x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
არჩილ გამზარდია რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე მისვლის გამო მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს:
ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში, რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე მისვლის გამო მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს:

"როგორც ვნახე, ფრიად დიდი გამოხმაურება მოჰყვა ჩემს წასვლას "რუსთავი 2"-ის აქციაზე, ხელისუფლების მომხრეების მხრიდან. დიდი მადლობა გამოხმაურებისათვის, ამდენი თვალის მდევნელი თუ მყავდა, რას ვიფიქრებდი. არასდროს არავისთვის შემითანხმებია ჩემი ქცევა და არც შევუთანხმებ; რაც მიმაჩნია სწორად, იმას ვაკეთებ, ვინც არ მიიღებს, არ მაინტერესებს; კონიუნქტურისგან ყოველთვის შეორს ვიყავი და არც მომავალში ვაპირებ ჩაჯდომას; და რაც მთავარია, არასდროს მქონია სურვილი რომელიმე პოლიტიკურ გუნდთან ვყოფილიყავი ასოცირებული, როცა ეს სურვილი გამიჩნდება, კიდეც შევალ იმ პარტიაში და პარტიულ პოლიტიკაში გადავინაცვლებ. ვისაც სამშობლო ჩემზე მეტად გიყვართ, ჩემზე მეტი გააკეთეთ, გზა დამილოცნია, სხვა შემთხვევაში, როდესაც ვიცი რომ მართალი ვარ, სრულიად გულგრილი ვარ ძაგებისადმი. წარმატებები თქვენ.
პ.ს. რუსთავი 2 არც თავისუფალი სიტყვის ფლაგმანად მიმაჩნია და არც კრიტიკულ მედიად და დღეს ეს აქციაზე არაერთს ვუთხარი, განსაკუთრებით ტელევიზიის თანამშრომლებსაც; რუსთავი 2 მხარეა დღეს პოლიტიკაში, ხელისუფლების ოპონენტის მხარე და ნამდვილად არ გახდებოდა უფრო საჭირო, თუ ასე ერთი ხელის მოსმით ხელისუფლება არ ჩაისვამდა ჯიბეში მედიასაშუალებების ნაწილს, განსაკუთრებით საზოგადოებრივ მაუწყებელს; მხოლოდ ხელისუფლებას შეიძლება ვუთხრათ დღეს მადლობა იმ მიზეზებისათვის, რის გამოც დღეს რუსთავი 2-ის აქციაზე მისვლა ღირდა.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გამოხმაურებებისათვის, კედელი ღიაა, ილანძღეთ რამდენიც გაგიხარდეთ."


შეგახსენებთ, არჩილ გამზარდიამ ეს სტატუსი სოციალურ ქსელში გაავრცელა


image



image



0
380
1-ს მოსწონს
ავტორი:ხუმარა
ხუმარა
380
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0