x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134385
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
სად უნდა იპოვო მშვიდი გარემო ...
ცხოვრებაში არის პერიოდი, როცა აღარ გიზიდავს ხმაურიანი ადგილები, ენერგიული გართობა, ცეკვები...

(მიუხედავად კარაოკე კლუბების აქტუალურობისა...) ეს მოთხოვნილება ხშირ შემთხვევაში უკანა პლანზე იწევს და სიმშვიდეს ეძებ...სიწყნარეს სადაც ცოტა ხნით მაინც რეალურ ქაოსს მოწყდები...


თბილისში ასეთი ადგილი ამ ბოლო დროს უფრო მომრავლდა,

( და არამარტო თბილისში) მათ შორის ერთი ორი ადგილი გამორჩეულად სასიამოვნოა.


გუშინ ჩემთვის გამორჩეულად სასიამოვნო ადგილების რიცხვს

ჩი გუსტა მიემატა. მეგობარმა მითხრა იქ დავსხდეთ, დარწმუნებული ვარ მოგეწონებაო და წავედით...ეს იმ მეგობარმა მითხრა, რომელიც ჩემი ყველაზე უცნაური მეგობარია. ბევრი სალაპარაკო რომ გაქვს და შესაძლოა მთელი საღამო არ გეყოს მასთან სასაუბროდ. ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ იქ რომ დავსხედით...



ეს მართალია, რომ განწყობას გარემოსთან ერთად რაიმე

"გემრიელობაც" ქმნის, ამიტომ ერთი "ჩი გუსტური" შეთავაზება დავაგემოვნეთ :

image


აქაურმა გარემომ, სიმშვიდემ ისე მოგვხიბლა ოთხი საათი შემოვრჩით... ეს ის ოთხი საათია, რომელსაც ალბათ ოთხი წელი ველოდით. ამიტომაცაა ჩემი მეგობარი უცნაური მეგობარი, რომ ოთხი წლის შემდეგაც უხილავი კავშირი გვაქვს, რომელიც არ გამწყდარა და ისევ შეგვიძლია ძველი ემოციით ვისაუბროთ, ამჯერად ახალი გამოცდილებები, ახალი შეხედულებები გავუზიარეთ ერთმანეთს.


ალბათ რაღაც ეტაპზე ყველა ადამიანთან დგება მომენტი, როცა ხვდები რა და ვინ არის მნიშვნელოვანი... ამასთან იმასაც -როგორი გარემოა შენი განტვირთვისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.



გუშინდელი საღამოს გახსენებისას დღეს ვფიქრობ რა კარგი იქნებოდა, რომ ყველა სამუშაო დღე ესე სასიამოვნოდ სრულდებოდეს.

თითქოს უბრალო, მაგრამ მნიშვნელოვანი წუთებით შენთვის სასურველ ადამიანთან ერთად...

0
66
1-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
66
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0