x
მეტი
  • 02.05.2024
  • სტატია:134568
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508706
ამ შეცდომას მშობლების 95% უშვებს. შედეგი კი შესაძლოა მძიმე აღმოჩნდეს.
image

ამ შეცდომას რეგულარულად უშვებენ მშობლები ზამთარში:სვამენ ბავშვს ავტოსავარძელში ისე, რომ პალტოს ან ქურთუკს არ ხდიან. ეს კი პატარების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს.

საქმე იმაშია, რომ როცა მშობლები ზამთრის სქელ ტანსაცმელზე უკრავენ ღვედებს, თუნდაც მჭიდროდ, ბავშვის სხეულსა და ღვედს შორის თავისუფალი სივრცე რჩება, რომელსაც პალტო ან ქურთუკი ავსებს. ღვედის დაცვა სუსტდება და იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ 50 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობისას მკვეთრად დაამუხრუჭებთ, ღვედი გაიხსნება და პატარა გადმოვარდება.

image


ამის შესამოწმებლად USA TODAY-ს ჟურნალისტებმა მიჩიგანში ლაბორატორიული ტესტი ჩაატარეს:მათ საგზაო შემთხვევის მოდელირება მოაწყვეს, რომელშიც მანეკენები გამოიყენეს. შედეგად, ეს სიტუაციები რომ რეალურად მომხდარიყო, მათი უმრავლესობა ფატალურად დასრულდებოდა. დამცავი ღვედები იხსნებოდა და ბავშვი მანეკენი ორმაგ დარტყმას იღებდა:ერთს-წინა სავარძელზე და მეორეს-დაბლა დავარდნისას.

image

ექსპერტები გვირჩევენ, რომ მგზავრობის წინ აუცილებლად გავხადოთ ბავშვს პალტო და ისე დავაფიქსიროთ ღვედებით თავის სავარძელში. თუ გეშინიათ, რომ გაცივდება, შეგიძლიათ ზემოდან გადააფაროთ სქელი პლედი. წინააღმდეგ შემთხვევაში, საჭირო დროს ღვედმა შესაძლოა თავისი ფუნქცია ვერ შეასრულოს და ბავშვი მძიმედ დაშავდეს.

0
99
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
99
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0