x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ექთანი პაციენტის წარმომადგენელს :,, ადექი და გადი!,,
საქართველოს კლინიკებსა და საავადმყოფოებში შექმნილ რთულ ვითარებაზე დიდიხანია საუბრობენ, რაც საფუძველმოკლებბული ნამდვილად არ ყოფილა. ჰიგიენის და სანიტარიის საკითხი მეტნაკლებად მოგვარებულია, რაშიც ძირითადი როლი ან ათასობით მედიასკანდალს უნდა შეესრულებინა ან ყველაფრისმკურნალ დროს. პირველად შეხება ღუდუშაურის სახელობის სამედიცინო ცენტრთან მქონდა, რომელმაც საკმაოდ ცუდი შთაბეჭდილება დამიტოვა და იმედი დავიტოვე, რომ ყველგან ასე არ იყო . ამიტომ არ განმიზოგადებია და არც გამისაჯაროებია იქაური უყურადღებობის და უწესრიგობის ფაქტები. ვიტყოდი, რომ “ წუწუნა“ და პრეტენზიული პაციენტი ვარ, უმალ რომ არ აღმომეჩინა სხვა პაციენტთა ასევე თითქმის 100% იანი უკმაყოფილება. ისტორია რეგისტრატურიდან იწყება, უკმაყოფილო, უხეში რეგისტრატორიდან, რომელიც არასდროს იღიმის, იშვიათად გესალმება, მადლობაზე კიდევ უფრო იშვიათად გპასუხობს “ არაფრის“. მას აშკარად ძალიან ძულს თავის სამსახური, რომელიც ან მის ამბიციებს არ პასუხობს დამაკმაყოფილებლად ან ზედმეტად ცოტას უხდიან. ადიხარ მაღლა და აწყდები კიდევ უფრო სახეჩამომტირალ ექთნებს, რომლებიც საკუთარ ტკივილსაც კი დაგავიწყებს და მათ პრობლემებზე შეგაფიქრიანებს.

ზარზე ათასჯერ უნდა დამერეკა, რომ ბოლოსდაბოლოს “ ნანატრი“ ექთანი გამოჩენილიყო, კვება რომ რესტორნის ფასებთანაა გათანაბრებული, თავმდგმურობის გადასახადი კი -სასტუმროს, ეს კიდევ ცალკე თემაა.

უარესი მდგომარეობაა თემქის ნომერ მესამე ბავშვთა საავადმყოფოში.გაგიკვირდებათ და კლინიკაში, სადაც ბავშვებს სხვადასხვა ვირუსული ინფექციის დიაგნოზით მკურნალობენ, საშინლად ცივა, ტემპერატურა ალბათ 15-18 გრადუსს არ აღემატება. სხვადასხვა დიაგნოზიანი ოცდაათამდე ბავშვი თავსდება გადაუდებელი დახმარების ოთახში, რაც მეორე დაავადების წარმოშობის რისკს საკმაოდ მაღალი ალბათობით ზრდის. რეგისტრატორი და ექთნები არ ერიდებიან პაციენტებისთვის საკმაოდ პირადული, საქმესთან არანაირ კავშირში მყოფი შეკითხვებს, პაციენტთა ეთნიკურ წარმოშობაზე აქცენტის დასმას, რაც საკმაოდ არაეთიკურია. მათ მიერ გამოწვეულ ხმაურში ხომ საერთოდ შეუძლებელი ხდება ბავშვის დაძინება.

ზემოთ ნათქვამს კიდევ არაფრად ჩავთვლიდი, რომ არ გადავწყდომოდი ერთ ინციდენტს, შელაპარაკებას ექთანსა და პაციენტის წარმომადგენელს შორის. ერთ-ერთი მედდა შემოდის და უეცრად მიმართავს დედა-შვილს, რომელიც ერთ-ერთ პატარას მეთვალყურეობდა : “ რატომ ხართ ორნი, ხომ გითხარით, რომ არ შეიძლება“ ქალბატონმა თავის მართლება დააპირა, თხოვა, რომ დარჩებოდა, ამ დროს მედდა საკმაოდ ცივად და უხესად პასუხობს : “ მეტს აღარ გავიმეორებ, ადექი და გადი“ . მიმართვის ტონმა ქალბატონი სამართლიანად აღაშფოთა და მედპერსონალის“ თავაზიან“ წარმომადგენელს მენეჯერთან უჩივლა. ფაქტს მოყვება თუ არა შესაბამისი რეაგირება, ეგ დაუდგენელია, მაგრამ ყველაზე უცნაური ის არის რომ კლინიკის თანამშრომელმა თავი ასე იმართლა : “ მე ეს მის გოგოს ვუთხარი“ - ანუ უზრდელობა ასაკობრივი თანასწორობით უპრობლემოდ “ პრავდება“ .


რასაკვირველია, მას ამ შენიშვნის მიცემის სრული უფლება ქონდა, რადგანimage
მორიგეობის დროს სუსტი კონტროლის გამოჩენის გამო საკმაოდ მკაცრად სთხოვენ პასუხს, მაგრამ ამ ყველაფრის ასე თუ ისე ეთიკურად ახსნა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია. აქ პრობლემა ერთ მედდაში კი არ მდგომარეობს, არამედ მენეჯმენტში. ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც, სამწუხაროდ, მსგავს ანაბანაზე საუბარი საჭიროა. საჭიროა, რომ ეს ყველაფერი მედპერსონალს აუხსნა და გარკვეული წარმოდგენა შეუქმნა სამედიცინო დეონტოლოგიაზე . ალბათ ყველაფერს დრო ჭირდება .



0
158
2-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ბაისონაშვილი
ნინო ბაისონაშვილი
158
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0