x
მეტი
  • 06.05.2024
  • სტატია:134637
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508828
ბნელი ტრიადა
ნათია კიკვაძე


05.02.2017


ბნელი ტრიადა მოიცავს სამ პიროვნულ ნიშანს: ნარცისიზმს, მაკიაველიზმსა და ფსიქოპათიას. „ბნელის“ გამოყენება გულისხმობს, რომ მათ მატარებელ ადამიანებს აქვთ ბოროტების სხვადასხვა ხარისხი.
ბნელ ტრიადაზე კვლევები გამოიყენება გამოყენებით ფსიქოლოგიაში, განსაკუთრებით კანონაღსრულების, კლინიკური ფსიქოლოგიისა და ბიზნესის მენეჯმენტის მიმართულებით. ამ მახასიათებლებში მაღალი ქულის მქონე ინდივიდები დიდი ალბათობით მიდრეკილნი არიან დანაშაულისკენ, იწვევენ სოციალურ დისტრესსა და ქმნიან მკაცრ პირობებს ორგანიზაციისთვის, განსაკუთრებით თუ ისინი იმყოფებიან ლიდერულ პოზიციებზე.
ნარცისიზმი ხასიათდება განდიდებით, სიამაყით, ეგოიზმითა და ემპათიის ნაკლებობით, მაკიაველიზმი - მანიპულირებითა და სხვების ექსპლუატაციით, მორალურობის ცინიკური უგულებელყოფით, საკუთარი თავისადმი ინტერესებზე ფოკუსირებითა და ტყუილებით, ფსიქოპათია ხასიათდება ანტისოციალური ქცევის, იმპულსურობის, ეგოიზმის, გულქვაობისა და შეუბრალებლობის გამოვლენით.
ბნელი ტრიადის სამივე ნიშანს აქვს მნიშვნელოვანი გენეტიკური კომპონენტები. ამ ნიშნებს შორის დამოკიდებულება და ბნელ ტრიადასა და დიდ ხუთეულს შორის მიმართება ძლიერადაა გენოტიპში ინდივიდუალური განსხხვავებებით განსაზღვრული. ფსიქოპათიასა ((h2 = .64) ( მემკვიდრეობითობის კოეფიციენტი - called the heritability coefficient and represented as h2 ) და ნარცისიზმს(h2 = .59) შედარებით დიდი მემკვიდრული კომპონენტი აქვს, მაკიაველიზმს(h2 = .31) უფრო დაბალი.
ბიოლოგიურ ფაქტორებთან შედარებით გარემოს გავლენა შედარებით ნაკლებია - ინდივიდუალურ განსხვავებებში ვარიაციები დაკავშირებულია ბნელი ტრიადის მახასიათებლების განვითარებასთან. გამოიკვეთა რომ მაკიაველიზმი უფრო მეტადაა დაკავშირებული გარემო ფაქტორთან (r = .39) (Vernon, P.A.; Martin, R.A.; Schermer, J.A.; Mackie, A. (2008).
ზოგადად, კლინიცისტები მიიჩნევენ ამ ნიშნებს, როგორც პათოლოგიურს, რასაც სჭირდება მკურნალობა და არსებითად არასასურველია, სოციალურად დაგმობილი. თუმცა სხვები მიიჩნევენ, რომ ადაპტურობის ხარისხები შეიძლება ახლდეს არაადეკვატურობასაც.
კვლევები მიუთითებს ბნელი ტრიადის მახასიათებლების კორელაციას აგრესიასთან, რასიზმთან და ბულინგთან (Chabrol H.; Van Leeuwen N.; Rodgers R.; Séjourné S. (2009).
ნარცისიზმს განიხილავდა ზიგმუნდ ფროიდი და ფსიქოპათია, როგორც კლინიკური დიაგნოზი, ჰერვი კლერკის Hervey Cleckley მიერ იყო თავის ჩანაწერებში ნახსენები 1941 წელს პუბლიკაციაში The Mask of Sanity ( ნორმალური ფსიქიკის ნიღაბი), ნარცისიზმისა და ფსიქოპათიის განზომილებების მოცემის შემდეგ შეიქმნა თვითაღწერის დავალებები გენერალური პოპულაციისთვის, ეს ნიშნები ახლა ისწავლება სუბკლინიკურ დონეზე. საერთო პოპულაციაში სუბკლინიკური და კლინიკური ფსიქოპათიის შემთხვევები მოიცავს 1% და 0.2 % -ს. სამწუხაროდ, არ გვაქვს სანდო შეფასებები ორივესთან დაკავშირებით.
ემპირიული კვლევების მიხედვით, ფსიქოპათია არ იყო ფორმალურად შესწალილი 1970-იან წლებამდე რობერტ ჰარის Robert Hare პირველ მცდელობებამდე, მისია შემდეგი ინსტრუმენტი Psychopathy Checklist (PCL), და მისი რევიზიაა (PCL-R). წიგნში „ცნობიერების გარეშე“ (Without Conscience ) ის აღნიშნავს, რომ ფსიქოპათების გამოკითხვამ ფსიქოლოგიურად მნიშვნელოვან საკითხებზე თვითგაცხადების ფორმით არ მოგვაწოდა ზუსტი და ობიექტური მონაცემები. თუმცა ახლანდელი მცდელობები ფსიქოპათიის შესწავლის სფეროში ისევ თვითაღწერის ინსტრუმენტებით ხდება, როგორიცაა the Levenson Primary and Secondary Psychopathy Scales, The Psychopathic Personality Inventory, and the Self-Report Psychopathy Scale.
მსგავსად, ნარცისიზმის შეფასება კლინიკურ ინტერვიუებს მოიცავდა, სანამ რასკინისა და ჰალის Raskin and Hall მიერ არ შემუშავდა "Narcissistic Personality Inventory" 1979 წელს. NPI-ს შემდეგ შემუშავდა პერსონალური აშლილობის შეფასების თვითგაცხადების ალტერნატიული ფორმის საზომები.
მაკიაველიზმი არასდროს შედიოდა მენტალური დაავადებების დიაგნოსტიკურ და სტატისტიკურ სახელმძღვანელოში (DSM). The Mach-IV -ის ძირითადი ვერსია აქამდე ფართოდ გამოიყენება ემპირიულ კვლევებში.
კომპონენტები
ბნელი ტრიადის ნიშნებს შორის დიდი კონცეპტუალური და ემპირიული გადაფარვაა. მაგ., მკვლევრები აღნიშნავენ, რომ სამივე მახასიათებლის შემთხვევაში აღინიშნება ემპათიის ნაკლებობა, ინტერპერსონალური მტრულობა და შეურაცხყოფა. ახლახან ბევრი მეთოდი შემუშავდა ბნელი ტრიადის სამივე ნიშნის გასაზომად, როგორიცაა the Dirty Dozen და the short dark triad (SD3) Jones, D.N.; Paulhus, D.L. (2014). ბევრი ამ საზომებიდან არის კითხვარის სტილის და საჭიროებს ან თვით რესპონდენტის მიერ ფიქსირებულ პასუხს ან დამკვირვებლის პასუხებს ( მაგ., სუპერვიზორებიდან და თანამშრომლებიდან რეიტინგი). ორივე მეთოდი შეიძლება იყოს პროლემატური სოციალურად ავერსიული ნიშნის გაზომვისას, რესპოდენტებმა შეიძლება მოგვატყუონ. მაკიაველიზმის შემთხვევაში განსაკუთრებით სპეციფიკური ისაა, რომ ინდივიდები, რომლებიც მიდრეკილი არიან სხვების მოტყუებისა და მანიპულაციისკენ, შეიძლება ჩაითვალონ, როგორც სხვების მიერ მანიპულაციისა და შეცდომაში შეყვანის მხრივ ნაკლებად მოწყვლადი და ამიტომაც შეიძლება უზუსტო მონაცემები მივიღოთ.


