x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სტრესი და მისი გავლენა ორგანიზაციაში

image
სტრესი-ეს არის ტერმინი, რომელიც დღესდღეობით ძალიან ხშირად გამოიყენება,
თუმცა მისი ერთმნიშვნელოვანი განსაზღვრების პოვნა არც თუ ისე მარტივია.გარკვეულ დონეზე, სტრესის ბიოლოგიური და ფსიქოლოგიურიმნიშვნელობები კვეთს ერთმანეთს და ზოგადად გამოხატავს ნეგატიურ კონცეპტს, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ადამიანის მენტალურ და ფიზიკურ კეთილდღეობაზე. დღეისათვის, სტრესი გვხვდება ყველგან და ყველაფერში;ტერმინი აქტიურად გამოიყენება ნებისმიერ ენაში და შესაბამისად, შესწავლის საგანს წარმოადგენს.ის მნიშვნელოვნად ახალი ფენომენია, რომლის განსაზღვრაც და განმარტებაც მეტად რთულია. რთულია მისი ახსნა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის მეტად ღირებულია. ყოველწლიურად, მილიონობით ადამიანი განიცდის პროფესიულ სტრესს, რაც, უმეტეს შემთხვევაში, სავალალო შედეგებს

ადამიანები სიტყვას „სტრესი“ სხვადასხვა კონტექსტში გამოიყენებენ - როდესაც
ახასიათებენ პიროვნებას, ან თუნდაც, ინდივიდის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზად ასახელებენ. თავად ტერმინი_„სტრესი“ დაკავშირებულია შიშის, მოლოდინისა და ზეწოლის გრძნობასთან. მას იყენებენ ტანჯვისა თუ ყოველდღიური ზეწოლისა და მნიშვნელოვანი მოვლენების შედეგად გამოწვეული შედეგების დასახასიათებლად.


დღესდღეობით, პროფესიული სტრესი აქტიურადშეისწავლება და ამჟამად მიმდინარე კვლევების ობიექტს წარმოადგენს. თუმცა, მას თან ახლავს
გარკვეული სირთულეები:

–რთულია, განსაზღვრო სტრესის რეალური ბუნება;


–რთულია დავადგინოთ, თუ როგორ ავიცილოთ თავიდან სტრესი;


-რთულია ვიცოდეთ, როგორ ვმართოთ სტრესი.


როგორც ჩანს, ყველაზე დიდ სირთულეს წარმოადგენს მისი დეფინიცია. მეცნიერები
სტრესს სხვადასხვაგვარად განმარტავენ. ხელმისაწვდომი ახსნა-განმარტებების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ სტრესი შეიძლება იყოს როგორც კულტურის და პიროვნების გამოხატულება, აგრეთვე, იყოს რაღაც ობიექტურად არსებული ფაქტი.


ტერმინს „სტრესი“ 1920-იან წლებამდე არ გააჩნდა ის მნიშვნელობა, რასაც ის დღეს ატარებს. „სტრესი“ მოდის ინგლისური სიტყვიდან „destresse”, რომელიც ფრანგულიდან იქნა აღებული. ფრანგულში კი ისე შემოვიდა ლათინური სიტყვიდან „stringere“, რაც „მჭიდროდ ხაზვას“ _ „to draw tight” ნიშნავს. ადრე ეს ტერმინი გამოიყენებოდა ფიზიკაში, ხოლო 1920-30-იანი წლებიდან მისი გამოყენება დაიწყეს ბიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ სფეროებში აღნიშნავდნენ რა მენტალურ დაძაბულობას, არასასიამოვნო ხდომილობებს, უფრო მეტად კი, მედიცინაში ამ ტერმინის ქვეშ მოიაზრებდნენ გარემოს იმ საზიანო ფაქტორებს, რომელთაც დაავადების გამოწვევა შეუძლია.

სტრესის თანამედროვე განსაზღვრებები იზიარებენ რიგ მნიშვნელოვან ფაქტორებს. ყველა მათგანი, მცირე თუ დიდი ხარისხით, აღიარებენ, რომ სტრესი:


- არის ინდივიდუალური გამოცდილება;

-ის გამოწვეულია მოთხოვნებისა თუ ზეგავლენის შედეგად;

-გავლენას ახდენს პიროვნების უნარრებზე, გაუმკლავდეს ამა თუ იმ პრობლემას.


ზოგადად, სტრესი_უარყოფით კონტექსტში, ძალიან დიდი ზიანი მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს, რადგან ის იწვევს ნეგატიურ ცვლილებებს ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით.


რაც შეეხება პროფესიული სტრესი მნიშვნელოვანია, რამდენადაც ის, გავლენას ახდენს ზოგადად, საზოგადოებაზე მთლიანად. საეჭვოა, რომ ინდივიდი, რომელიც მუდმივი სტრესის ქვეშ იმყოფება სამსახურში, ეფექტურად შეასრულებს საკუთარ სოციალურ
როლს, როგორც_მეუღლე, მშობელი, მეზობელი, საზოგადოების წარმომადგენელი. სწორედ ამიტომაა, რომ პროფესიული სტრესი მნიშვნელოვანია, როგორც ინდივიდებზე, ორგანიზაციებზე და საზოგადოებაზე გავლენის მომხდენი.


ძირითადი მიზანი პროფრსიული სტრესის შესწავლისა არის ის ნეგატიური ეფექტები, რასაც ის ახდენს მომუშავეზე და შესაბამისად, ორგანიზაციის ეფექტურობაზე. მილიონობით თანხები იხარჯება პროფესიული სტრესის გამოისობით, რადგან
მას ისეთი უარყოფითი შედეგები მოაქვს, როგორიცაა ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის მზარდი ხარჯები, აბსენტიზმის მაღალი დონე და კადრების დენადობა, დიდი რაოდენობით სამუშაო კრიტიკული ინციდენტები და შემცირებული პროდუქტულობა.


პროფესიული სტრესის კიდევ ერთი საზიანო ეფექტი მომუშავის შრომით სტრესსთან დაკავშირებული ხარჯების ზრდაა. თუ ადრე, კომპენსაცია მომუშავეთა ფიზიკურ შრომით დაზიანებებთან იყო დაკავშირებული, დღეისათვის, სულ უფრო მეტად იზრდება სამუშაოს გამო მომუშავეთა ფსიქოლოგიური ზიანი, რომელიც ასევე ძვირი უჯდებათ ორგანიზაციებს.

0
36
შეფასება არ არის
ავტორი:თამარი აბაშმაძე
თამარი აბაშმაძე
36
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0