორ მანძილზე ადვილი არ არის. მაგრამ, წარმოიდგინეთ, რომ არის ისეთი გაჯეტი, რომელიც საყვარელ ადამიანთან დაახლოებაში დაგეხმარებათ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის მსოფლიოს მეორე კუთხეში იმყოფება.


image


ლონდონის უნივერსიტეტის Imagineering Lab ლაბორატორიის მეცნიერებმა შექმნეს აპარატი, რომელიც სმარტფონს კოცნის მანქანად აქცევს.
გამოგონებას Kissenger Gadget ჰქვია და მისი საშუალებით, ადამიანის ტუჩების და ლოყის შეგრძნება შეიძლება. ეს, რა თქმა უნდა, იმიტაცია არის, რომელიც სპეციალური სენსორებით ხორციელდება.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ აპარატით მხოლოდ მსუბუქი კოცნის გაგზავნა შეიძლება.


image


მოწყობილობა რომ გამოიყენოთ, ის სმარტფონს უნდა შეუერთოთ. ამის შემდეგ, აპარატი უკვე თვითონ ამყარებს კავშირს შეტყობინების გაცვლის მობილურ აპლიკაციასთან.
როდესაც ადამიანი კოცნის სილიკონის ოვალურ გაჯეტს, მაღალი სიზუსტით ხდება ტუჩების ზეწოლის განსაზღვრა, მასში არსებული სენსორების მეშვეობით და მისი ინტერნეტით გადაცემა მეორე ადამიანისთვის, რომელსაც მსგავსი აპარატი აქვს სმარტფონზე მიერთებული.
სამწუხაროდ, სილიკონის ზედაპირი ცივი არის და მას ადამიანის სითბოს და გრძნობების გადაცემა არ შეუძლია.


image


ჯერ-ჯერობით მოწყობილობა ტესტირებას გადის და მისი ფასი, ამ ეტაპზე, ცნობილი არ არის.
როგორც მოწყობილობის გამომგონებლები ამბობენ, სენსორებით გადაცემული კოცნის შეგრძნება, ძალიან რეალური არის.

image

თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image* NOKIA ბაზარზე ბრუნდება

* iPhone 7 – რევოლუცია მობილურების ბაზარზე

* ექსტრემალური შემთხვევები და მობილური ტელეფონების ფუნქციები

* მობილური ტელეფონები ახლა და 20 წლის წინ. როგორ შეიცვალა ჩვენი ცხოვრება

* პირველი ტელეფონი 1 200 – 1 400 წლის წინ გამოიგონეს

0
184
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
184
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0