x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134534
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
კოკა-კოლას გამოყენების უჩვეულო მეთოდები
image

კოკა-კოლა ბევრისთვის საყვარელი სასმელია, მაგრამ გაგონილიც გექნებათ, რომ შესანიშნავად წმენდს აბაზანას, პირსაბანს, უნიტაზსაც კი. დიახ, სრული სიმართლეა.ამ სასმელს, მისი შემცველობის გამო სხვა დანიშნულებითაც იყენებენ.გაგაცნობთ რამდენიმე მათგანს.


1.დატალღული თმა

კოკა-კოლას შემადგენლობაში შემავალი ორთოფოსფორული მჟავა თმას ბზინვარებას სძენს და მსუბუქად ახვევს. დაისველეთ თმა სასმლით, 10 წუთის შემდეგ კი ჩამოიბანეთ შამპუნით. სწორედ ასე იქცევა მოდელი და მსახიობი სიუკი უოტერჰაუსი.ხოლო, თუ შეღებვის შემდეგ აღმოაჩინეთ, რომ თმა ძალიან გაგიმუქდათ, ნუ იდარდებთ, ჩამოიბანეთ კოკა-კოლით. გამაღიავებელი ეფექტი მასში შემავალი მჟავების დამსახურებაა.



2.მწერის ნაკბენი

თუ მწერის ნაკბენი გექავებათ და გტკივათ, დაიდეთ კოკა-კოლაში დასველებული ბამბა. კოფეინის ზემოქმედების შედეგად მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეგიმსუბუქდებათ


3.ცხიმის მოცილება

სამზარეულოს ზედაპირიდან ცხიმის მოცილებაში კოკა-კოლა დაგეხმარებათ.დაასხით სითხე ზედაპირზე და გააჩერეთ რამდენიმე საათით, შემდეგ კი ჩვეულებრივ გაწმინდეთ.


4.მონეტების წმენდა

ეს რჩევა ნუმიზმატებს უფრო გამოადგებათ.დროთა განმავლობაში გაშავებული მონეტები ჩაყარეთ ქილაში და დაასხით კოკა-კოლა.15წთ-ის შემდეგ კარგად შეანჯღრიეთ ქილა და მონეტები გამდინარე წყალში გაავლეთ.


5.ჟანგის მოცილება

შესანიშნავად აცილებს ჟანგს.დაასველეთ ზედაპირი კოკა-კოლით და შემდეგ კარგად გაწმინდეთ ღრუბლით ან ჩვრით. თუ ძველი ლაქაა ღრუბლის მაგივრად ფოლგა გამოიყენეთ.

1
65
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
65
  
2017, 16 თებერვალი, 9:16
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1