x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134484
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508537
ნინო ლაბარტყავა:ათეისტები კი არა, ყ......ი ხართ!!!

image

ჟურნალისტი ნინო ლაბარტყავა სოციალური ქსელით პატრიარქის სურათის ქვეშ მიწერილ შეურაცხმყოფელ კომენტარს ეხმაურება და წერს:


"არა, რა... ხანდახან მაინც წამცდება ხოლმე ხელი და სადმე რამე
საშინელებას რომ წავაწყდები, ეგრევე ვიგინები კომენტარებში... თუმცა
ნელ–ნელა თავის ხელში აყვანას ვსწავლობ და მერე იმ კომენტარს ვშლი...
აბა, როგორია, მოითმინო, როცა ვიღაც ნაბიჭვარი ათეისტი პატრიარქის ფოტოზე შეურაცხმყოფელ სიტყვას რომ წააწერს და ატვირთავს?
ათეისტი ვარო, წერს მერე და ამით "აპრავებს" თავის საქციელს...
ვინც ნამდვილად ათეისტია და გასიგრძეგანებული აქვს, რას ნიშნავს იყო ათეისტი – ის არასდროს არ მიაყენებს არც ერთი რელიგიის წარმომადგენელს შეურაცხყოფას, მით უმეტეს – პატრიარქს!!!
image

თან ყველაზე "მაგარი" მერე – გამოდგებიან ხოლმე ეს ნაგვები და ბიბლიიდან
ამონარიდებით გველაპარაკებიან, მაგალითად, ასე – პირველი იმან ისროლოს ქვა,
ვინც უცოდველიაო...


თავს არ ვთვლი დიდ მორწმუნედ, ძაანაც მიჭირს ამ საკითხში და არც მორალისტობა
დამიწყია არასდროს, მაგრამ წარმოუდგენელია, ასეთ არასწორებს მივცე
საშუალება, შეურაცხყონ ან ჩვენი პატრიარქი, ან საერთოდ, ნებისმიერი სხვა
რელიგიის სასულიერო პირები!
ვიმეორებ – რელიგიის და არა რაღაც უჯიშო სექტების!

მყავს ათეისტი მეგობრები, რომელთანაც ხშირად ვსაუბრობ რელიგიაზე და თვითონ
ათეიზმზე, მაგრამ არც ერთ მხარეს არასდროს არ გაგვჩენია სურვილი,
შეურაცხყოფა მიგვეყენებინა იმისთვის, რისიც ცალ–ცალკე აღებულებს
პერსონალურად გვწამს!
ისინი კი, ვინც ათეისტობის სახელით ჩვენი
ეკლესიის სასულიერო პირებს აყენებთ შეურაცხყოფას, განსაკუთრებით კი
პატრიარქს – ათეისტები კი არა, ყ....ბი ხართ!!!
(მაინც ვერ მოვითმინე აგერ ახლა...)

0
366
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
366
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0