x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134496
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508558
ისევ კანიბალიზმი - ამჯერად მსხვერპლი შვიდი წლის ბავშვია
image
საშინელება იხილა დედამ - ეს მისი შვილი იყო, ოღონდ მსხვერპლი კი არა, კაციჭამია. მსხვერპლს თავი მოცლილი ჰქონდა. შეძრწუნებული დედა გვიყვება თუ როგორ ნახა თავისი ვაჟი 20 წლის ნაზიმ მიიანი მიტოვებულ სახლში გარდაცვილ პატარასთან ერთად. შემთხვევა ამარაიაში მოხდა, ჩრდილოეთ ინდოეთში, უტარ პრადეშის შტატში. პატარა მსხვერპლს ხელები, ფეხები და კისერი რამდენიმე ნაწილად ჰქონდა დაქუცმაცებული.image

გაოგნებული დარჩა პოლიციელიც, რომელმაც იხილა ეს საშინელი შემთხვევა, ის წერს: "სხეული იატაკზე იდო, თავი მოცილებული ჰქონდა და გვერდით ედო. სხეულს აკლია ტყავი, რომელიც მუცელს უნდა ჰქონდეს გადაკრული, ასევე არსადაა შინაგანი ორგანოები. სისხლის ლაქები კი მთელ ოთახშია მოწუწული.

მიიანი მსხვერპლის გვერდით იჯდა და პოლიციას წინააღმდეგობის გაწევის გარეშე ჩაბარდა".

პოლიციამ ამ საშინელი ადგილიდან წაიღო ნივთმტკიცებაც - დანა და ნიჩაბი.


ასობით ადამიანმა მოიყარა თავი პოლიციის განყოფილებასთან. ისინი მიიანის სიკვდილით დასჯას ითხოვენ.image

ამჯერად ის მხოლოდ ბრალდებულია გატაცებასა და მკვლელობაში.

ადგილობრივების დახასიათებით მიიანი ნარკომანია, როგორც ირკვევა, მან პატარა მუჰამედ მონისი, რომელიც მეგობრებთან ერთად ქუჩაში თამაშობდა სახლში შეიტყუა. დაკავების მომენტში მკვლელი კონტაქტში არ შემოდიოდა და არც არაფერი უთქვამს. ამჯერად ის დაპატიმრებულია და ოთხშაბათს სასამართლოს წინაშე მოუწევს წარდგომა. დაკითხვისას მსჯავრდებული იძულებული იქნება ხმა ამოიღოს, რაც საქმეში მეტ სიცხადეს შეიტანს.

"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გამოვიძიოთ წამოწყებული საქმე და მოპოვებული მტკიცებულებები სასამართლოს წარვუდგინოთ". - განუცხადა კორესპონდენტს გამომძიებელმა დევრაჯან ბერმამ.

0
289
2-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
289
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0