x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134393
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508465
სსრკ-ს აღარ ვიხსენებ... - ნათია ფანჯიკიძე "რუსთავი 2"-ის საქმე ეხმაურება

სსრკ-ს აღარ ვიხსენებ, 37 წელს ერთმა ნახევარმა საქართველომ მეორე ნახევარი საქართველო რომ ანეკდოტის მოყოლისთვის დაასმინა და დაახვრეტინა და მერეც წარმატებით გააგრძელა ყველა სიმახინჯის ტაშისკვრა, დამოუკიდებლობის დღიდან დავიწყოთ ათვლა, - 25 წლის განმავლობაში, არა მხოლოდ ჟურნალისტები, არამედ 95% მოქალაქეებისა ყიდდა, ან საუკეთესო შემთხვევაში უყრუებდა მეგობრის და მითუმეტეს უცხო ადამიანების სატკივარს, მხოლოდ იმის გამო, რომ ან სიმშვიდე ეპოვა მიმდინარე მთავრობის პირობებში, ან მთლად მათ მოტორიან ნავში ჩამხტარიყო. 25 წელი სიძულვილს ვიღაცის მიმართ აფორმებდა ვიღაცის მიმართ სიყვარულად და "განსხვავებულ პოზიციად". ხოდა წმინდანნო, რუსთავი 2-ის ჟურნალისტებსაც ისევე ჰყავდათ ოჯახები სარჩენი, როგორც სხვებს, ეს "ფასეულობა", ოჯახის რჩენისა და უსაფრთხოებისა, 95% თქვენგანს დიდად არ უნდა უკვირდეს. ყოველ დროს მხოლოდ 5 % იყო, რომელიც ხმას ნებისმიერ უღირსობაზე იღებდა. არ დავივიწყებთ პირად წყენებს? კვლავ უცხოობაში და სირეგვნეში დავრჩებით. დღევანდელი მოცემულობა კი ისაა, მურუსიძის მთმენელნო, რომ აღარც საზმაუა, რომლის პირდაპირი მოვალეობაცაა თქვენი პრობლემის გაშუქება და აღარც შებრუნებული სიტყვის მთქმელი ვინმე იქნება მალე და კონსტიტუციური უმრავლესობით ჩამტკბარი მთავრობა ისე ჩაგემრიელდება სავარძლებში, რომ დაყვირება რომ მოგინდეთ, ხალხო მიშველეთო, მიკროფონს არავინ მოგიშვერთ, რომ შველა ითხოვოთ. ამიტომაა ცუდი ურუსთავიორობა დღეს, თორემ გუშინ მისი არსებობა იყო ეროვნული უბედურება. შეძელით სიტუაციების განზოგადება, ნაჭუჭი თხილისთვისაა დაცვა, ადამიანისთვის სიბნელეში ყურყუტია.

image

სტატუსის სქრინი

0
93
1-ს მოსწონს
ავტორი:ხუმარა
ხუმარა
93
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0