x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134051
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
პროფესიული დეფორმაცია
პროფესიული დეფორმაცია





მეოცე საუკუნის დასაწყისში ცნობილმა სოციოლოგმა პიტირიმ სოროკინმა შემოიღო ტერმინი „პროფესიული დეფორმაცია“. პროფესიული დეფორმაცია არის კვალი, რომელსაც ადამიანს პროფესიული საქმიანობა ამჩნევს, ადამიანს პროფესიული განწყობები, სტანდარტები და მახასიათებლები ყოველდღიურ ცხოვრებაში გადააქვს. მასში მოიზარება ისეთი ფსიქოლოგიური ცვლილებები, რომლებიც ნეგატიურად მოქმედებენ შრომითი დავალებების შესრულებაზე და პიროვნების ფსიქოლოგიურ სტრუქტურაზე.

დეფორმაციისაკენ მიდრეკილი არიან ისეთი სფეროში მომუშავეები, რომლებსაც პროფესიის სპეციფიკიდან, სამუშაო პირობებიდან გამომდინარე, აქვთ რთულად კონტროლირებადი და მკაცრად შეზღუდული ძალაუფლება.პიროვნების პროფდეფორმაციას ყველაზე მეტად ექვემდებარებიან ადამიანებთან მომუშავეები, ადამიანი-ადამიანი-ს ტიპის პროფესიის წარმომადგენლები, მაგალითად, სამართალდამცავ ორგანოებში მომუშავეები, მეომრები, ხელმძღვანელები, დეპუტატები, სოციალური მუშაკები, მასწავლებლები, მედიცინის სფეროში მომუშავეები, მოვაჭრეები და თვით ფსიქოლოგებიც კი.

პროფესიული დეფორმაცია სხვადასხვანაირად ვლინდება იმის მიხედვით, რომელ მათგანთან გვაქვს საქმე : მასწავლებლების შემთხვევაში - ავტორიტარულობითა და კატეგორული გადაწყვეტილებებით, (ე. წ. განაჩენებით), ფსიქოლოგების, ფსიქოთერპევტების - სხვა ადამიანით მანიპულირების მცდელობით, რათა თავს მოახვიოს სამყაროს გარკვეული თავად ადამიანის მოტივებისა და მიზნების გათვალისწინების გარეშე; პროგრამისტების - ტენდენციით, ეძებოს შეცდომები ცხოვრებისეულ სიტუაციებში, მიდრეკილებით „ალგორითმიზაციისკენ.



ხშირ შემთხვევაში პროფ.დეფორმაცია ვლინდება შემდეგი სახით : ადმინისტრაციული აღფრთოვანება, ემოციური „გადაწვა“, მმართველობითი ეროზია. პროფდეფორმაციის გამოვლენის სისტემატიზაციის რამდენიმე გზა არსებობს:

1. მოვალეობითი (ვალდებულებითი) დეფორმაცია - ხელმძღვანელი ავლენს მიდრეკილებას „ჩაახშოს“, დათრგუნოს სხვა ადამიანი, შეუწყნარებლად განსხვავებული აზრისა, კარგავს თვითკრიტიკულობის, საკუთარი შეცდომების დანახვის უნარს, საკუთარი აზრი ერთადერთ ჭეშმარიტებად მიაჩნია. ასეთ ტიპს ყველაზე ხშირად ვხვდებით.
2. ადაპტური დეფორმაცია - პასიური შეგუება საქმიანობის კონკრეტული პირობებისადმი, რის შედეგადაც ადამიანს უყალიბდება კონფორმიზმის მაღალი დონე, ის უპირობოდ იღებს ქცევის მოდელს. დეფორმაციის უფრო ღრმა დონეზე მომუშავეს აღენიშნება პიროვნული თავისებურებების მნიშვნელოვანი და ხანდახან ნათლად გამოხატული ნეგატიური ხასიათის ცვლილებები, მათ შორის ავტორიტარულობა, დაქვეითებული ემოციურობა, რიგიდულობა.
3. პროფესიული დეგრადაცია - პროფესიული დეფორმაციის უკიდურესი ხარისხი, როდესაც იცვლება მორალურ-ზნეობრივი ფასეულობები .



ევალდ ზეერის სისტემატიზაცია:
1. ზოგადპროფესიული დეფორმაცია - ამ ტიპის დეფორმაცია ტიპიურია სამართალდამცავ ორგანოში მომუშავეთათვის - „ასოციალური პერცეფციის“ სინდრომი (როდესაც ყველა პოტენციურ სამართალდამრღვევად აღიქმება).
2. სპეციფიკური პროფესიული დეფორმაცია (ტიპოლოგიური დეფორმაცია) - დეფორმაცია, რომელიც ვლინდება სპეციალიზაციის პროცესში, პიროვნული და პროფესიული მახასიათებლების „შერწყმისას“, მაგ.: იურიდიულ სფეროში, სამართალდამცავთა პროფესიულ საქმიანობაში, გამომძიებელს - სამართლებრივი ეჭვი, ოპერატიულ თანამშრომელს - აქტუალური აგრესიულობა, ადვოკატს - პროფესიული გამჭრიახობა, საზრიანობა, პროკურორს - საბრალდებო დასკვნა.
3. პროფესიულ-ტიპოლოგიური დეფორმაცია -გამოწვეული პროფ საქმიანობის ფსიქოლოგიურ სტრუქტურაზე პიროვნების ინდივიდუალურ ფსიქოლოგიური თავისებურებების ზედდებით, გადაფარვით. შედეგად ვითარდება პროფესიული და პიროვნული კომპლექსები:
პიროვნების პროფესიული ორიენტაციის დეფორმაციები - მოქმედების მოტივების დამახინჯება, ღირებულებათა რესტრუქტურიზაცია, პესიმიზმი, ინოვაციისადმი სკეპტიკური დამოკიდებულება.
დეფორმაციები, რომლებიც ვითარდება ნეებისმიერი შესაძლებლობის (ორგანიზაციული, საკომუნიკაციო, ინტელექტუალური) შედეგად. უპირატესობის კომპლექსი, გადაჭარბებული პრეტენზიები, ნარცისიზმი.როლური ექსპანსია, ძალაუფლების მოყვარულობა, დომინანტობა, ინდიფერენტულობა.
4.ინდივიდუალური დეფორმაციები - განსხვავებული პროფესიების სფეროში მომუშავეთა მახასიათებლებით განპირობებულია, როდესაც ერთი კონკრეტული პროფესიულად მნიშვნელოვანი, თუმცა არც ისე სასურველი თვისება უაღრესად ვითარდება, რაც საფუძვლად ედება თვისების ზეაღმატებული ხარისხით აღმოცენებას, აქცენტუაციას, მაგალითად „ზე“პასუხისმგებლობა, შრომითი ფანატიზმი, პროფესიული ენთუზიაზმი.




