x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
დაუბრუნეთ ფორმა მკერდს მშობიარობის შემდეგ

image


ალბათ ყველა დედას, რომლებიც ბავშვს კვებავდა ძუძუთი, აწეუხებთ ერთობ უსიამოვნო პრობლემა - მკერდმა დაკარგა მიმზიდველი ფორმა. ის გახდა უფრო ბრტყელი და ნაკლებად ელასტიური. ასეთი ცვლილებები ბუნებრივია, მაგრამ თვალს ეს რათქმაუნდა არ ახარებს. თუმცა, ძველი ფორმის დაბრუნება შესაძლებელია თუ გაითვალისწინებთ რამოდენიმე მარტივ მაგრამ მნიშვნელოვან წესს.

პირველ რიგში, კონტრასტული (ცივი და ცხელი) შხაპი. თითქმის ყველა ქალთა ჟურნალში წერენ, რომ კონტრასტული შხაპი ამაგრებს მკერდის კანს. ეს არის კარგი საშუალება დედებისთვის, რომლებიც კვებავდა ძუძუთი. ყოველ დღე მიიღეთ კონტრასტული შხაპი, მიმართეთ დუში მკერდზე. მაგრამ გახსოვდეთ, რომ წყალი არ უნდა იყოს ძალიან ცივი, რადგან შეიძლება გაიცივოთ მკერდი.

გარდა ამისა, შხაპთან ერთად შესაძლებელია მკერდის პირსახოცით დაზელვა რათა გაუმჯობესდეს სისხლის მიმოქცევა მკერდის ქსოვილში. მაგრამ აქაც მნიშვნელოვანია ზომიერება, რადგან მკერდის კანი არის ძალიან ნაზი. რათქმაუნდა, არ დაგავიწყდეთ ვარჯიშები მკერდის კუნთებისთვის. გამოიყენეთ სხვადასხვა აზიდვები მკერდის დამუშავებისთვის, როგორც ქვედა ასევე ზედა კუნთებისთვის.

თუ არ გაქვთ დრო კონტრასტული შხაპისთვის, შეიძლება გამოიყენოთ ყინულის კუბები. დაიზილეთ მკერდი ყინულით დილას ან საღამოს, როგორც თქვენთვის უფრო მოსახერხებელი იქნება. აქაც მნიშვნელოვანია ყურადღება და სიფრთხილე, რომ არ დაიზიანოთ მკერდი ყინულის კუთხეებით და არ გადააცივოთ კანი. დაზილვის დროს კანის ფორები ვიწროვდება და სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება.

თანამედროვე კოსმეტოლოგიას გააჩნია ბევრი საშუალებები მკერდის ფორმის კორექციისთვის. მაგრამ, მის ყიდვამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, პრობლემების თავიდან ასაცილებლად.

შესანიშნავი მასკა მკერდისთვის არის ხაჭო. უნდა წაისვათ მკერდზე და გაიჩეროთ 15-20 წუთის განმავლობაში და შემდეგ ჩამოიბანოთ წყლით. ხაჭოს მასკა დაუბრუნებს თქვენს მკერდს ელასტიურობას და მოგაშორებთ პატარა ნაოჭებს.


image

არა უკანასკნელ როლს მკერდის მდგომარეობაში თამაშობს კვება. საკვები, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით მარილს, ნაკლებად გახდის თქვენს მკერდს ელასტიურს. მიიღეთ ნაკლებათ მწარე და შემწვარი საკვები, უპირატესობა მიანიჭეთ ბოსტნეულს და ხილს.

მკერდის კორექვიის დროს მნიშვნელოვანია კიდევ ერთ ფაქტი - მოთმინება. ეფექტი ძალიან სწრაფად არ იქნება, ძვირადღირებული კრემების გამოყენებითაც. ყოველდღიურად გამოუყავით ნახევარი საათი მაინც მკერდის ელასტიურობის დაბრუნების პროცედურებს. მთავარია არ დაგეზაროთ და არ ჩამოყაროთ ხელები. დრო და ძალისხმევა აი ეს არის გარანტია კარგი შედეგის.





ასევე შეგიძლიათ ნახოთ:

მართალია რომ, რაც უფრო იზრდება ადამიანი, მით უფრო ნაკლები ძილი სჭირდება?
რას აკეთებენ ქალები და მამაკაცები განსხვავებულად?
10 წესი რომელიც კარდინალურად შეცვლის თქვენს ცხოვრებას
ქალის ყველაზე მომაჯადოებელი სუნამოები
რა უნდა ვისწავლოთ ბავშვებისგან
ფრაზები რომელიც ბავშვს არ უნდა უთხრა
ვარჯიშისთვის კვირაში რა დროა საჭირო


0
127
1-ს მოსწონს
ავტორი:ნიკუშა
ნიკუშა
127
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0