x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134471
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
რა სარგებელი და ზიანი მოაქვს თაფლიანი წყლის მიღებას?


image

როგორც მოგეხსენებათ, თაფლი ბუნების ფასდაუდებელი საჩუქარია. მისი
შემადგენლობა მსგავსია სისხლის პლაზმისა. თაფლი კლავს ორგანიზმში არსებულ
ვირუსებს და იცავს დაინფიცირებისაგან. მას აქვს ანთების საწინააღმდეგო
თვისებები. ყველაზე სასარგებლო, ნატურალური თაფლია. ბევრი ადამიანი სვამს
დილაობით თაფლიან და ლიმონიან წყალს, თუმცა წყლისა და თაფლის ნარევს სულ
სხვა ეფექტი აქვს. თაფლიანი წყლის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ
წყალთან შერევისას თაფლის 30% ხდება იმ თვისებების მატარებელი, რომელიც
სისხლის პლაზმას გააჩნია. თაფლიანი წყალი ეხმარება ორგანიზმს სხვადასხვა
ნივთიერებებისა და ვიტამინების შეთვისებაში. მისი მიღება ხელს უწყობს
ტვინსა და მთელს ორგანიზმს ნორმალურ ფუნქციონირებაში. ანელებს დაბერების
პროცესს. მისი საშუალებით თქვენ იღებთ ვიტამინების მთელ მარაგს, რაც
უზრუნველყოფს იმუნიტეტის გაზრდას. თქვენი სხეული ბაქტერიებისა და ვირუსების
მიმართ უფრო მდგრადი ხდება. გარდა ამისა, თაფლს აქვს ანტიოქსიდანტური
მოქმედება და გამოიყენება სიმსივნის პრევენციისათვის.


image



ნუ გამოიყენებთ თაფლიან წყალს იმ შემთხვევაში თუ :



1. ფუნტკრის პროდუქტების მიმართ გახასიათებთ ალერგია და ხართ ჰიპერმგრძნობელური;

2. გაქვთ თირკმელებისა და გულის უკმარისობა;

3. შაქრიანი დიაბეტის დროს;

4. გასტრიტის, მწვავე კუჭის წყლულისა და 12 გოჯა ნაწლავის ანთების დროს.





თუ ზემოთ ჩამოთვლილთაგან არცერთი პრობლემა არ გაწუხებთ, შეგიძლიათ დილა
დაიწყოთ ერთი ჭიქა თაფლიანი წყლით. უფრო დეტალურად რა სარგებელი მოაქვს
ჩვენი ორგანიზმისათვის თაფლიან წყალს:

1. მისი ხშირი მიღება, წმენდს ორგანიზმს შლაკებისა და ტოქსინებისგან;

2. ხელს უწყობს საჭმლის მონელების ნორმალიზებას;

3. ახასიათებს ანტისოკოვანი და ანტიბაქტერიული თვისებები;

4. აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, დაგეხმარებათ ზედმეტი წონის დაკლებაში;

5. წმენდს ნაწლავებს, რაც ხელს უწყობს კანის სტრუქტურის გაუმჯობესებას;

6. დადებითი ეფექტი აქვს სისხლძარღვების მუშაობაზე. ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს;

7. აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციას;

8. იგი ეხმარება ნაწლავურ მიკროფლორას აღდგენაში. მისი მიღება რეკომენდირებულია დისბაქტერიოზის დროს;

9. შეგმატებთ ძალასა და ენერგიას;

10. დაამშვიდებს ნერვულ სისტემას.

რაც შეეხებათ ბავშვებს, მათთვის თაფლიანი წყლის მიღება სასარგებლოა.
თუმცა, მათ უმრავლესობას ფუტკრის პროდუქტებზე ალერგია აქვთ. ასეთ
შემთხვევაში, მიმართეთ პედიატრს. თაფლიანი წყლის მოსამზადებლად არ არის
საჭირო ადღებული ან ანადუღარი წყალი. ერთ ჭიქა სუფთა წყალს უნდა შეურიოთ
ერთი ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი. კოვზით იქამდე ურიეთ, სანამ თაფლი
ბოლომდე არ გაიხსნება წყალში. მიირთვით დილით, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე
და დაიწყეთ დილა ენერგიულად.





იხილეთ აგრეთვე:

სოდიანი წყლით სიმსივნისა და სოკოს მკურნალობა!


დაბალი ჰემოგლობინის ნიშნები და მისი მკურნალობის მეთოდები


როგორ გავიწმინდოთ ნაწლავები სახლის პირობებში- ახალი ხალხური მეთოდები


რა სიმპტომები ახასიათებს გასტრიტს და როგორ ვიმკურნალოთ სახლის პირობებში?


როგორ გავიძლიეროთ იმუნიტეტი: 9 ყველაზე მარტივი და მნიშვნელოვანი რჩევა!


მაყვალი შაქრიან დიაბეტსა და სხვა უამრავ დაავადებას კურნავს!






0
14926
5-ს მოსწონს
ავტორი:ნინო დვალაშვილი
ნინო დვალაშვილი
14926
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0