x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"ეს ისტორია გამახსენდა დღეს, როცა ახლა საკუთარ შვილს უკანასკნელ გზაზე აცილებს..."
image
"გადაცემა ჰქონდა მძიმე ავადმყოფ ბავშვებზე. ფულს და სპონსორებს ეძებდა დასახმარებლად.

ყველანი ვტიროდით ეკრანებთან. გამთენიისას გერმანიიდან ერთმა მეგობარმა დამირეკა-მზად იყო ერთი ბავშვი მიეღო.
უთენია მივწერე და მივეცი კოორდინატები.
პატარა ბავშვივით გაუხარდა, ასჯერ მომწერა...
ეს ისტორია გამახსენდა დღეს, როცა ახლა საკუთარ შვილს უკანასკნელ გზაზე აცილებს...
მაია ასათიანი შენ ახლა სხვის შვილებს სჭირდები, შენ უნდა იპოვო საკუთარ თავში ძალა და დაბრუნდე...
სიკეთე გადამდებია... ბოლოს კი ყველა იქ ვართ ერთად, სადაც შენი ნუცა გაფრინდა.
იქ ვარდისფერი სიმშვიდეა!"-აი რა ისტორიას იხსენებს გაზეთ "ქრონიკა+"ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე რუსთავი 2-ის ჟურნალისტის და ყველაზე პოპულარული ტელეშოუს ავტორისა და წამყვანის მაია ასათიანის შესახებ.

image

როგორც მოგეხსენებათ, მაია ასათიანის ერთადერთი ქალიშვილი, 18 წლის ნუცა მახვილაძე, რომელიც საფრანგეთში სწავლობდა, მენინგოკოკური ინფექციის შედეგად უგონო მდგომარეობაში მყოფი საავადმყოფოში გადაიყვანეს და გოგონა გონზე მოუსვლელად გარდაიაცვალა. მაია ასათიანის ქალიშვილი 24 თებერვალს ჩარტერული რეისით საქართველოში ჩამოასვენეს.


ნათელში ამყოფოს ანგელოზი ნუცას სული ღმერთმა და დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი!



აი, რა ინფორმაცია ვრცელდება ნუცას შესახებ:

"პარიზის ამერიკული უნივერსიტეტი მაია ასათიანის შვილის, ნუცა მახვილაძის სახელობის პრემიას აწესებს.
"ისეთი სტუდენტები, როგორიც ნუცა იყო(მაღალი ქულებით), უნივერსიტეტიდან მიიღებენ მისი სახელობის დაფინანსებას. ქართველი სტუდენტების გადაწყვეტილებით კი, (რომლებიც იმ უნივერსიტეტში სწავლობენ) ეზოში დაიდგმება მისი სახელობის ნატვრის ხე.
მეტი რა უნდა თქვა, ან გააკეთო? ყოჩაღ შვილებო, გაიხარეთ, 18 წლის და რამხელა კვალი დატოვა თავისი..."image

0
323
3-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
323
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0