x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134405
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
ფული... საფულეში

image

image

მოსწავლემ იკითხა:
— მასწავლებელო, რა არის ფული?
მასწავლებელმა შეხედა კითხვის ავტორს და გაიცინა:
— ოღონდ ნუ მეტყვი, რომ ფული არასდროს გინახავს. უკიდურეს შემთხვევაში, შენ ერთხელ გადაიხადე სწავლის საფასური სკოლაში! უკეთესად მკითხე, რა გაინტერესებს?
— დიახ, რა თქმა უნდა, — გაიღიმა მოსწავლემ (ჩანდა, რომ რთული კითხვის დასმა უნდოდა). — რა არის ფული, მყიდველის საფულეში?
— ეს ძალიან კარგი კითხვაა, — მოწონების ნიშნად დაუკრა თავი მასწავლებელმა. — მყიდველის საფულეში ფული… — მან პაუზა გააკეთა, დაფიქრდა და გაიღიმა: — ჰო, ამ შემთხვევაში ის საერთოდ არაფერი არის!
— როგორ თუ არ არის? — გაიკვირვა მოსწავლემ, — ჩვენ ხომ ყოველთვის ვსაუბრობთ მოგებაზე, ვითვლით ხარჯებს. საწარმო, რომელშიც ყურადღებას არ აქცევენ ფულს, უბრალოდ, გაკოტრდება!
— მართალი ხარ, — თქვა მასწავლებელმა, — მაგრამ, ჩვენ ვსაუბრობთ ფულზე, რომელიც მყიდველის საფულეში დევს! იქამდე, ვიდრე ის იქ არის, უბრალოდ ქაღალდი და მეტალი არის. ადამიანს იმაზე შეუძლია ფიქრი, თუ რას შეიძენს, მაგრამ ეს — მის თავში არის, და არა საფულეში! შემდეგ, ის ყიდულობს რამეს. მაგრამ მხოლოდ იმას, რაც მისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფული, რომელსაც იძლევა. და როდესაც მას ნავაჭრი სახლში მიაქვს, უხარია, რომ კარგი შენაძენი გააკეთა და მოგებული დარჩა. მაგრამ ეს – ისევ არ არის ფული.
— გამოდის რომ ფული, თავისთავად, არაფერს ნიშნავს?
— რა თქმა უნდა! — გაიღიმა მასწავლებელმა.

image

0
183
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
183
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0