x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
10 მარტს SPACEHALL-ში პოპ ჯგუფი THE IRREPRESSIBLES
image

ექსპერიმენტული მუსიკალური პროექტი "მუზამე" წარმოგიდგენთ ალტერნატიულ არტ-პოპ ჯგუფს The Irrepressibles.


10 მარტს SPACEHALL-ს მუსიკოსისა და კომპოზიტორის, ქვიარ აქტივისტის, ჯეიმი მაკდერმოტის არტ-პოპ კოლექტივი ეწვევა. The Irrepressibles 2002 წელს შეიქმნა.


ალტერნატიული პოპი, საორკესტრო ჩანართები, ემბიენთი, ექსპერიმენტული ჟღერადობა - ეს ბენდის სავიზიტო ბარათია.



მათი პირველი ალბომი 2010 წელს გამოვიდა, Mirror Mirror-ის პროდიუსერი დიმიტრი ტიკოვოი იყო, მის ანგარიშზე ისეთ ჯგუფთან თანამშრომლობაა, როგორიცაა PLACEBO.

მეორე დისკის რელიზი 2012 წელს შედგა - Nude-ს გამოცემამ Independent "ყველაზე მშვენიერი მუსიკალური ძვირფასეულობით შემოსილი" უწოდა.

Nude-ის რელიზს EP-ების სერია მოყვა Nude : Landscapes (2013), Nude : Viscera (2014) და Nude : Forbidden (2014).

ჯეიმი მაკდერმოტი ისეთ არტისტებთან მუშაობს, როგორებიც არიან Royksopp, Hercules&Love Affair. ჯეიმი მოწვეული ვოკალისტი იყო Royksopp-ის სინგლებზე Something In My Heart და Twenty Thirteen.

"როცა მუსიკის კეთება დავიწყე, მინდოდა შემექმნა ისეთი ჯგუფი, რომელიც ყველა წესსა და საზღვარს დაანგრევდა. მინდოდა პოპ-მუსიკაში საგნებისა და მოვლენების აღქმა შემეცვვალა" -ამბობს მაკდერმოტი, რომელმაც ამბიციურ მიზანს მალევე მიაღწია. მის შემოქმედებაში დიდ როლს ქვიარ აქტივიზმი თამაშობს.

The Irrepressibles თბილისში NUDE - Landscapes შოუს კონცეფციით წარდგება.


The Irrepressibles – Two Men in Love


The Irrepressibles – Always On My Mind


ლოკაცია: SPACEHALL, წერეთლის 2


დასაწყისი: 20:00 საათი

0
26
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0