x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134422
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
მედიის გადაჭარბებულ მოხმარებასთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური ასპექტები

ჩვენს დროში მედიას უდიდესი როლი ენიჭება. მისი საშუალებით ჩვენ ვიღებთ დიდ ინფორმაციას, ცოდნას, განათლებას, ვურთიერთობთ ადამიანებთან, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მას ახლავს უარყოფითი მომენტებიც.


მედიის მოხმარების ასაკმა ძალიან დაიწია, სულ მცირე ასაკის ბავშვებიც კი იყენებენ მას და საკმაოდ, უფრო სწორად აქტიურად. დღესდღეობით საკმაოდ აქტუალური პრობლემები იქმნება მედიის გადამეტებულ მოხმარებასთან დაკავშირებით. კონტროლი ფაქტობრივად არ ხდება. არ არის განაწილებული დრო იმისათვის, რომ თანაბრად განაწილდეს დრო საბავშვო გადაცემებსა და მოზარდებისათვის განკუთვნილ გადაცემებს შორის. არ ხდება კონტროლი იმ თითქოს საბავშვო მულტფილმებისა, რომლებშიც სასტიკი ძალადობის ამსახველი მომენტებია, ბავშვს კი არ აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ფსიქიკა, ის მგრძნობიარეა ყველა ფაქტის მიმართ.


ბავშვები იმდენად გახდნენ მედიაზე დამოკიდებული, რომ ფაქტობრივად ვეღარ წარმოუდგენიათ მის გარეშე არსებობა, რამაც გამოიწვია ოჯახთან გაუცხოება. ოჯახის თითოეული წვერი იყენებს მედიის სხვადასხვა საშუალებას. თითქოს საუბრის, უშუალო კონტაქტი სურვილიც კი გაქრა.


ეს ყველაფერი იწვევს ბევრ ფსიქოლოგიურ პრობლემას ოჯახის წევრებს შორის, ისინი მიმართავენ ფსიქოთერაპევტებს დასახმარებლად. მიმართავენ, რათა მშობლებმა დაიბრუნონ შვილები, ხოლო შვილებმა მშობლები.


ამერიკის შეერთებული შტატების და კანადის პედიატრთა ასოციაციების მიერ დადგენილია, რომ 2 წლამდე ბავშვებმა საერთოდ არ უნდა გამოიყენონ მედიასაშუალებები, ხოლო დაახლოებით 5-6 წლამდე ბავშვებმა კი 1-1.5 საათის ხანგრძლივობით.


ვაკონტროლოთ საკუთარი თავი და ოჯახის წევრები, მეგობრები, მეტი დრო დავუთმოთ ერთმანეთს, ერთმანეთთან საუბარს. მჯერა, რომ ადამიანური ურთიერთობების მნიშვნელობას ვერაფერი შეცვლის.image

0
4
შეფასება არ არის
ავტორი:თეკლა რატიანი
თეკლა რატიანი
4
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0