x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134037
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"ნებულა" მარტივი და უმოკლესი გზა აბიტურიენტთა წარმატებისკენ!
image

"აბიტურიენტის ცხოვრება, ჩემთვის პირადად, გაუთავებელ მეცადინეობასთან, უძილო ღამეებსა და რეპეტიტორებთან სიარულთან ასოცირდება. აბიტურიენტი მოკლებულია წვეულებაზე, დაბადების დღეებზე, კონცერტებსა და კლუბებში სიარულს. მისი ჩვეული პოზა, წიგნებსა და რვეულებს­ შორის თავჩარგულად ყოფნაა. სტუდენტის სანატრელი სტატუსის მოპოვებამდე მინიმალური გართობა და მაქსიმალური შრომა გვიწევს. თუ გაგვიმართლა, ამ საგანგებო რეჟიმში ცხოვრებას მხოლოდ 1 სასწავლო წლის ბოლოს დავაღწევთ თავს, თუ ვიზარმაცეთ, - ორმაგად მოგვიწევს ყველა სიამოვნებაზე უარის თქმა", - ასე დამიხატა 17 წლის დათომ აბიტურიენტის ცხოვრების სტილი.

"ყველაზე მეტი მუშაობა ზოგადი უნარების დასაძლევად და სათანადოდ მოსამზადებლად გვიწევს", " - მეუბნება თეონა. თეონაც აბიტურიენტია, მართალია, იგი არ იცნობს დათოს, მაგრამ ამ ეტაპზე მისი ცხოვრების სტილი გაჭრილი ვაშლივით ჰგავს დათოსას: "ზოგადი უნარების დაძლევას განსაკუთრებული უნარი, გონებრივი შესაძლებლობები და აზროვნების თავისებურება სჭირდება, რომელიც ჩემს შემთხვევაში გაუთავებელი მეცადინეობის, რეპეტიტორების მკაცრი მეთვალყურეობისა და ნერვების ფასად მიიღწევა. განსაკუთრებით ვერბალური ნაწილი მიშრობს­ სისხლს.


ჰო, ფასი ვახსენეთ და, რომ იცოდეთ, ამ საგნის მომზადება, რეპეტიტორთან სიარულს ვგულისხმობ, ყველაზე ძვირად ფასობს სხვა საგანთან შედარებით. რა გასაკვირია, ამაზე რთული საგანი დედამიწის ზურგზე არ მეგულება".


თეონას სიტყვებმა გასულ წელს მომზადებული სტატია გამახსენა, სადაც ნაცნობ და უცნობ აბიტურიენტებს შორის გამოკითხვის შედეგები მქონდა ასახული.­ კვლევის თემა იყო - "რა ჯდება საქარ­თველოს სხვადასხვა ქალაქში რეპეტიტო­რთან მომზადება". რეპეტიტორების

კატეგორია ასე გამოიყურებოდა: პედაგოგები, ლექტორები და ერთიანი ეროვნული ტესტების გამსწორებლები, რომლებიც ყველაზე მაღალანაზღაურებად კატეგორიაში შედიოდნენ. გამოკითხვამ ცხადყო, რომ ნებისმიერ ქალაქსა და რეგიონში ყველაზე მეტი თანხა ზოგადი უნარების მოსამზადებლად ეხარჯებოდათ აბიტურიენტებსა და მათ ოჯახებს.

ნინა: "ძალიან ბევრი გამოცემა არსებობს ზოგადი უნარების გამოცდის ღირსეულად დასაძლევად. ბევრი მათგანი პირადად მიფურცლავს უშედეგოდ ან ნაკლებად შედეგიანად, თუმცა თუ დამიჯერებთ, "ნებულა"­ მათ შორის უნიკალურია. Nebula.ge საიტია, სადაც მასწავლებლები ყველა ამოცანის ნებისმიერ დეტალს ისე ძირფესვიანად, მარტივად და გასაგებად ხსნიან, რომ არ შეიძლება მათი ვიდე­ოგაკვეთილები ნახოთ და კიდევ დაგჭირდეთ რეპეტიტორის დახმარება. ამიტომ ეს პროცესი აღარ არის უსიამოვნო და რთული".



ნინას რჩევა გავითვალისწინეთ და "ნებულას" უნიკალურობაში დასარწმუნე­ბლად მის გენერალურ დირექტორს, სანდრო­ დოლიძეს გავე­საუბრეთ, რომლისგანაც შევიტყვეთ, რომ "ნებულა", გამომცემლობა პალიტრა L-ისა და ლივინგტონის ერთობლივი მუშაობის შედეგად გამოიცა.

- Nebula.ge-ზე განთავსებულია საკითხები, რომლებიც აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ამზ­ადებს, ოღონდ ვამზადებთ არა ისე, როგორც ყველა, არამედ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. ეს გულისხმობს, მაგალითად, ანალიტიკურ ალგორითმს, რომელიც აანალიზებს მოსწავლის შედეგებს. პატარა ხელოვნური ინტელექტი­ გვყავს დასახლებული საიტზე, რომელიც ზუსტად ხვდება, რა საკითხი არ იცის კონკრეტულმა მოსწავლემ და ინდივიდუალურად უგეგმავს უმოკლეს გზას უმაღლეს ქულამდე.


ჩვენი მიზანი იყო, ხელი შეგვეწყო მოსწავლეებისთვის და მაქსიმალურად გაგვემარტივებინა სწავლის პროცესი, გაგვეკეთებინა ხარისხიანი პროდუქტი... ბევრი ფიქრისა და მუშაობის შედეგად გამოიცა ჟურნალი. მასში 240 ამოცანაა თავმოყრილი - 120 ვერბალური და 120 მათემატიკური.


ჟურნალის ბოლოს, ისევე როგორც ყველა სხვა გამოცემებში, მოცემულია სწორი პასუხი და სპეციალური კოდი, რომელსაც თუ აბიტურიენტი Nebula.ge-ზე შეიყვანს, საშუალება მიეცემა, ნებისმიერ ამოცანაზე, რომელიც იყო მოცემული ჟურნალში, ნახოს ვიდეოახსნა და დეტალურად გაიაზროს მთელი ამოცანა.

დარწმუნებული ვარ, ჩვენი ჟურნალი აბიტურიენტს დაეხმარება, წარმატებისაკენ უმოკლესი გზა გაიაროს და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულები დაიმსახუროს.


ავტორი: ეკა სალაღაია

1
303
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
303
  
2017, 20 თებერვალი, 21:42
სად შეიძლება შეძენა და რა ღირს?
0 1 1