x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
როგორ გავისწოროთ სხეულზე მოშვებული კანი - საოცარი მეთოდი, რომელიც ელასტიურობას დაგიბრუნებთ...
image
მოშვებული კანი... ეს პრობლემა 40 წელს გადაცილებული ქალბატონების უმრავლესობისთვის ძალიან ნაცნობია. ასაკობრივი ცვლილებები განსაკუთრებით თვალშისაცემია ყელის, ხელებისა და სახის კანზე. სამწუხაროდ, მისგან თავის სრულიად დაღწევა შეუძლებელია, მაგრამ შეგიძლიათ მნიშვნელოვნად შეამციროთ კანის მოშვებულობა და შესამჩნევად გააუმჯობესოთ მისი მდგომარეობა. ამისათვის კი დაგჭირდებათ თავადვე მოამზადოთ სპეციალური ნიღბები.


image

ნიღბები, რომლებზეც ქვემოთ ვისაუბრებთ, რეკომენდებულია გამოყენოთ არა მხოლოდ სახის კანისთვის, არამედ სხეულის ნებისმეირ პრობლემურ ზონაზე. ისინი შესანიშნავად ატენიანებს კანს და ხელს უშლის ელასტანისა და კოლაგენის კარგვას.


ნიღაბი სანდლის პასტისგან



image

დაგჭირდებათ:


1 ს.კ. სანდლის ხის ფხვნილი

რძე


მომზადება:


სანდლის ხის ფხვნილს დაამატეთ ცოტაოდენი რძე ისე, რომ მიიღოთ არაჟნისებური მასა. მოათავსეთ მიღებული მასა ქილაში და მჭიდროდ დაახურეთ თავსახური. გააჩერეთ რამდენიმე საათი (უმჯობესია მთელი ღამე).


მომზადებული ნიღაბი დაიტანეთ დაბანილ და დატენიანებულ სახეზე (ძალიან არ უნდა იყოს გამშრალებული). დააყოვნეთ 10 წუთით, შემდეგ კი ჩამოიბანეთ გრილი წყლით.


ნიღაბი კურკუმას პასტისგან

image
ინგრედიენტები


1/2 ჩ.კ. კურკუმა

1 ჩ.კ. ნაღები

2–3 წვეთი ლიმონის ეთერზეთი


მომზადება


კურკუმას დაამატეთ ბუნებრივი ნაღები. კარგად აურიეთ. მიღებულ ნარევს დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ლიმონის ზეთი.


დაიტანეთ მიღებული ნიღაბი კანზე და დააყოვნეთ მანამ, სანამ ნიღაბი არ გაშრება. შემდეგ კი ჩამოიბანეთ გრილი წყლით.


კომპონენტების მოცემული შეხამება გარდა იმისა, რომ შესანიშნავად ატონიზირებს, კვებავს და ამკვრივებს კანს, ასევე აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

ასევე დაგაინტერესებთ:

1. წყალი ჭამამდე უნდა დავლიოთ თუ ჭამის შემდეგ? - გაითვალისწინეთ, ექიმები გვაფრთხილებენ!

image

2. წამლის გარეშე წნევის დაწევის ყველაზე ეფექტური ხერხი - ამით შეიძლება ადამიანი იხსნათ!

image

3. როგორ კეთდება მკერდის გადიდების ოპერაცია - დეტალური ფოტოაღწერა. სუსტი ნერვების მქონეებმა არ ნახონ!

image

4. შეიძლება თუ არა ცხელი ჩაის (ყავის) ცივი წყლით გაზავება? - ეს ბევრმა არ იცის!

image

5. როგორ ცურაობდნენ ქალები XVIII საუკუნეში - ამას ვერც წარმოიდგენდით!

image

0
283
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
283
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0