x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
სუმელას მონასტერი

დედა მარიამის მონასტერი(პანაგია სუმელა), რომელიც ჩვენთვის
სუმელას მონატრის სახელითაა შავი ზღვის რეგიონში, ტრაპიზონის პროვინციის მაჩქას ოლქში მდებარეობს.მონასტერი კლდის ზედა ნაწილშია გამოკვეთილი, იგი ალტინდერის ეროვნულ პარკშია მოქცეული და შესაბამისად დაცული ტერიტორიაა. იგი IV-V- საუკუნით თარიღდება და იქ დაცულია სასწაულმოქმედი
ხატი, რომელიც როგორც გადმოცემებიდან ვიგებთ ლუკა მახარებელს უნდა დაეწერა.

imageთურქულად- Sümela Manastırı. ერთ-ერთი ვერსიით ბერძნულია
და „შავ მთას“ აღნიშნავს თუმცა არსებობს სხვა ვერსიაც რომლის თანახმადაც სიტყვა ლაზურია და „სამებას“ ნიშნავს.

ტაძრის კედლებზე კარგად ჩანს მონასტრის ისტორია - მხატვრობის ორი ფენა უამრავ კითხვას აღუძრავს დამთვარიელებელს. გარეთა ფენა ბიზანტიურია. იგი ზოგან
დაზიანებულია და ჩანს ქვედა, პირველი ფენა ქართული ხატწერის ელემენტებით, რომელიც, სავარაუდოდ, ქართველთა მიერ უნდა იყოს მოხატული, თუმცა ოფიციალური ცნობები ამის შესახებ არ არსებობს. ინგლისელ პროფესორ დევიდ თელბოთ რაისს შეუსწავლია სუმელას ფრესკები. მისი აზრით, ისინი ბიზანტიურ-სლოვაკური ხელოვნების ნაზავია. თუმცა, ფერებისა და სტილის მიხედვით,
ფიქრობენ, რომ იგი რუსულთან უფრო ახლოს დგას.ჩვენ ფრესკების ქართული წარმომავლობის ცნობებზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას. ის ფაქტი, რომ ასეთი ვარაუდი არსებობს, თავისთავად, უფრო საინტერესოს ხდის სუმელას ისტორიას ქართველთათვის. არსებობს ცნობა, რომ დავით აღმაშენებელს მიწები შეუწირავს მონასტრისთვის.

ლეგენდის მიხედვით, აქ მოღვაწე სასულიერო პირებმა ამტერიტორიაზე ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი აღმოაჩინეს. მონასტერი განთქმულია უდიდესი
ფრესკებით, მდიდარი ისტორიული წარსულით… ამავე პერიოდში, როდესაც ყველაზე აქტიურად მიმდინარეობდა აქ სამონასტრო ცხოვრება, შესაძლებელია ქართველი სასულიერო პირებიც მოღვაწეობდნენ, სუმელას მხატვრობარადგან სუმელას მონასტერი
შედარებით ახლოსაა ტაო-კლარჯეთის.

image

2015 წელს მუზეუმი რესტავრაციის მიზეზიტ ერთი წლით დაიკეტა.დღეს სუმელას მონასტერს უამრავი მნახველი ჰყავს.სეზონზე საშუალოდ 10 000 ვიზიტორიც კი სტუმრობს.


image

0
214
შეფასება არ არის
ავტორი:ხატია დარჯანია
ხატია დარჯანია
214
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0