x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134042
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სიტუაციები,როცა მხსნელად გვევლინება...მარილი
image

მარილს ყველა სამზარეულოში ნახავთ, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ გარდა კულინარიული დანიშნულებისა, წარმატებით შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო პრობლემების მოსაგვარებლად.


სააბაზანოს ფარდას თუ მარილწყალში გარეცხავთ, ობი აღარ მოეკიდება.




შესანიშნავად ხსნის მწერის ნაკბენით გამოწვეულ ქავილს.უბრალოდ, დაისველეთ თითი, ჩაყავით მარილში და დაიმუშავეთ გაღიზიანებული ადგილი.


თუ სანთლებს რამდენიმე საათით მარილის ხსნარში გააჩერებთ, ნაღვენთებს აღარ გაიკეთებს.


ჩაყარეთ ფეხსაცმელში მარილი და რამდენიმე საათით გააჩერეთ, შემდეგ კარგად დაბერტყეთ და უსიამოვნო სუნი უკვალოდ გაქრება.


ზოგჯერ კერძის ან სალათის მომზადებამდე გვიწევს ხილის და ბოსტნეულის გაფცქვნა და დაჭრა. ეს კი მათ გაშავებას იწვევს. ამ პრობლემას თავიდან აიცილებთ, თუ წყალში ჩაყრით და ცოტა მარილს ჩაამატებთ.


თუ ტაფაზე რამეს ცეცხლი მოეკიდა, უბრალოდ დააყარეთ მარილი. წყალმა შესაძლოა ტაფა გააფუჭოს.


უთოს ძირი აღარ პრიალებს და ქსოვილიც მიიწვა? უბრალოდ, გაზეთზე ან სხვა ქაღალდზე დაყარეთ მარილი, გააცხელეთ უთო და გაუსვით ზედ.


მარილი ლიმონის წვენთან ერთად იდეალურად წმენდს სამზარეულოს ნიჟარას.


ფანჯრის მინები რომ არ დაიორთქლოს, ან არ დაიჭირხლოს, დანამეთ მინები წყლით, შემდეგ კი გაწმინდეთ ნაჭრით, რომელზეც მარილი ყრია.


და ბოლოს, თუ რესტორანში კერძი მოგიტანეს და შიგ თმას აღმოაჩენთ, სანამ მიმტანს უხმობთ, დააყარეთ მარილი, თანაც ბევრი. ახლა მშვიდად შეგიძლიათ იყოთ, თუ კერძი არ შეცვალეს ამას უცებ მიხვდებით, მლაშე გემოთი.



2
198
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
198
  
2017, 19 თებერვალი, 15:34
პრაქტიკული რჩევაა,მადლობა) ეს არ ვიცოდი
2017, 19 თებერვალი, 11:29
ასევე მარილი შეიძლება გამოიყენოთ წებოს მოსაშორებლად თითების წებოთი გაწებვისას. გაწებილი თითები ჩაყავით წყალში და კარგად დაასველეთ, შემდეგ წებოს დააყარეთ მარილი, ოდნავ წყალი დაამატეთ და 1 წთ უსევით წებოიან ადგილს, ერთგვაროვანი მასა წარმოიქმნება და მისი საშუალებით მოცილდება წებო.
0 1 2