x
როგორ ხედავენ აღმოსავლეთს დასავლეთში..

image
ინტერესი აღმოსავლეთის მიმართ, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული იყო დასავლეთის მხრიდან. განსაკუთრებით მე-17-18 საუკუნეებში დაიწყეს მოგზაურებმა ნანახის აღწერა და ჩაწერა. აღმოსავლური გარემო, გემოვნება, მოდა, ტენდენციები, მსოფლმხედველობა, არქიტექტურა, ხედვა, რელიგია, კულტურა, ადათ-წესები, ჩვეულებები, მუსიკა, ლიტერატურა, ფილოსოფია, ხელოვნება და ა.შ ყველაფერი იზიდავდა ხალხს. ისინი ცდილობნდნე ყველა ხელმისაზვდომი ცნობა ჩაეწერათ და მიეწოდებინათ თავიანთი ხალხისთVის, რომელთათვის ესოდენ უცხო და შორი იყო ამ ქვეყნებსა და ქალაქებში მოგზაურობა.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფრანგი მეცნიერისს ჟან ანტუან გალლანის მოგზაურობა ახლო აღმოსავლეთში, მისი ჩანაწერებისა და "ათას ერთი ღამის" განსკაუთრებულმა თარგმანებმა დიდი როლი ითამაშა აღმოსავლური ჯადოსნური სამყაროს ხატის შექმნაში. მართალია მას არ მოუცია ზუსტი და სრული თარგმანი ამ კრებულისა, მაგრამ მაინც დიდი როლი ითამაში არაბული სამყაროს პოპულარიზაციაში.
მნიშვნელოვანი ცნობები დაგვიტოვა ასევე ფრანგმა იუველირმა და მოგზაურმა ჟან-ბატისტ შერდენის მე-18 საუკუნის ბოლოს ირანსა და აღმოსავლეთში შექმნილი თხზულებებით .
სწორედ მოგზაურთა ამ თვალით დანახულმა აღმოსავლეთმა დიდი ბიძგი მისცა დასავლურ კულტურას, ლიტერატურას, მუსიკას, ხელოვნებას და ასევე მათი გავლენა იგრძნობოდა სხვადასხვა სფეროებშიც. რა თქმა უნდა, ასევე ბევრი ისესხვა აღმოსავლურმა კულტურამაც ამის უარყოფა ნამდვილად არ შეიძლება.
მწერლებიდან პირველმა აღმოსავლეთი მოინახულა შატობრიანიმ. იგი ესტურმა პალესტინას, ეგვიპტესა და თუნის. საფრანგეთში მან აღმოსავლური სამოგზაურო ლიტერატურის მოდა დაამკვიდრა.
ჰიუგომ შექმნა მთელი რიგი პოემები აღმოსავლეთის თეამტიკაზე. მას სურდა იქ აღმოეჩინა რაღაც ახალი, საუცხოო. მის შემოქმედებაში იგრძნობა არაბული და სპარსული პოეზიის დიდი გავლენა.

image

0
13
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ხიჯაკაძე
ნინო ხიჯაკაძე
13
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0