x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"მაია ასათიანის შვილი არის ცუდად... დედამისი ითხოვს რომ ილოცოთ მისი შვილისთვის..."

image
ჟურნალისტისა და ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ყველაზე პოპულარული გადაცემის "პროფილის" ავტორის და წამყვანის, მაია ასათიანის ერთადერთი ქალიშვილი საფრანგეთის საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. ნუცა მახვილაძე იქ სასწავლებლად არის წასული. მაია ასათიანიც სასწრაფოდ გაემგზავრა შვილთან. ჯერ-ჯერობით დიაგნოზი არ არის ცნობილი, თუმცა ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მაია ასათიანის შვილს მენინგიტი აქვს. საფრანგეთში გაფრენის წინ ცნობილმა ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში დაპოსტა: "ილოცეთ ჩემი შვილისთვის!"

ამ ფაქტთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში უარყოფითი კომენტარებიც იწერება. ამის გამო, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე შემდეგ სტატუსს ავრცელებს "ფეისბუქის" პირად გვერდზე:


"სრულიად ადამიანურია, როცა ვინმეს აკრიტიკებ, დასცინი, გაღიზიანებს. ასეა მოწყობილი ჩვენი ტვინი და ვერაფერს უზამ. მაგრამ, ვფიქრობ, რომ არსებობს საზღვრები და ეს საზღვარი მგონია ადამიანად ყოფნის ნიშანი. რამდენიმე უცნაური კომენტარი წავიკითხე და ეს შესავალი ამისთვის დამჭირდა. მაია ასათიანის შვილი არის ცუდად, წევს საფრანგეთში და დედამისი ითხოვს რომ ილოცოთ მისი შვილისთვის. ჩვენი ჯგუფი დღეს საღამოს პარიზში იქნება, ცხადია, ზედმეტად შეწუხებას არ ვაპირებთ, მაგრამ თუ რამე ჭირდება - მზად ვართ. თუნდაც ისე, დისტანციურად, როგორც მაია ითხოვს."image

image

0
864
3-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
864
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0