x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134033
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
რისთვის აგროვებენ ესპანეთში ყოველ ოჯახში პლასტმასის თავსახურებს

კითხვაზე, თუ რას მოიმოქმედებდით ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად, ბევრი კეთილი ადამიანი ალბათ იტყვის, რომ გასცემდა თანხას, გაიღებდა სისხლს და ასე შემდეგ, მოიქცეოდა მისი შესაძლებლობების ფარგლებში.

ესპანეთი ამ მხრივ არის სამაგალითო.

image

ესპანეთში, თითქმის ყოველ ოჯახში, სამზარეულოში დგას ვაზა სხვადასხვა ზომის ფერადი პლასტმასის თავსახურებით. რა მიზნით შეიძლება აგროვებდნენ ადამიანები თავსახურებს?

საქმე იმაშია, რომ ერთ ესპანელ 7 წლის გოგონას დასჭირდა გულის ოპერაცია, რომელიც კეთდებოდა გერმანიაში 90 ათას ევროდ, ბავშვის მშობლებს არ ქონდათ თანხის საშუალება. მათ ტელევიზიით გააკეთეს მიმართვა დახმარების თხოვნით, რომელსაც გამოეხმაურა ერთ-ერთი პლასტმასის გადამამუშავებელი კომპანია და შესთავაზა მათ ეს თანხა 200 ტონა პლასტმასის თავსახურში. ბევრი ამას ალბათ დაცინვად ჩათვლიდა, მაგრამ ესპანეთში დადგეს ყუთები და გააკრეს ბავშვის ფოტოები სუპერმარკეტებში, სპორტკლუბებში, სხვადასხვა დაწესებულებებში და ხალხმა დაიწყო მათში პლასტმასის თავსახურების ჩაყრა. შედეგმაც არ დააყოვნა, რამდენიმე თვეში შეგროვდა თავსახურების საჭირო რაოდენობა.

გამოცდილებაც გამოადგათ. ეხლა უკვე ინვალიდების დახმარების ფონდს, იშვიათი დაავადებების კვლევის ფონდს და სხვა საქველმოქმედო ორგანიზაციებს დადებული აქვთ ხელშეკრულება გადამამუშავებელ კომპანიებთან. ხალხი კი განაგრძობს პლასტმასის თავსახურების შეგროვებას....

image

3
12891
5-ს მოსწონს
ავტორი:ფიქრია ჯიქია
ფიქრია ჯიქია
12891
  
2017, 26 სექტემბერი, 12:37
სად გვაქვს პლასტმასის ქარხანა და ქიმიური მრეწველობა საერთოდ?
2017, 19 თებერვალი, 3:41
ალბათ ჩვენთანაც დადგება დრო, რომ ასეთი მარტივი გზით კეთილი საქმე გაკეთდეს.
2017, 19 თებერვალი, 1:41
საბერძნეთშიც ვაგროვებდით :)
0 1 3