მაკიაველიზმი მომდინარეობს ნიკოლო მაკიაველის ფილოსოფიიდან.image
ადამიანები ამ სკალაზე მაღალი ქულით ხასიათდებიან მაღალი ცინიკურობით, არიან უპრინციპო, დარწმუნებული ინტერპერსონალურ მანიპულაციაში, როგორც წარმატების მოტანის გასაღებში და შესაბამისადაც იქცევიან. მაკიაველიზმი ნეგატიურ მიმართებაშია (agreeableness) თანხმობისადმი მზაობასთან (r= -.47) და კეთილსინდისირებასთან conscientiousness (r=-.34). მნიშვნელოვნად კორელირებს აგრეთვე ფსიქოპათიასთან.
ნარცისიზმი
გულისხმობს გრანდიოზულობის, ფლობის, დომინანტურობისა და უპირატესობისკენ მიდრეკილებას. დადებითად კორელირებს ექსტრავერსიასთან (r = .42) და ღიაობისადმი მზაობასთან (r = .38) და ნეგატიურად თანხმობისადმი მზაობასთან(r = -.36) . მნიშვნელოვან კორელაციაშია ფსიქოპათიასთან Vernon, P.A.; Villani, V.C.; Vickers, L.C.; Harris, J.A. (2008).imageფსიქოპათია
მიიჩნევა, როგორც მეტად ბოროტული გამოვლინება ბნელ ტრიადაში, ფსიქოპათიის სკალაზე მაღალი ქულის მქონე ინდივიდები აჩვენებენ ემპათიის დაბალ დონეს, მუქარისა და იმპულსურობის მაღალ დონეს. გარკვეული მკვლევრების მიერ არის დანახული მსგავსება ფსიქოპათიასა და ანტისოციალურ პერსონალურ აშლილობას შორის. ფსიქოპათია კორელირებს ხუთფაქტორიანი მოდელის ყველა წევრთან : extraversion (r = .34), agreeableness (r = -.25), conscientiousness (r = -.24), neuroticism (r = -.34) and openness (r = .24)( Vernon, P.A.; Villani, V.C.; Vickers, L.C.; Harris, J.A. (2008).
ჯგუფური გასხვავებები
ყველა მნიშვნელოვანი ჯგუფური განსხვავება სქესშია: ბევრი კვლევა გვიჩვენებს, რომ ნარცისიზმისკენ, მაკიაველიზმისა და ფსიქოპათიისკენ ( Zagon, I.K.; Jackson, H.J. (1994) მამაკაცები არიან უფრო მიდრეკილი, ვიდრე ქალები. მაგრამ განსვავებების მაგნიტუდა იცვლება ნიშნებისა და გასაზომი ინსტრუმენტების მიხედვით. ერთი საინტერესო მიგნება ნარცისიზმთან დაკავშირებით ( თუმცა დაფუძნებულია არაწარმომადგენლობით ნიმუშებზე) ისაა, რომ მართალია, მამაკაცები ქალებთან შედარებით უფრო მაღალ ქულებს აგროვებენ, მაგრამ გენდერული განსვლა მნიშვნელოვნად მცირდება 1992 წლიდან 2006 წლამდე კოჰორტაში. მეტად სპეციფიკურია, რომ მნიშვნელოვანი ზრდაა ნარცისიზმში კოლეჯის სტუდენტებში ორივე სქესის მიხედვით, ქალებში კი საშუალო დონე ნარცისიზმისა უფრო დიდია მამაკაცებთან შედარებით.
რასობრივ განსხვავებებზე ნაკლები ინფორმაცია გვაქვს ბნელი ტრიადის ნიშნების მიხედვით, აღნიშნული კვლევები კი არ არის წარმომადგენლობითი. მაგ., 2008 წლის კვლევით დამამათავრებელი კურსის სტუდენტებში გამოვლინდა, რომ კავკასიელებს აქვთ ნარცისიზმის შედარებით მაღალი დონე აზიელებთან შედარებით. ფსიქოპათიაში განსხვავების ძებნის მცდელობისას, მკვლევრებმა სხვადასხვა საზომი ინსტრუმენტი გამოიყენეს (the Self-Report Psychopathy Scale and The Psychopathic Personality Inventory), მაგრამ არ გამოვლინდა რასობრივი სხვაობები მიუხედავად გაზომვების სხვაობებისა. დამატებით, კავკასიელებისა და აფროამერიკელების შედარებისას მკვლევრებმა ისევ ვერ აღმოაჩინეს ფსიქოპათიაში რაიმე მნიშვნელოვანი განსხვავება.
