x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ბავშვის აღზრდა და ფსიქოლოგიური განათლება
როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური განათლება, ან რას მოიაზრებს ის? ალბათ, დღევანდელობაში ჩვენ უფრო ნაკლევად გვეპარება ეჭვი იმაში, რომ ფსიქიკური ჯამრთელობა ფიზიკურზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, მაგრამ ვზრუნავთ კი ამ კუთხით ერთმანეთზე, საკუთარ შვილებზე. როგორი სამწუხაროც არ უნდა იყოს, აშკარაა რომ ჩვენს საზოგადოებაში არსებობს ფსიქოლოგიური ცოდნის და ფსიქოლოგიური კულტურის დეფიციტი. ფსიქოლოგიური კულტურა ითვალისწინებს ერთი ადამიანის ინტერესს მეორის მიმართ, ასევე მისი პიროვნების თავისებურებებისადმი პატივისცემას, საკუთარ ურთიერთობებში, გრძნობებში და ქცევებში გარკვევის უნარსა და სურვილს. მგონი აქედან გამომდინარე ბევრად უფრო ნათელია, რატომ არის საჭირო ფსიქოლოგიური განათლება.
ფსიქოლოგიური განათლება

სკოლებში, პრაქტიკოსი ფსიქოლოგებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა იმ ადამიანისათვის ფსიქოლოგიური კულტურის ამაღლება, ვინც მუშაობს ბავშვებთან. ფსიქოლოგიური განათლება არის უფროსებისა და ბავშების ფსიქოლოგიურ ცოდნასთან პირველი ზიარება. ბავშვების ფსიქიკა განსაკუთრებით მგრძნობიარეა ნებისმიერი გამღიზიანებლის მიმართ და ამიტომ ნამდვილად დიდი მნიშვნელობა და ფასი აქვს მშობლის, აღმზრდელის თუ მასწავლებლის ფსიქოლოგიურ ცოდნას.
ფსიქოლოგიური განათლება

ფსიქოლოგიურ განათლებას სამი ძირითადი არსი გააჩნია, რომელიც შემდეგში მდგომარეობს:

1. გააცნოს უმფროსებს, ბავშებთან მომუშავეებს მათი ფსიქიკური გავითარების კანონზომიერებები და პირობები;

2. მოახდინოს უახლესი ფსიქოლოგიური კვლევებისა და შედეგების პოპულარიზაცია და განმარტება;

3. პედაგოგებთან და მშობლებთან მიღწეულ იქნეს არა მხოლოდ ფსიქოლოგიური ცოდნის მიღემის მოთხოვნილება, არამედ ამ ცოდნის გამოყენების სურვილი ბავშვებთან მუშაობის დროს, ან საკუთარი პიროვნების განვითარების მიზნით.


ას ყველაფერი შესაძლოა განსხვავებული სახით იყოს მიღწეული, რადგან არსებობს ფსიქოლოგიური განათლების განსხვავებული ფორმები. ეს მოიაზრებს განსხვავებული სახის ლექციებს, საუბრებს, სემინარებს, გამოფენებს, ლიტერატურის შერჩევას და ბევრ სხვას. ფსიქოლოგიური განათლების მისაცემად სულაც არ არის აუცილებელი ლექციები, სემინარები თავად ფსიქოლოგმა შეასრულოს- შესაძლებელია სხვა სპეციალისტების ჩართვაც ამ საქმეში. თუმცა მუშაობის ყველა ამ ფორმის შინაარსს განსაზღვრავს სწორედ თავად ფსიქოლოგი. სწორედ ამიტომ აუცილებელია მოქმედი ფსიქოლოგი არსებობდეს ყველა სკოლაში. მნიშვნელოვანია რომ ლექციებმა, საუბრებმა არ ჩაიარონ აბსტრაქტულ-თეორიულ დონეზე, არამედ თვალსაჩინო გახადონ ის, რომ ფსიქოლოგიურ ცოდნას აქვს უდიდესი მნიშვნელობა ბავშვის სწავლებისა და აღზრდის კონკრეტული პრობლემების მოგვარებისთვის.

0
69
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთევან ბაირამაშვილი
ქეთევან ბაირამაშვილი
69
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0