x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
მხედველობითი აღქმა და ოპტიკური ილუზიები
image

აღქმა - ესაა ჩვენი გრძნობების დახმარებით, სამყაროს შესახებ ინფორმაციის შეკრების პროცესი. ოპტიკური ილუზია არის აღქმა, რომელიც მოიცავს მოჩვენებით შეუსაბამობას იმაში, თუ როგორ გამოიყურება საგანი და სინამდვილეში რას წარმოადგენს ის. ოპტიკური ილუზია ხშირად ემყარება აღსაქმელი საგნის მახასიათებლის მიუღებელ წინასწარგანწყობას. ერთ-ერთი ფართოდ ცნობილი ილუზიაა მიულერ-ლაიერის ილუზია. კვლევების შედეგად, კვლევის მონაწილეები ზედა მონაკვეთს აღიქვამდნენ, როგორც უფრო გრძელს, თუმცა ეს ორი მონაკვეთი ტოლია. კიდევ ერთი ცნობილი ილუზიაა ვერტიკალურ-ჰორიზონტალური ილუზია. ადამიანებს ეს ორი ხაზი ტოლი ჰგონიათ, თუმცა ისინი სინამდვილეში ტოლია. მესამე კარგად ცნობილი ილუზიაა პონზოს ილუზია. კვლევის მონაწილეები ამბობენ, რომ ზედა ხაზი უფრო გრძელია, თუმცა ამ შემთხვევაშიც, ხაზები ტოლია.

image



კონსტრუირებული სამყაროს თეორია


იმისათვის, რომ აეხსნათ როგორ ჩნდება ოპტიკური ილუზიები, შემუშავდა რამდენიმე თეორია. ერთ-ერთია კონსტრუუირებული სამყაროს თეორია, რომელიც უშვებს, რომ ადამიანები მიჩვეულნი არიან დაინახონ საგნები მართკუთხა ფორმებში და არაცნობიერად მოელიან, რომ საგნებს ექნებათ მართი კუთხეები.

პერსპექტივაში დამოკლებული პირველადი ჰორიზონტალური წრფის თეორია

მოცემული თეორია უშვებს, რომ ჩვენ ინტერპრეტაციას ვუკეთებთ ვერტიკალურ ხაზებს ისე, როგორც ჰორიზონტალურებს, ოღონდ გაწეილის გარკვეულ მანძილზე. ჰორიზონტალურ-ვერტიკალურ ილუზიაში ჩვენ ინტერპრეტირებას ვუკეთებთ ვერტიკალურ ხაზს, როგორც ჩვენგან დაშორებულს და ვიცით, რომ ხაზი, რომელიჩ ჩვენგან მოშორებითაა, უნდა იყოს უფრო გრძელი.

სამი განზომილების ორ განზომილებაში არეკვლის თეორია

ეს თეორია წარმოადგინეს იმისათვის, რომ აეხსნათ კულტურული განსხვავებები ვიზუალურ აღქმაში. სამი განზომილების ორ განზომილებაში სიმბოლურად არეკვლის თეორია უშვებს, რომ დასავლური კულტურის წარმომადგენლები მეტ ყურადღებას აქცევენ საგნების გამოსახულებას ქაღალდზე, ვიდრე სხვა კულტური წარმომადგენლები. ისინი, ხშირად, მეტ დროსაც ატარებდნენ სურათების ინტერპრეტირების სწავლაში. ამრიგად, აღმოსავლური კულტურის წარმომადგენლები, უფრო იშვიათად ტყუვდებიან მიულერ-ლაიერის ილუზიით, რადგან ის უცხოა მათთვის. თუმცა ისინი მეტად ტყუვდებიან ჰორიზონტალურ-ვერტიკალური ილუზიით, რადგან ეს ილუზია უკეთესად წარმოადგენს მათი ცხოვრების სტილს.

მკვლევარებმა შეადარეს რეაქციები მიულერ-ლაიერისა და ჰორიზონტალურ-ვერტიკალურ ილუზიაზე ჯგუფში, რომელთაგან 4 იყო ინდუსტრიალური გარემოდან, ხოლო 14 სხვა გარემოდან. მათ აღმოაჩინეს, რომ მიულერ-ლაიერის ილუზიის ეფექტი უფრო ძლიერი იყო ინდუსტრიული ქვეყნებისათვის, ხოლო ჰორიზონტალურ-ვერტიკალური ილუზიის ეფექტი კი - არაინდუსტრიული ჯგუფებისათვის.

0
337
1-ს მოსწონს
ავტორი:თამარი ღაჭავა
თამარი ღაჭავა
337
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0