Narcissistic Personality Inventory-ზე დაფუძნებულ კვლევაზე დაყრდნობით 1979 და 2006 წლებში დამამთავრებელი კურსანტების კვლევებით გამოვლინდა, რომ ნარცისიზმის დონე იზრდება პერიოდულად.
პერსპექტივები
სამუშაო ადგილზე
ოლივერ ჯეიმსმა ბნელი ტრიადის თითოეული წევრი გააიგივა, როგორც ტიპურად შესაბამისი სამუშაო ადგილზე. ფერნჰამმა (Furnham(2010)) აღმოაჩინა, რომ ბნელი ტრიადა დაკავშირეულია ლიდერული პოზიციების შეძენასთან და ინტერპერსონალურ გავლენასთან. ბნელი ტრიადისა და სამუშაოზე შემოსავლის მეტა-ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ბნელი ტრიადის თითოეული წევრი დაკავშირებულია სამუშაო ადგილზე მანიპულაციასთან, თუმცა თითოეული უნიკალური ფორმით. მაკიაველიზმი დაკავშირებულია მანიპულაციაში გადაჭარბებული შარმის გამოყენებასთან, ნარცისიზმი ფიზიკურ გარეგნობასთან და ფსიქოპათია ფიზიკურ საფრთხეებთან (Jonason, P (2012).
„ინტერნეტ ტროლი „(„ვირტუალური არსებები“)( Internet Trolls)
ახლანდელმა კვლევებმა აღმოაჩინა, რომ ადამიანებს, რომლებიც იდენტიფიცირდებიან, როგორც „ინტერნეტ ტროლები“, აქვთ ბნელი პიროვნულობის მახასიათებლები და აჩვენებენ სადიზმის, ანტისოციალური ქცევის, ფსიქოპათიისა და მაკიაველიზმის ნიშნებს.
როგორც დაქორწინების, შეწყვილების სტრატეგია
კვლევები ცხადყოფს, რომ მათ, რომელთაც აქვთ ბნელი ტრიადის მახასიათებლები, აქვთ დაჩქარებული დაქორწინების სტრატეგია, უფრო მეტად არიან სქესობრივი პარტნიორები, მეტად მოწყვლადები შემთხვევითი სექსუალური აქტისადმი, ახასიათებთ შეზღუდული თვითკონტროლი და ADHD სიმპტომების ხშირი შემთხვევები, პრაგმატული და მოთამაშე ცხოვრების სტილი. ეს ნიშნები იდენტიფიცირდება, როგორც სწრაფი ცხოვრებისეული სტრატეგიის ნაწილი, რომელიც წარმოიქმნება ცხოვრებისადმი ექსპლუატატორული მიდგომისგან.
დაკავშირებული კონცეპტები
დიდი ხუთეული
პიროვნების ხუთფაქტორიანი მოდელის წევრებს აქვთ მნიშვნელოვანი დამოკიდებულება ბნელ ტრიადასთან კომბინირებულად და მის თითოეულ წევრთან. ბნელი ტრიადა ზოგადად ნეგატიურადაა დაკავშირებული თანხმობისადმი მზაობასა და კეთილსინდისიერებასთან. ექსტროვერსია მოიცავს ასერტიულობის, დომინანტურობისა და თვითმნიშვნელოვნების განცდის, როგორც ნარცისიზმის მსგავს ასპექტებს. ნარცისიზმი აგრეთვე პოზიტიურადაა დაკავშირებული კეთილსინდისიერებასთან და მცდელობის მიღწევის ასპექტებთან. ფსიქოპათიას აქვს ძლიერი კორელაცია მოვალეობის დაბალ განცდასთან ( Furnham, Adrian; Richards, Steven; Paulhus, Delroy (2013).)

