x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134030
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
დააკვირდით თქვენს ნეკა თითს - ამით ბევრ რამეს გაიგებთ საკუთარ თავზე
ინდოეთში მას ბუდას თითს უწოდებენ, რომაელები მერკურის თითად მოიხსენიებდნენ, ქირომანტები კი ნეკა თითს ურთიერთობის ტიპებთან აკავშირებენ. ნეკა თითებს ბევრი რამის თქმა შეუძლია ადამიანზე. ყურადღებით დააკვირდით საკუთარ ხელს და განსაზღვრეთ, რომელ ტიპს მიეკუთვნება თქვენი ნეკა.


image
ნორმალური ნეკა


ნეკა, რომლის სიმაღლეც აღწევს არათითის ზედა ფალანგამდე, ითვლება ნორმად. ამ ფორმის ნეკა თითის მქონე ადამიანები გამოირჩევიან მომწიფებული, კარგად ფორმირებული ხასიათით, ცხოვრების მყარი პრინციპებით. ძალიან იშვიათად იცვლიან შეხედულებებს.


გრძელი ნეკა



თუ ნეკა ოდნავ სცილდება არათითის ზედა და შუა ფალანგის განყოფ ხაზს, ეს არის ნიშანი მომხიბვლელი, ქარიზმატული პიროვნებისა, რომელიც არასოდეს ნებდება. ამგვარი ადამიანის ტალანტსა და შრომისმოყვარეობას სასწაულის მოხდენა შეუძლია... გრძელი ნეკას მქონე ადამიანს მჭერმეტყველების პოტენციური უნარი აქვს, სიამოვნებს ადამიანებთან ურთიერთობა და სხვისი დარწმუნება ადვილად გამოსდის. ასეთი ადამიანებისგან კარგი ორატორები და ვაჭრები გამოდიან. განსაკუთრებით კარგია, როცა ასეთი გრძელი ნეკა მარჯვენა თითზეა.


მოკლე ნეკა


მოკლე ნეკას მფლობელები ძალიან ყურადღებიანები და მეგობრულები არიან. მათ გარკვეული მორიდებულობა ახასიათებთ, მაგრამ ეს სულაც არ არის ნაკლი. მათ მოსწონთ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება. ხოლო თუ ნეკა საშუალოზე შესამჩნევად მოკლეა, თითქმის დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ადამიანს ძალიან უძნელდება საკუთარი აზრების ფორმირება. ამას გარდა, ამ ნიშნის მქონე ადამიანები ზედმეტად იმპულსურები არიან, მზად არიან წავიდნენ გაუმართლებელ რისკზე.


ბევრი ადამიანის ნეკა თითი განლაგებულია შესამჩნევად დაბლა, ვიდრე დანარჩენი თითები, რის გამოც, საშუალო ზომის შემთხვევაშიც კი, შეიძლება მოკლედ მოგეჩვენოთ.


მიაქციეთ ყურადღება თითებისა და ხელისგულის შემაერთებელ ხაზს: მას ან ოდნავი მრუდის ფორმა აქვს, ან სწორი.


ნეკას, რომელიც სხვა თითებთან შედარებით დაბლა მდებარეობს, უწოდებენ ჩამოვარდნილს. ასეთი თითის მფლობელები ცხოვრების მანძილზე ბევრ დაბრკოლედას ხვდებიან და მკაცრ გაკვეთილებს იღებენ. "ჩამოვარდნილი" ნეკას სიგრძის განსაზღვრისთვის საჭიროა გონებაში ასწიოთ იგი სხვა თითების დონეზე. ასეთი ნეკა, ჩვეულებრივ, მეტყველებს მორცხვობაზე, რომლის დამალვასაც ადამიანი ცდილობს გარშემომყოფებისგან.


წამახვილებული ნეკა


ნეკა თითის წამახვილებული ბოლო მიუთითებს ენების მიმართ მიდრეკილებაზე და შემოქმედებით ბუნებაზე. შედარებით მომრგვალებული ბოლოს მქონე ნეკა კი ფლეგმატურ, აუღელვებელ ადამიანზე მიუთითებს.


მოხრილი ნეკა


მოხრილი ნეკა მეტყველებს ადამიანის უნარზე სწრაფი ადაპრიტება მოახდინოს ცვლილებების მიმართ. ამ დამახასიათებელი ნიშნის მქონე ადამიანები ნამდვილი მშვიდობისმყოფელები არიან.


ნეკა თითის განიერი სახსარი


ნეკა თითის გვერდზე ოდნავ გამოკვეთილი, განიერი სახსარი აქვთ ადამიანებს, რომელთა იმედიც ყოველთვის შეიძლება გქონდეთ. მათ ბევრი რამ იციან გარემომცველი სამყაროს შესახებ და არასოდეს გეტყვიან უარს დახმარებაზე.


ფალანგები


ნეკა თითის ზედა ფალანგა, როგორც წესი, დანარჩენ ორზე უფრო გრძელია. ეს არის ვერბალური ურთიერთობის ადგილი. რამდენადაც, ადამიანთა უმეტესობა საკუთარ აზრებს ყველაზე უკეთ სიტყვებით გადმოსცემს, ეს ფალანგიც უფრო გრძელი აქვთ. განსაკუთრებით გრძელი ზედა ფალანგი ახასიათებთ მათ, ვისი საქმიანობაც უკავშირდება ხმას ან ურთიერთობის უნარებს - მაგალითად, მომღერლებს, ტელეწამყვანებს, შოუმენებს, ვაჭრებს.


ნეკა თითის შუა ფალანგა უკავშირდება წერითი ურთიერთობის უნარებს. ადამიანთა დიდ ნაწილს იგი დანარჩენ ორთან შედარებით მოკლე აქვს, ანუ უძნელდებათ საკუთარი აზრების ფურცელზე გადმოცემა. თუ ამ ფალანგის სიგრძე დაახლოებით იგივეა, რაც დანარჩენი ორის, ესე იგი, ადამიანს გარკვეული მიდრეკილება აქვს წერისადმი, მაგალითად, შეუძლია გამართულად დაწეროს წერილი ან მოხსენება. გასაკვირი არ არის, რომ თითქმის ყველა მწერალს შუა ფალანგა სხვებთან შედარებით გრძელი აქვს.


ქვედა ფალანგა მატერიალურ სამყაროსთან არის დაკავშირებული. თუ ის სხვებზე გრძელია, ესე იგი, თავის მიზნის მისაღწევად ადამიანს ყველაფრის გაკეთება შეუძლია.


ბევრი რამის გაგება შეიძლება ადამიანზე ცერა თითის ფორმის მიხედვითაც. ამისათვის გადადით ბმულზე და გაიგეთ, რას უნდა დააკვირდეთ.

image


ასევე დაგაინტერესებთ:

1. იცით რას ნიშნავს ასეთი ტერფები? - ამით ბევრი რამის გაგება შეიძლება!

image


2. სისხლის ჯგუფის მიხედვით თქვენს ტემპერამენტზე ბევრი რამის გაგება შეიძლება - დააკვირდით!

image

3. ამ ორიდან რომელი სახე იღიმის? - ამით საკუთარ თავზე ბევრ ახალს შეიტყობთ

image

4. საგნები, რომლებსაც სახლში სიკეთე ან ბოროტება შემოაქვთ - დაიმახსოვრეთ ისინი!

image

5. უძველესი ხერხი, რომლითაც გაიგებთ ხართ თუ არა გათვალული - ეს ბევრს დაეხმარა!image

0
12511
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
12511
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0