პროფესიული დეფორმაციის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია უახლოესი გარემოს სპეციფიკა, გარემოსი, რომელთან ურთიერთობაც უწევს მომუშავეს და ასევე მისი საქმიანობის სპეციფიკა. სხვა არა ნაკლებ მნიშვნელოვანი მიზეზია შრომის დანაწილება და ვიწრო სპეციალიზაცია, მრავალი წლის განმავლობაში ყოველდღიური მუშაობა, ტიპიური პრობლემების გადაწყვეტით, ტიპიური დავალებებით არა მხოლოდ უმჯობესდება პროფესიული ცოდნა, არამედ ვითარდება პროფესიული ჩვევები, სტერეოტიპები, განისაზღვრება აზროვნებისა და კომუნიკაციის სტილი.




ფსიქოლოგიურ ლიტერატურაში გამოიყოფა დეფორმაციის გამომწვევი ფაქტორების სამი ჯგუფი: საქმიანობის სპეციფიკასთან დაკავშირებული ფაქტორები, პიროვნულ თავისებურებებთან დაკავშირებული ფაქტორები და სოციალურ-ფსიქოლოგიური ბუნების ფაქტორები.
დეფორმაციის სიმძიმის ხარისხს განსაზღვრავს: სამუშაო სტაჟი, სქესი, პროფესიული საქმიანობის შემადგენლობა და ინდივიდუალურ-ფსიქოლოგიური მახასიათებლები.




სტერეოტიპები
1. „უფროსი, ხელმძღვანელი უნდა იყოს მკაცრი, ხისტი, შეუპოვარი“- ცვლის ადმინისტრაციული ურთიერთქმედების სტრუქტურას, ის გადადის გადაცდომის გამო მოსალოდნელი სასჯელის საფრთხის რეჟიმში.
2. „ხელმძღვანელი ყოველთვის მართალია“ - უარყოფითად მოქმედებს გადაწყვეტილებების დამოუკიდებლობაზე, იწვევს უინიციატივობას, ბრძანებების მოლოდინს, ბრძანებებს ხელმძღვანელის მხრიდან.
3. პატარა კაცის სტერეოტიპი იწვევს პროფესიული თვითშეფასების დაცემას, კონფორმიზმს და სერვისთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების საკუთარი შეხედულებების უგულებელყოფით მიღებას.
4. „ოპტიმალურად“ როლური მოქმედების სტერეოტიპი ხშირად მოქმედებს, როგორც ადაპტური ქცევის მექანიზმი პროფესიულ სიტუაციებში. საფრთხისშემცველი და აგრესიული მოქმედება განიხილება, როგორც ბრალდებულისგან მტკიცებულებების მოპოვების ოპტიმალური საშუალება.
5. დამნაშავის აღმოჩენის სტერეოტიპი ამართლებს დამნაშავის პოვნისა და დასჯის ყველა საშუალებას, ამის გამო მუშაობა რათა დადგინდეს მოქმედების არაეფექტურობის ჭეშმარიტი მიზეზები უკანა პლანზე გადადის და არ ცხადდება მისი ნაკლოვანებები.



პროფილაქტიკა და დაძლევა
პროფილაქტიკას წარმოადგენს მთელი რიგი პრევენციული ღონისძიებებისა, აუცილებელია გაცნობიერებულად მოქმედების ტექნიკების გათავისება, მოქმედების ერთი სახიდან სხვა ტიპის აქტიობაზე გადასვლის უნარის განვითარება, ნებიყოფის გამომუშავება და, რაც მთვარია, მომუშავე არ უნდა ჩაიციკლოს სტერეოტიპებზე, სტანდარტებსა და შაბლონებზე, არამედ იმოქმედოს სიტუაციურად, რეალურ, უშუალო გარემო პირობებზე დაყრდნობით.პროფესიული დეფორმაცია გარდაუვალია და ერთი მხრივ ის იწვევს კვალიფიკაციის დაკარგვას, მეორე მხრივ - გულგრილობას, ზოგთან უსაფუძვლოდ გაზრდილ თვითშეფასებას და აგრესიას, უმრავლესობა ეძებს პროფესიული რეაბილიტაციის საშუალებას. პრობლემა მდგომარეობს ასეთი დეფორმაციების პროფილაქტიკასა და დაძლევის ტექნოლოგიებში.

0
34
შეფასება არ არის
ავტორი:თამარ გაბელია
თამარ გაბელია
34
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0