x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
ფინტი სილქნეტისაგან
image ყოველთვიურად სილქნეტი შეტყობინებით მაფრთხილებს 10 რიცხვისთვის დავფარო ინტერნეტის გადასახადი. ამ ბოლოს კი შეტყობინება აღარ გამოუგზავნია. მეც მხედველობიდან გამომრჩა და 11 ში დილით სილქნეტის სერვისცენტრს მივაკითხე.

-ალბათ უნებლიეთ წაგეშალათ შეტყობინება, არაუშავს, ახლა დაფარეთ და ჯარიმას 1 ლარს, შემდეგ თვეში გადაიხდით - მითხრა მორიგე ოპერატორმა და გვერდით კოლეგასთან გადამამისამართა.

- ამ დილით უკვე მესამე ხართ, ვისაც შეტყობინება არ მიუღია და გადახდა დაავიწყდა- მითხრა მეორე ოპერატორმა, როცა თანხას ვიხდიდი.

თუ ვივარაუდებთ, რომ ჩემსავით ბოთე, აბონენტების მესამედი მაინც არის, სილქნეტს კარგი შემოსავალი დარჩება.


გადახდისთანავე სილქნეტისაგან შეტყობინება მივიღე - "თქვენი სერვისების ანგარიშზე ჩაირიცხა 35 ლარი."

0
58
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
58
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0