x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134032
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
"საუკეთესო ან არაფერი"

image

ამ სტატიაში მოკლედ მოგითხრობთ ყველასათვის კარგად ნაცნობი ავტოგიგანტის "მერსედეს ბენცის“ წარმოშობის შესახებ და შემდეგ წარგიდგენთ მის მომავლის ავტობუსს.

ბრენდის წარმოშობის ისტორიას მივყავართ კარლ ბენცთან, რომელმაც შექმნა პირველი ბენზინზე მომუშავე ავტომობილი სახელწოდებით "Benz Patent-Motorwagen”(რომელიც 1886 წლის იანვარში საბოლოოდ დაპატენტდა) ავტომობილის შექმნის დაფინასება მოახდინა მისმა ბიზნესს პარტნიორმა და შემდგომში მისმა მეუღლემ ბერტა ბენცმა მამის დახმარებით (1888 წელს მისის ბენცმა პირველმა დაფარა გრძელი დისტანცია-106 კილომეტრის მოცულობის, ზემოთხსენებული ავტომობილით გერმანიის ორ ქალაქს "მანჰეიმსა და პფორზჰეიმს“ შორის, თავის შვილებთან რიჩარდთან და ეუგენთან ერთად რომლებიც 13 და 15 წლისანი იყვნენ, მან ეს ისე გააკეთა, რომ ამის შესახებ მისტერ ბენცმა არაფერი არ იცოდა და ამასთამ ერთად არც ნებართვა ჰქონია ხელისუფლებისაგან).

პირველი ავტომობილები „მერსედეს ბენცის“ სახელით გაყიდვაში ჩაშვებული იქნა 1926 წელს, მას შემდეგ რაც მოხდა კარლ ბენცისა და გოთლიებ დაიმლერის( მან შექმნა მაღალი სიჩქარის მქონე თხევად საწვავზე მომუშავე ძრავი) კომპანიების შეერთება.

ნაცისტური გერმანიის პერიოდში ძალზედ პოპულარული იყო "მერსედეს ბენცის“ ავტომობილები, ადოლფ ჰიტლერი თავის სიძლიერის პერიოდში ხშირად დადიოდა "მერსედესის“ ბრენდის ტყვიაგაუმტარი ავტომობილებით.ჩვენს ეპოქაშ ამ ტიპის ავტომობილების უდიდესი ნაწილი ნაყიდი იქნა აუქციონებზე ფარული მყიდველების მიერ, ზოგიერთიც კი წარმოდგენილია "ომის“ მუზეუმში ქალაქ ოტავაში.

როგორც მოგეხსენებათ "მერსედესი“ შექმნის დღიდან დღემდე ძალზედ პოპულარულია, ის უშვებს: ძვირადღირებულ ავტომობილებს, სატვირთოებს, ყოველდღიურ ავტომიბილებსა და ავტობუსებს, რომლის უახლეს მოდელს ქვემოთ წარგიდგენთ.


"მომავლის ავტობუსი “

ზოგადი ახწერა: მერსედესის ეს ავტობუსი რომლის სიგრძე 12 მეტრია, ახჭურვილია ულტრათანამედროვე ტექნიკით, ერთ-ერთი მათგანია ავტოპილოტი სახელწოდებით "City Pilot“; ეს ავტოპილოტი გაუმჯობესებული ვერსიაა 2 წლის წინ წარმოდგენილ სატვირთოს- "Mercedes-Benz Actros” ავტოპილოტის. "City Pilot” -ის მთავარია ფუნქციაა ის, რომ მას შეუძლია ავტობუსის დამოუკიდებლად მართვა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ საჭესთან მძღოლის ჯდომა აუცილებელი აღარაა, რადგან შესაძლებელია წარმოიშვას ისეთი საგზაო შემთხვევები რა დროსაც აუცილებელი გახდება მძღოლის მოძრაობაში ჩაბმა. "მერსედესმა“ ეს ავტობუსი უკვე გატესტა ჰოლანდიაში 20 კილომეტრიან გზაზე რა დროსაც გაირკვა, რომ ავტობუსის ყველა ფუნქცია ( ავტობუსის გაჩერების ავტომატურად ამოცნობა და გაჩერება, კარების ავტომატურად გაღება-დაკეტვა, შუქნიშნის შუქების აღქმა, ავტოსაგზაო ნიშნების და საგზაო მონიშვნების აღქმა და მის ირგვლივ მყოფი ბარიერების შემჩნევა) მშვენივრად მუშაობს, ზემოთხსენებული მანძილოს გავლა ისე მოხდა, რომ მოძრაობაში მძღოლის ჩარევა საჭირო არ გამხდარა.


ექსტერიერი: ავტობუსი გარეგნულად ძალზედ დახვეწილად გამოიყურება, მისი ყველა დეტალი მაღალ დონეზეა შესრულებული, ავტობუსს მის ირგვლივ აქვს 10 კამერა რომელიც მის გარსშემო ყველაფერს უკეთებს სკანირებას;ამასთან ერთად ეს კამერები უდიდეს როლს თამაშობენ GPS-ისა და რადარების გამართულ მუშაობაში.


ინტერიერი: ავტობუსის ინეტერიერი ექსტერიერის მსგავსად უმაღლეს დონეზეა შესრულებული; მგზვარებისათვის განკუთვნილი სავარძლები თავისი ფართო ზომით მსგავსია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში: პარკებში, სკვერებში ზოოპარკებში და ა.შ. მდებარე სკამებისა, რაც მგზავრებს კომფორტულად გადაადგილების საშუალებას აძლევს, ასევე მგზავრებისათვის მაქსიმალურ კომფორტის შექმნას შეგვიძლია მივაწეროთ ის, რომ ავტობუსში დამონატაჟებულია შესაბამისი სისტემა რისი საშუალებითაც ხდება ავტობუსში არსებული ტექნიკის ელექტროენერგიით უსადენო დატენა. ინტერიერის ერთადერთ მინუსად შეიძლება ჩავთვალოდ ის, რომ ინტერიერი თეთრი ფერისაა რაც სახალხო ტრანსპორტისათვის ძალძედ მოუხერხებელია.

ძრავი(ავტუბუსის ძრავის შესახებ ინტერნეტში ძალიან მწირი ინფორმაციაა ამიტომ იძულებული ვარ მოკლედ ვისაუბრო): ავტობუსის გადადგილებისას მინიმალური დატვირთვა ადგება ძრავს რასაც რა თქმა უნდა პოზიტიური გავლენა აქვს ავტობუსზე, ერთადერთი რამ რაც შეიძლება, რომ ძრავის მინუსად ჩავთვალოთ არის ის, რომ მას შეუძლია მაქსიმუმ 70 კილომეტრ საათის განვითარება, რის გამოსწორებასაც შემქმნელები უახლოეს მომავალში გვპირდებიან.

ავტობუსის გარე მხარე:

image



ავტობუსის შიდა მხარე:
image



ვიდეო მასალა თვალსაჩინოებისათვის:



0
64
შეფასება არ არის
ავტორი:ნუგზარ აბრამიშვილი
ნუგზარ აბრამიშვილი
64
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0