თავის მოვლა გამოთვალეთ სხეულის იდეალური წონა ბროკის ფორმულით 2017, 25 თებერვალი, 17:43
სანამ უშუალოდ ფორმულაზე გადავალთ, აუცილებელია გაარკვიოთ, თუ როგორი აგებულების სხეული გაქვთ.
განასხვავებენ სხეულის აგებულების 3 ტიპს.ესენია:
ასთენიური-გრძელი და თხელი კისერი, ვიწრო მხრები, ბრტყელი მკერდი, გრძელი კიდურები, გამოკვეთილი სახე, თხელი ცხვირი. კუნთები სუსტადაა განვითარებული. სისრულისადმი მიდრეკილება-მინიმალურია.
ნორმასთენიური-საშუალო სიმაღლის ჰარმონიული ფიგურა, წვრილი წელი, ლამაზი კიდურები. ჰიპერსთენიური-ძვალმსხვილი აგებულება, ფართო მხრები, ფართო მკერდი, თითქოს ცოტათი მოკლე კიდურები, საშუალოზე დაბალი, სისრულისკენ მიდრეკილი. როგორ გავარკვიოთ ჩვენი სხეულის აგებულება რომელი ტიპისაა? გაიზომეთ მაჯის გარშემოწერილობა ყველაზე ვიწრო ნაწილში. შედეგი ქალებისთვის: 14 სმ-ზე ნაკლები-ასთენიური 14-დან 18სმ-მდე-ნორმასთენიური 18სმ-ზე მეტი-ჰიპერასთენიური შედეგი კაცებისთვის: 17სმ-ზე ნაკლები-ასთენიური 17-დან 20 სმ-მდე-ნორმასთენიური 20 სმ-ზე მეტი-ჰიპერასთენიური ახლა კი უშუალოდ ფორმულაზე გადავიდეთ, რომელიც დღეს ყველაზე გავრცელებული და მარტივად გამოსათვლელია.ეს ფორმულა 1871 წელს შეიმუშავა ფრანგმა ქირურგმა და ანთროპოლოგმა პოლ ბროკმა და ასე გამოიყურება: სიმაღლეს მინუს 100 (თუ თქვენი სიმაღლე 165სმ-მდეა) სიმაღლეს მინუს 105 (თუ თქვენი სიმაღლე 166დან-175სმ-ის ფარგლებშია) სიმაღლეს მინუს 110 (თუ თქვენი სიმაღლე 175სმ-ზე მეტია) და სხეულის ტიპის გაგება რაღად გვინდოდა, თუ ყველაფერი ასე მარტივია?-იკითხავთ თქვენ. საქმე ისაა, რომ ფორმულის ავტორის მითითებით, იმის მიხედვით, თუ როგორი ტიპის სხეული გაქვთ, მიღებული შედეგი ასე უნდა დააკორექტიროთ: ასთენიური ტიპის იდეალური წონა=მიღებულ შედეგს-10% ჰიპერასთენიური ტიპის იდეალური წონა=მიღებულ შედეგს+10% ნორმასთენიური ტიპის იდეალური წონა=მიღებული შედეგი მაგალითად, 3 ქალს სხეულის სხვადასხვანაირი აგებულება აქვს, სიმაღლით კი სამივე 165სმ-ია. ფორმულის მიხედვით, მათი იდეალური წონა ასე გამოითვლება: ასთენიური ტიპი=(165-100)-10%=65-10%=58.5კგ ჰიპერასთენიური ტიპი=(165-100)+10%=65+10%=71.5კგ ნორმასთენიური ტიპი=165-100=65კგ გასათვალისწინებელია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, ესაა ასაკი. სპეციალისტთა უმრავლესობას ბროკის ფორმულა 40-50 წლის ქალებისთვის მიაჩნია იდეალურად, 20-30 წლის ქალების იდეალური წონის გამოსათვლელად კი მიღებული შედეგი კიდევ 10%-ით უნდა შევამციროთ.50წელს გადაცილებული ქალბატონებისთვის კი შედეგი 5-7%-ით უნდა გაიზარდოს. გაითვალისწინეთ, 18 წელზე ნაკლები პირებისთვის, სპორტსმენებისთვის და ბოდიბილდერებისთვის ბროკის ფორმულა არ გამოდგება. 3046 1-ს მოსწონს
|