x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
18 წლის გოგონამ იმდენი დალია,რომ მოკვდა
image18 წლის ერიკა ბუშიკი სწავლობდა მაიამის უნივერსიტეტში ოჰაიოში.სიკვდილამდე ორი თვით ადრე გოგონამ დაწერა Facebook-ზე, რომ აქვს სურვილი მუდამ სტუდენტად დარჩეს.


გასულ კვირას მაიამის პოლიციის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა დასკვნა, სადაც დაწვრილებითაა აღწერილი მოვლენათა ჯაჭვი, რომელმაც ერიკა სიკვდილამდე მიიყვანა.


მოწმეთა ჩვენებით გოგონა უნივერსიტეტს ზამთრის არდადაგების შემდეგ დაუბრუნდა.


დაახლოებით საღამოს 10 საათზე ერიკამ საერთო საცხოვრებელში, ოთახის მეზობელთან ერთად დალია ორი ბოთლი შამპანური.ამის შემდეგ გოგონამ განახევრებული მინერალური წყლის ბოთლი არყით გაავსო და მეგობართან ერთად დროის გასატარებლად სტუდქალაქის ფარგლებს გარეთ წავიდა.


image

გზაში დაქალებმა წყალგარეული არაყი ბოლომდე ჩაცალეს.10.45 წუთზე მათ ახლობელს ბინაზე მიაკითხეს.იქ გოგონებმა გააგრძელეს იაფასიანი არყის სმა.


ამის შემდეგ კომპანიამ უახლოეს ბარს მიაკითხა ქეიფის გასაგრძელებლად, მაგრამ ერიკა ბარში არ შეუშვეს ძლიერი სიმთვრალის გამო, მას დამოუკიდებლად ფეხზე დგომა არ შეეძლო.გადაწყვიტეს გოგონა საერთო საცხოვრებელში დაებრუნებინათ ოთახის მეზობლის მეთვალყურეობით.


შუა ღამისას ტაქსისტმა გოგონები საერთო საცხოვრებელში მიიყვანა, როგორც მოგვიანებით ტაქსისტი იხსენებს, მათგან ერთი გოგონა ისეთი მთვრალი იყო, რომ ფეხზე ვერ იდგა და ძირს სახით "ტომარასავით"ეცემოდა.

image

ღამის პირველ საათზე ერიკას მეზობელმა დაიძინა.მთლიანად გოგონების ქეიფმა 2 საათი გასტანა.


დილით მეზობელმა ერიკა იმავე პოზაში, სკამზე მჯდომი აღმოაჩინა, როგორც გვიან ღამით დაძინების წინ.პირველკურსელის სხეული გაცივებული იყო.


პოლიცია დილით 9 საათზე მივიდა გამოძახების ადგილზე.იქვე დააფიქსირეს 18 წლის ერიკა ბუშიკის სიკვდილი.ექსპერტიზის დასკვნით გოგონას გარდაცვალების მიზეზი გახდა უზომოდ დიდი რაოდენობის ალკოჰოლი.


image



სტატიები მსგავს თემებზე იხილეთ აქ

0
287
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
287
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0