x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ამ მოცურავემ გადაცურა 5 ყველაზე დიდი მდინარე ერთი მიზნისთვის
სლოვენიელი მარტინ სტრელი პროფესიონალი მოცურავე გრძელ დისტანციაზე არის ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენი მსოფლიოში, მაგრამ მას ვერ ნახავთ ოლიმპიურ შეჯიბრებებზე, ის რეკორდებს არ ამყარებს საცურაო აუზში.

მან გადაცურა5 უდიდესი მდინარე არა პოპულარობისთვის ან ფულისთვის, არამედ იმისთვის, რომ მიაპყროს ადამიანების ყურადღება საშინელ ეკოლოგიურ მდგომარეობას.


image

სტრელმა გადაცურა უდიდესი მდინარეები დედამიწაზე: დუნაი(504 კმ მან გადაცურა შშეუსვენებლად 84 საათის განმავლობაში), მისისიპი, პარანუ, იანძი, ამაზონი. აგრეთვე მან გადაცურა გიბრალტარის სრუტე. მისი 5 გადაცურვა შეტანილია გინესის რეკორდების წიგნში.



image



ბევრი მას არანორმალურად მიიჩნევს და ამას თვითონ მარტინიც ეთანხმება. ის მოკვდება ვიდრე დასახულ მიზანს არ მიაღწევს: "ჩვეულებრივ წყალი კლავს ადამიანებს, მაგრამ არა მე. მე არ ვარ ისეთი როგორიც არიან სხვები, იმიტომ რომ მე შევისწავლე, მე უკვე ტკივილს ვეღარ ვგრძნობ".

მას შეუძლია იცუროს შეუსვენებლად 12 საათის განმავლობაში და ჩერდება მხოლოდ რომ მიიღოს კალორიები. მარტინი ამტკიცებს, რომ როცა ცურავს ის გარესამყაროს მოწყვეტილია და თითქოს მედიტაციაში იმყოფება, ამ დროს აბსოლიტურად არ გრძნობს ტკივილს.


image



მარტინი არ გამოიყურება ისე როგორც ჩვეულებრივი სპორტსმენი, არ აქვს იდეალური აღნაგობა, უყვარს ჭამა და სვამს დღეში ერთ ბოთლ ღვინოს. სტრელი ხუმრობს: იცით რა სხვაობა მაიკლ ფელპსსა და ჩემს შორის? მას არ შეუძლია ცურვა გრძელ დისტანციაზე. ის ჩემზე სწრაფია, მაგრამ ის ვერ გადაცურავს ამაზონს, ის გამხდარია".


სტრელი თავისი სხეულით კმაყოფილია: "როცა მე ვცურავ ვკარგავ 600-700 კალორიას, ჩემი ორგანიზმი მუშაობს როგორც მერსედესი, ბეემვე.


image




ინტერვიუში მარტინი ამბობს, რომ წყალი ბავშვობიდან მისი მეგობარია. როცა მამამისი დათვრებოდა და საცემად მისკენ გაიწევდა, მას უწევდა მდინარეში დამალვა, ასე ისწავლა 6 წლის ასაკში მარტინმა ცურვა.


"როცა მე პატარა ვიყავი მდინარეებში უხვად იყო კიბორჩხალა და თევზი, მაგრამ მერე დააგეს გზები და ახლა იქ წყალმცენარეებიც არ ხარობენ, ამიტომ მე გადავწყვიტე დავანახო ხალხს წყალთან დაკავშირებული პრობლემები". ასე დაიწყო მარტინმა ვარჯიში ცურვაში გრძელ დისტანციაზე.


image



ყოველი ცურვისას ის სერიოზულად ემზადება, ეცნობა რომელი ქვეყნის გავლა უწევს, კლიმატი და ტემპერატურა, რომელი წყლის ბინადრები არიან ამ მდინარეებში. ის ითვლის კალორიების რაოდენობას რომელიც უნდა დახარჯოს და ადგენს საკვების და სასმელის რაციონს, მაგრამ ის თვლის რომ მთავარია სწორი განწყობა და ნათელი გონება.



image




მარტინი პირველი ადამიანიოა დედამიწაზე რომელმაც გადაცურა ამაზონი - მდინარე რომლის სიგრძეა 5268 კმ. ის მიცურავდა 80 კმ-ს დღეში 66 დღის განმავლობაში.



ერთხელ ამაზონის გადაცურვისას მას თავს დაესხნენ პირანიები. "ისინი იკბინებიან ძალიან სწრაფად, დამიგლიჯეს მთელი ზურგი და ცეცხლივით მეწვოდა ზურგი" მაგრამ ამ შემთხვევამაც არ შეუშალა სტრელს ხელი გაეგრძელებინა ცურვა.

მისი რეკორდი რომელიც მან დაამყარა 2007 წელს ჯერჯერობით ვერავინ ვერ გაიმეორა.


image



როდესაც ცურავდა მდინარე მისისიპიში მის გვედით ტივტივას მეხი დაეცა. დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ მარტინი ააგდო ჰაერში და მან გონება დაკარგა. დამკვირვებლებს ეგონათ, რომ ის დაიღუპა, მაგრამ ის მალევე გონს მოვიდა და... უბრალოდ ცურვა გააგრძელა.



image





2009 წელს გადაიღეს ფილმი "დიდი მდინარის ადამიანი" -იმის შესახებ თუ როგორ გადაცურა მარტინმა მდინარე ამაზონი.



ამჟამად სტრელი 62 წლისაა და ის ოცნებობს იმოგზაუროს ცურვით სამყაროს გარშემო. "მე ვცურავ დედამიწის, მეგობრობის და განსაკუთრებით წყლის გამო. მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, მაგრამ მე შემიძლია შევცვალო მსოფლიო"

0
280
შეფასება არ არის
ავტორი:ბექა თორდია
ბექა თორდია
280
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0