x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
რა სიხშირით უნდა გავრეცხოთ... ლოგინის თეთრეული?
image

კარგი ძილი, ჯანმრთელი კანი და თმის ცხიმიანობაც კი ბევრადაა დამოკიდებული ჩვენი ლოგინის და თეთრეულის სისუფთავეზე. რათქმაუნდა, ჩვენ ხომ სიცოცხლის მესამედს საწოლში ვატარებთ.

რეცხვის მთავარი მიზანია ლოგინი იმ მიკროსკოპული ტკიპებისგან გავწმინდოთ, რომლებიც ზედ მილიონობით ცხოვრობენ. გარდა იმისა, რომ ეს უჩინარი არსებები ადამიანის კანის მკვდარი უჯრედებით იკვებებიან, ექსკრემენტებსაც გამოყოფენ, რამაც შესაძლოა ალერგია, ეგზემა და კონიუქტივიტი გამოიწვიონ.

მაშ ასე, ვრეცხავთ:



საბანი- ბამბის ან სითეტიკის- უმეტეს შემთხვევაში სარეცხის მანქანაში ირეცხება.უკიდურეს შემთხვევაში წელიწადში ერთხელ მაინც აუცილებლად უნდა გაირეცხოს.

ბუმბულის საბანს რაც შეეხება, გარეცხეთ დელიკატურ რეჟიმზე და ფხვნილი ჩვეული ნორმის მესამედი გამოიყენეთ.


მატრასი-აუცილებელია ყოველ თვე ამოატრიალოთ . გამონაკლისია-ცალმხრივი მატრასი, რომლის მოვლის წესსაც მწარმოებლები გვაწვდიან.თუ მატრასების ჩიხოლს ხმარობთ, გარეცხეთ ორ თვეში ერთხელ, თავად მატრასი კი მტვერსასრუტით დაამუშავეთ იგივე სიხშირით.


ბალიში-წელიწადში არანაკლებ ორჯერ უნდა გაირეცხოს.ქიმწმენდას ნუ მიმართავთ.


თეთრეული-კვირაში ერთხელ, სამოც გრადუსზე გარეცხვა აუცილებელია, მასზე მცხოვრები პატარა არსებების მოსაცილებლად.

0
1376
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
1376
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0