x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352391
  • სურათი:508418
კონკურსის "გახდი ბესტსელერის ავტორი" დეტალები ოთარ ჯირკვალაშვილის წიგნის პრეზენტაციაზე გახდება ცნობილი
image

ლიტერატურული პრემია "საბას" ლაურეატ ოთარ ჯირკვალიშვილის პროზაული კრებულის "ლაზარეს" პრეზენტაცია 11 მარტს 18:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება.


კრებული 2016 წელს "საბას' ლაურეატი გახდა საუკეთესო ელექტრონული წიგნის
კატეგორიაში. ეროვნულ ბიბლიოთეკაში "ლაზარეს" პრეზენტაციას გაუძღვებიან და
დისკუსიას წარმართავენ მწერალი ლაშა ბუღაძე, პოეტი პაატა შამუგია და ლიტერატურული კრიტიკოსი ლექსო დორეული.

"არაჩვეულებრივი პროზაული კრებულია "ლაზარე", არატიპიური, არასტანდარტული.
არა ის, რასაც მკითხველი ქართულმა მწერლობამ შეგვაჩვია. შენც (მკითხველი) აქტიურად უნდა ჩაერთო საქმეში და გაფაციცებით ადევნო თვალყური, რამე არ გამოგეპაროს. რადგან შეიძლება შუა თხრობაში ავტორმა შენ მოგიგდოს სიტყვა და უცებ აღმოჩნდეს, რომ მკითხველი წერს. ან შეიძლება რომელიმე პერსონაჟმა შეცვალოს ავტორი და ახლა ის განაგრძობდეს თხრობას. ნუ დაინანებთ დროს, თუკი ხელმეორედ დაგჭირდათ ზოგიერთი აბზაცის წაკითხვა. ღირს ამად!


ეს ერთიანი, ერთმანეთზე დამოკიდებული და ერთმანეთიდან გამომდინარე, დალაგებული, მთლიანი ამბავია იმაზე, რაც ოდითგან ხდებოდა და დღემდე ხდება ჩვენს თავს", - ასე აფასებს წიგნს მისი რედაქტორი მიშა რატიანი.

"ოთარ ჯირკვალიშვილი არ წერს და არც უნდა, რომ წეროს ლიტერატურა, რომელიც ერთი ამოსუნთქვით იკითხება. მისი ტექსტების წასაკითხად, მეტაფორულად რომ ვთქვათ, ბევრი ამოსუნთქვის გაკეთებაა ხოლმე საჭირო", - ამბობს წიგნის შესახებ
პოეტი შოთა იათაშვილი.

ოთარ ჯირკვალიშვილი 1981 წლის 7 ნოემბერს ქალაქ ონში დაიბადა. გარკვეული
პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდა ცხინვალში. თუმცა გასული საუკუნის 90-იან წლებში რეგიონში დაწყებული შეიარაღებული კონფლიქტის გამო, დედ-მამასა და დასთან ერთად სახლ-კარი დატოვა და იძულებით გადმოვიდა თბილისში. მ ჯირკვალიშვილის მოთხრობები ავტორის საოცარი გაბედულებითა და ინდივიდუალიზმით გამოირჩევა. ნაწარმოებში წინ წამოწეულია რელიგიისა


და პოლიტიკის თემატიკა, საქართველოსთვის ყველა დროის მნიშვნელოვანი საკითხები.

11 მარტს დაგეგმილი პრეზენტაციის ფარგლებში ცნობილი გახდება გამომცემლობა
"პალიტრა L-ის" ლიტერატურული კონკურსის "გახდი ბესტსელერის ავტორის" დეტალებიც.

0
42
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
42
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0