x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
საშუალება სწრაფი აზროვნებისა და ლოგიკური მსჯელობისთვის...
პალიტრა L–ის ინიციატივით ითარგმნა და გამოიცა წიგნი, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტში შედგენილი კრებულია.

image

აქ მოყვანილი ტესტები ემსახურება აზროვნების გაუმჯობესებას 5-დან 13 წლამდე ბავშვებში. მოიცავს მათემატიკისა და არავერბალური მსჯელობის პრაქტიკულ ამოცანებს, რომლებიც შედგენილია გამოცდილი ფსიქოლოგებისა და პროფესორების მიერ. გამორჩეულია სწავლის მეთოდები და სავარჯიშოების პრინციპები.


წიგნში სავარჯიშოები სირთულის მიხედვითაა დალაგებული... ეს პრინციპი შეუმჩნევლად აჩვევს ბავშვს რთული ამოცანების გაკეთებას. ყველაფერი დაფუძნებულია ლოგიკურ აზროვნებაზე, აქ მოყვანილი არავერბალური მსჯელობის ტესტები ჰგავს ინტელექტის ცნობილ ტესტებს, რომლებიც ეფუძნება ყურადღების, მეხსიერების, აზროვნების შეფასებას.



ახლა ეს წიგნი ქართველი ბავშვებისთვისაცაა ხელმისაწვდომი რაშიც დიდი წვლილი პალიტრა L–ს მიუძღვის. ამის საშუალებით ქართველი ბავშვები ადვილად შეძლებენ მოერგონ სიახლეებს. სავარჯიშოები მრავალფეროვანი და საინტერესოა. ეს მათ რეალურ ცხოვრებაში დაეხმარებათ სწრაფად მიიღონ გადაწყვეტილებები და გაუმკლავდნენ მოულოდნელ სიტუაციებს.


" არავერბალური მსჯელობის" ტესტებში შეხვდებით მოძრავ ფიგურებს, ეს დავალებები მრავალფეროვანია, არამარტო მათთვის, ვისაც ეხერხება მათემატიკა, არამედ მათთვისაც ვისაც უჭირს ან არ გამოსდის.


წიგნში ასევე გვხვდება არასტანდარტული დავალებები, რომელიც კრიტიკული აზროვნების განვითარებას უწყობს ხელს, მართალია წიგნი 5-დან 13 წლამდე ბავშვებისთვისაა გათვლილი ეს სავარჯიშოები სახალისო და საინტერესო იქნება უფროს კლასელებისთვისაც.

















0
62
2-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
62
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0