პატიოსნება - თავმდაბლობა( Honesty-humility)
პატიოსნება- თავმდაბლობის ფაქტორი HEXACO -ს პიროვნების მოდელიდან გამოიყენება გულწრფელობის, სამართლიანობის, სიხარბის არიდებისა და მოკრძალებულობის გასაზომად. სამივე ბნელი ტრიადის წევრი ძლიერ ნეგატიურადაა დაკავშირებული პატიოსნება-თავმდაბლობასთან. კონცეპტუალური გადაფარვა სამივე ნიშნისა, რომელიც წარმოადგენს მანიპულაციისა და სხვების გამოყენების ტენდენციას, განსაზღვრავს პატიოსნება-თავმდაბლობის ნეგატიურ პოლუსს. პოზიტიური ეფექტები ბნელი ტრიადიდან (DT) და პატიოსნება-თავმდაბლობის სკალაზე(H-H) დაბალი მაჩვენებლების შემთხვევაში ხდება ინდივიდუალურ დონეზე( როგორიცაა წარმატებული ქორწინება, ლიდერული პოზციების მიღება) და არა სხვებისთვის ან საზოგადოებისთვის ზოგადად. თუმცა ერთი პოზიტიური შედეგი დაბალი H-H -სა, რომელსაც აქამდე მოაქვს დადებითი შედეგები ინდივიდუალურად, აგრეთვე არაპირდაპირ ასარგებლებს საზოგადოებასაც, არის შემოქმედებითობა. A study by Silvia and colleagues (2011) კვლევის თანახმად, ინდივიდები, რომელთაც აქვთ Honesty-Humility სკალაზე დაბალი ქულები, აქვთ შემოქმედებითობის მაღალი მაჩვენებლები( Silvia, P; Kaufman, J (2011).
ბნელი ტეტრადა
რამდენიმე მკვლევარმა შემოგვთავაზა ბნელი ტრიადის გაფართოებული ვერსია, რომელიც შეიცავს მეოთხე წევრსაც. ყოველდღიური სადიზმი, როგორც ბოროტებით სიამოვნება, არის მეოთხე დამატება. სადიზმი მაღალ კორელაციაშია ბნელ ტრიადასთან, მკვლევრები გვიჩვენებენ, რომ სადიზმი განსაზღვრავს ანტისოციალურ ქცევას ბნელი ტრიადის მიღმა ( Buckels, E.E., Jones, D. N., & Paulhus, D. L. (2013). Psychological Science, 24, 2201-2209).


გამოყენებული წყარო:


https://en.wikipedia.org/wiki/Dark_triad

0
306
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია კიკვაძე
ნათია კიკვაძე
306
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0