x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
საკმარისია ორი ინგრედიენტის გამოყენება იმისათვის, რომ თქვენი თეთრი ფეხსაცმელი ახალივით გამოიყურებოდეს

image

ღია ფერის ფეხსაცმელი ძალიან ეფექტურია, განსაკუთრებით კი აქტუალურია თეთრი კედების და ბოტასების მოხმარება ზაფხულის პერიოდში, მაგრამ აქვს ერთი მნიშვნელოვანი მინუსი, ის მალე ისვრება.

არის ერთი უბრალო საიდუმლო, რომლის გამოყენებითაც რამდენიმე წუთში შეძლებთ თეთრ ფეხსაცმელზე ჭუჭყის მოშორებას.
ამისათვის საკმარისია ორი ინგრედიენტი, რომელიც ყველას აქვს სახლში და რომელთა საშუალებით სახლის პირობებში შეძლებთ სარეცხი საშუალების დამზადებას, რომელიც მარტივად დაუბრუნებს სითეთრეს თეთრ ფეხსაცმელს.

თქვენ დაგჭირდებათ:

- 1/2 ჭიქა ძმარი

- 1/2 ჭიქა სოდა

გამოყენება:

ჩაყარეთ მოსახერხებელ ჭურჭელში სოდა, დაასხით ძმარი და აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
ძველი კბილის ჯაგრისით ან ღრუბელით გულდასმით წაუსვით ფეხსაცმელს მთელ ზედაპირზე მიღებული მასა და გააჩერეთ 30 წუთი. ამის შემდეგ გარეცხეთ და გაავლეთ კარგად ცივ წყალში.

image

ამ პროცედურის შემდეგ ნაჭრის ფეხსაცმელი, მაგ თეთრი კედები და ბოტასები შეგიძლიათ დამატებით გარეცხოთ სარეცხ მანქანაში, მაგრამ გარეცხვის წინ ისინი უნდა მოათავსოთ სპეციალურ ტომარაში.


რაც შეეხება თეთრ ძირებს, ისინი ასევე კარგად იწმინდება კბილის პასტით. ძველ კბილის ჯაგრისზე მოათავსეთ კბილის პასტა და კარგად წაუსვით ძირებს და შემდეგ წყლით მოწმინდეთ.


ყოველივე ამის შემდეგ თეთრი ფეხსაცმელი იქნება როგორც ახალი.















































0
412
1-ს მოსწონს
ავტორი:ფიქრია ჯიქია
ფიქრია ჯიქია
412
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0